ილია გულბანის კოშკი
ილია გულბანის კოშკი — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი. მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხეში ისტორიულ სვანეთში. სოფელი ხე შედის კალის თემში. სოფელი, სადაც ილია გულბანის კოშკი მდებარეობს ჩხუტნერის ქედის სამხრეთით, ენგურის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 1780 მეტრზეა განთავსებული.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელი გამორჩეულია ღირსშესანიშნაობებით. გარდა ილია გულბანის კოშკისა, რომელიც მიეკუთვნება შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრულ ძეგლს, აქვე მდებარეობს ერთ-ერთი ცნობილი ხუროთმოძღვრული ძეგლი XI საუკუნით დათარიღებული წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესია — ლაგურკა.
ილია გულბანის კოშკი 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 450.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2019-08-06.