შინაარსზე გადასვლა

იენ მაკიუენი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იენ მაკიუენი
ინგლ. Ian McEwan
დაბადების თარიღი 21 ივნისი, 1948(1948-06-21)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (76 წლის)
დაბადების ადგილი ოლდერშოტი[11] [12]
საქმიანობა მწერალი[13] [14] [15] [16] , სცენარისტი, რომანისტი, დრამატურგი, კინოპროდიუსერი[17] [18] , ავტორი[19] და კინოსცენარისტი[20]
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო[5]
ალმა-მატერი ვულვერსტონ-ჰოლის სკოლა, სასექსის უნივერსიტეტი და აღმოსავლეთ ანგლიის უნივერსიტეტი
Magnum opus ცემენტის ბაღი და მონანიება
ჯილდოები ბუკერის პრემია
მეუღლე ანალენა მაკაფი
საიტი ianmcewan.com

იენ რასელ მაკიუენი (ინგლ. Ian McEwan, დ. 21 ივნისი, 1948) — ინგლისელი მწერალი და სცენარისტი, სომერსეტ მოემის, ბუკერისა და იერუსალიმის პრესტიჟული ჯილდოების მფლობელი. 2008 წელს ჟურნალმა „The Times“-მა მაკიუენი დაასახელა „1945 წლიდან 50 საუკეთესო ბრიტანელ მწერალს“ შორის, ხოლო „The Daily Telegraph“-მა მწერალს „ბრიტანულ კულტურაში 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს“ შორის მე-19 ადგილი მიანიჭა.[21]

მაკიუენმა სამწერლობო კარიერა უჩვეულო სტილის გოთიკური მოთხრობების წერით დაიწყო. მისი პირველი რომანი იყო „ცემენტის ბაღი“. მწერალს ბუკერის პრემია მოუტანა რომანმა სახელწოდებით „ამსტერდამი“. საყოველთაო აღიარება მოიპოვა მისმა მომდევნო რომანმა სახელწოდებით „მონანიება“, რომლის მიხედვითაც 2007 წელს ოსკაროსანი ფილმი გადაიღეს.

იენ მაკიუენი 1948 წელს ჰემპშირში დაიბადა.[22] მამამისი, დეივიდ მაკიუენი, შოტლანდიის არმიის ოფიცერი იყო.[23] იენმა ბავშვობა აღმოსავლეთ აზიის, გერმანიის და ჩრდილოეთ აფრიკის სამხედრო ბაზებზე გაატარა. იგი 12 წლის იყო, როცა მისი ოჯახი ინგლისში დაბრუნდა. 1970 წელს იენმა სასექსის უნივერსიტეტის ინგლისური ლიტერატურის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა, ხოლო აღმოსავლეთ ანგლიის უნივერსიტეტში ლიტერატურაში მაგისტრის ხარიხსი აიღო.[24]

1998 წელს მაკიუენმა რომანისთვის „ამსტერდამი“ ინგლისური ლიტერატურის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო — ბუკერი დაიმსახურა. მწერალი სულ ექვსჯერ იყო ნომინირებული ბუკერის პრემიაზე, მათ შორის რომანებისთვის „მონანიება“ და „ქვიან სანაპიროზე“.

2005 და 2007 წლებში მაკიუენმა ორჯერ მიიღო საერთაშორისო ბუკერის პრემია.[25]

2008 წელს ჟურნალმა „The Times“-მა მაკიუენი დაასახელა „1945 წლიდან 50 საუკეთესო ბრიტანელ ავტორს“ შორის.[26]

2011 წელს მაკიუენი დააჯილდოვეს იერუსალიმის პრემიით.[27] ამ ჯილდოს მფლობელები ხდებიან მწერლები, რომლებიც თავიანთ ნამუშევრებში მხარს უჭერენ საზოგადოებაში ინდივიდის თავისუფლებას.

2012 წელს სასექსის უნივერსიტეტმა მაკიუენს 50 წლის იუბილეზე ლიტერატურაში მისი წვლილისთვის ოქროს მედალი გადასცა.[28]

2014 წელს ტეხასის უნივერსიტეტის არქივმა მწერლის ლიტერატურულ არქივები ორი მილიონი დოლარად შეისყიდა. არქივი შეიცავს მაკიუენის ყველა წინამორბედი რომანის შავ ჩანაწერს.[29]

  1. „ცემენტის ბაღი“ (1978)
  2. „უდანაშაულო“ (1990)
  3. „შავი ძაღლები“ (1992)
  4. „ამსტერდამი“ (1998)
  5. „მონანიება“ (2001)
  6. „შაბათი“ (2005)
  7. „ქვიან სანაპიროზე“ (2007)
  8. „სოლარი“ (2010)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #119252694 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. http://www.nndb.com/lists/505/000063316/
  3. SNAC — 2010.
  4. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. 5.0 5.1 http://web.archive.org/web/20170323053527/http://jeugdliteratuur.org/auteurs/ian-mcewan
  6. NooSFere — 1999.
  7. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  9. Babelio — 2007.
  10. Munzinger Personen
  11. http://news.bbc.co.uk/2/hi/uk_news/magazine/6530677.stm
  12. http://www.theguardian.com/books/2008/jun/12/ian.mcewan
  13. http://www.bbc.co.uk/programmes/b0071lcf/episodes/player
  14. http://www.bbc.co.uk/radio3/programmes/schedules/2014/01/01
  15. http://www.nytimes.com/1987/09/26/books/mcewan-child.html
  16. The Fine Art Archive — 2003.
  17. http://www.redcar-cleveland.gov.uk/atonement.nsf/atone/15933EA339D786BF80257341003EB4AA?OpenDocument
  18. http://www.moviefone.com/movie/atonement/26636/credits
  19. http://www.nytimes.com/2005/07/08/opinion/08mcewan.html
  20. Czech National Authority Database
  21. „The 100 most powerful people in British culture“. The Daily Telegraph. 9 November 2016.
  22. Ian McEwan. Film reference. ციტირების თარიღი: 26 August 2011.
  23. Cooke, Rachel (19 August 2012). „Ian McEwan: 'I had the time of my life'. The Guardian.
  24. Jaillant, Lise. "Myth Maker: Malcolm Bradbury and the Creation of Creative Writing at UEA." New Writing: The International Journal for the Practice and Theory of Creative Writing (2016)
  25. Man Booker. Themanbookerprize.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 26 August 2011
  26. Hosking, Patrick; Wighton, David (5 January 2008). „The 50 greatest British writers since 1945“. The Times. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აპრილი 2011. ციტირების თარიღი: 1 February 2010.
  27. the jerusalem prize. Jerusalem Book Fair. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 13 February 2011.
  28. "Sussex awards gold medals to its world-leading alumni and past academics", University of Sussex, News, 13 July 2012.
  29. "Ransom Center Pays $2 Million for Ian McEwan Papers", The New York Times, 16 May 2014.