შინაარსზე გადასვლა

ილოკური ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ილოკური ენა
Ilokano
გავრცელებულია ფილიპინების დროშა ფილიპინები
აშშ-ის დროშა აშშ
მოლაპარაკეთა რაოდენობა 7,7 მლნ. (მშობლიური ენა)
2,3 მლნ (მეორე ენა)
ოფიციალური სტატუსი ლა-უნიონი (ფილიპინები)
ლინგვისტური კლასიფიკაცია ავსტრონეზიული ენები
დამწერლობის სისტემა ლათინური
ენის კოდები ISO 639-2: ilo
ISO 639-3: ilo
რუკა


ილოკური ენა, ილოკანური ენა (ილოკანო, ილოკო) — ილოკების ენა. გავრცელებულია ფილიპინებში — კუნძულ ლუსონის ჩრდილო-დასავლეთ (ილოკანდია), ჩრდილოეთ და მრავალ სხვა რაიონში, აგრეთვე ზოგიერთ სხვა კუნძულ (მინდორო, მინდანაო და სხვ.). წარმოადგენს ლუსონის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები ხალხების ერთ-ერთ საურთიერთობო ენას. ფილიპინებში ილოკურზე, როგორც მშობლიურ ენაზე მოლაპარაკეთა რაოდენობა დაახლოებით 7,7 მილიონი ადამიანია, მეორე ენაა 2,3 მილიონი ადამიანისათვის (XXI საუკუნის დასაწყისის შეფასებით). ამ ენაზე ლაპარაკობს აშშ-ში ფილიპინელი იმიგრანტების ნაწილიც (75,6 ათასი; 2000, აღწერა).[1]

ილოკური ენა მიეკუთვნება ფილიპინურ ენებს. გამოიყოფა 2 დიალექტური ზონა: ჩრდილოეთი (პროვინციები: ჩრდილოეთი ილოკოსი, აბრა) და სამხრეთი (პროვინციები: სამხრეთი ილოკოსი, ლა-უნიონი).[1]

ვოკალიზმი წარმოდგენილია 5 ხმოვნით (ჩრდილოეთში — 6-ით, რამდენადაც მოიცავს ɯ-საც), ამასთან ფონემები o და u ძველ სიტყვებში ალოფონებია. კონსონანტიზმში 21 თანხმოვანია, მ.შ. r ფონების 2 ტიპი (როგორც ესპანურში) და ალვეოლურ-პალატალური რიგი. განვითარებულია დემონსტრატივების სისტემა. ზმნის სიტყვათცვლილებაში გარდა აფიქსებისა ფართოდ გამოიყენება რედუპლიკაცია. გამოიყენება განსაკუთრებული, ზმნის აქტანტების კოდირების ე.წ. ფილიპინური სტრატეგია, რომლის დროსაც გამონათქვამის თემის სემანტიკური როლი განისაზღვრება ზმნის აფიქსით.[1]

ილოკურ ენაზე მიმდინარეობს სწავლება სკოლებში, ტელე- და რადიომაუწყებლობა, ვითარდება მრავალჟანრიანი მხატვრული ლიტერატურა.[1]

XIX საუკუნის ბოლომდე გამოიყენებოდა ფილიპინური მარცვლოვანი დამწერლობის ილოკური ვარიანტი. ამ ვარიანტის განმასხვავებელი ნიშანი იყო ბოლო თანხმოვნის შემდეგ ხმოვნის არარსებობის აღმნიშვნელო განსაკუთრებული ნიშანი (ჯვრის ფორმის). მასზე დაწერილი უძველესი ძეგლია „Doctrina Cristiana“ (1621). XVIII საუკუნის შუა ხანებიდან ილოკური ენისათვის გამოიყენება ლათინურ გრაფიკაზე დაფუძნებული დამწერლობა.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Коряков Ю. Б. Илоканский язык // Большая российская энциклопедия. т. 11. — М., 2008. — стр. 110.