შინაარსზე გადასვლა

ინკითი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინკითი
კოორდინატები: 43°10′25″ ჩ. გ. 40°19′10″ ა. გ. / 43.17361° ჩ. გ. 40.31944° ა. გ. / 43.17361; 40.31944
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული გაგრის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე ზღვის დონიდან –0,8 
ფართობი 0,4 კმ²
მოცულობა 0,00081 კმ³
საშუალო სიღრმე 1,9 
მაქსიმალური სიღრმე 3,2 
ინკითი — საქართველო
ინკითი
ინკითი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ინკითი

ინკითი — რელიქტური ტბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ბიჭვინთის კონცხის დასავლეთ ნაპირზე, ზღვის დონიდან –0,8 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 0,4 კმ², მაქსიმალური სიღრმე 3,2 მ, წყლის მოცულობა 810 ათ. მ³.[2] ადრე ტბიდან ნაკადული გაედინებოდა, წყალი მტკნარი იყო. ამჟამად ტბის დონის ხელოვნურად დაწევის გამო, ტბაში ზღვის წყალმა იწყო შეჟონვა და წყლის მარილიანობა 5 გრ/ლ-მდე გაიზარდა. ტბას გეგმაში აქვს დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმული ოვალური ფორმა. სანაპირო ხაზი სუსტადაა შეჭრილ-შემოჭილი. ფსკერის რელიეფი მეტად ბრტყელია, წყალქვეშა ფერდობი დამრეცი. ინკითში 10 სახეობის თევზია, რომელთა შორის გამოიყოფა კობრი, ფარგა და კეფალი. თევზის რეწვა პერიოდულია.[3]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 85.
  2. აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 284.
  3. Апхазава И. С. Озера Грузии. Тбилиси: Мецниереба, 1975. 181 с.