ილარიონ ჩავლეიშვილი
იერსახე
ილარიონ ჩავლეიშვილი | |
---|---|
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ილარიონ გიორგის ძე ჩავლეიშვილი |
დაბ. თარიღი | 1857 |
დაბ. ადგილი | ოქროსქედი |
წარმოშობა | გურია |
გარდ. თარიღი | 1938 |
ჟანრ(ებ)ი | ფოლკლორი |
საქმიანობა | მომღერალი, |
ილარიონ ჩავლეიშვილი (დ. 1857, ოქროსქედი — გ. 1938) — ქართველი სახალხო მომღერალი. გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბიძაშვილთან, სამუელ ჩავლეიშვილთან ერთად შეისწავლა სიმღერა ჯერ თავად მაქსიმეიშვილთან, შემდეგ დათა გუგუნავასთან. იყო ბანის უბადლო შემსრულებელი. ასწავლიდა იმერეთში, სკოლაში და ჰყავდა სასიმღერო გუნდი. მღეროდა მესამე ხმას. მისგან გადაიღო ბანი ვარლამ სიმონიშვილმა. იყო მწიგნობარი, მელექსე და პოეზიის კარგი მცოდნე. ზეპირად იცოდა „ვეფხისტყაოსანი“ და „თამარიანი“. კარგად წერდა და მაშინდელ პრესაში წერილებს აქვეყნებდა ქართული ხალხური სიმღერის შესახებ. ცოლ-შვილი არ ჰყოლია. გარდაიცვალა 1938 წელს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ერქომაიშვილი ა., „ბაბუა“, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1980. — გვ. 85-87.
- შილაკაძე ვ., „ ხალხური მუსიკის მოამაგენი“, თბილისი: ხელოვნება, 1961.