შინაარსზე გადასვლა

ირაკლი ძნელაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ირაკლი ძნელაძე (დ. 10 მაისი, 1968, თბილისი) — ქართველი სამხედრო პირი, ბრიგადის გენერალი (2019).

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის ფაკულტეტი (1992) და საქართველოს გაერთიანებული სამხედრო აკადემია (1999). 1986-1988 წლებში სავალდებული სამხედრო სამსახური გაიარა საბჭოთა კავშირის არმიაში. 1992 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, მ. შ. კადრების განყოფილების ოფიცრად, განყოფილების უფროსად გაერთიანებული შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვის და შეიარაღების კონტროლის და J-3 ოპერატიული დეპარტამენტებში, სახმელეთო ძალების სარდლობის მართვის ცენტრის (2005), J-3 ოპერატიული დეპარტამენტის (2006-2007), G3 ოპერატიული სამმართველოს (2009-2012) და J-2 დაზვერვის დეპარტამენტის (2011) უფროსად, საქართველოს სამხედრო ატაშედ უკრაინაში, მოლდოვასა და ბელარუსში (2011). 2012-2013 წლებში იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, 2014-2017 წლებში — საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენელი ნატოში, 2017 წლიდან — საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი.

მიღებული აქვს სხვადასხვა სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდო, მ. შ. მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“ (2000), ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (2013).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]