შინაარსზე გადასვლა

თომას მაკდონაჰი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თომას მაკდონაჰი

თომას მაკდონაჰი (ირლ. Tomás Anéislis Mac Donnchadha დ. 1 თებერვალი, 1878 — გ. 3 მაისი, 1916) — ირლანდიელი პოეტი, დრამატურგი, განმანათლებელი და რევოლუციონერი. მაკდონაჰი მუშაობდა ქ. ენდიში . კითხულობდა ლექციებს დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯში. ის იყო გელური ლიგისა და „ირლანდიელი მოხალისეები“-ს წევრი , რამდენიმე ლექსისა და პიესის ავტორი. ასევე ერთ-ერთი მათგან იმ შვიდი კაციდან, ვინც ხელი მოაწერა ირლანდიის რესპუბლიკის დაარსების პროკლამაციას. ე.წ. „აღდგომის აჯანყების“ დროს იგი მეთაურობდა ირლანდიელი მოხალისეების მეორე ბატალიონს, რომელიც იბრძოდა „ჯეიკობსის“ ქარხანაში. თომას მაკდონაჰი 38 წლის ასაკში დახვრიტეს აჯანყებაში მონაწილეობისთვის.

თომოას მაკდონაჰი დაიბადა კლოჩორდანშის ოლქში, ჯოზეფ მაკდონაჰის და მერი პარკერის ოჯახში. მიუხედავად იმისა,რომ მისი მშობლები მასწავლებლები იყვნენ, თომასი აპირებდა საეკლესიო პროფესიის არჩევას. იგი სწავლობდა როკველის კათოლიკურ კოლეჯში და ემზადებოდა მისიონერი გამხდარიყო. თუმცა, რამდენიმე წლიანი სწავლის შემდეგ, თომასი მიხვდა, რომ ეს გზა მისთვის არ იყო და კოლეჯი მიატოვა. ამის შემდეგ მალევე გამოსცა ლექსების პირველი კრებული, „სპილოს ძვლის კარიბჭის გავლით“ (1902). თომასი მშობლების კვალს გაჰყვა - ასწავლიდა ჯერ კორკში, სადაც შეუერთდა გელურ ლიგას, შემდეგ კილკენში. გელური კულტურით დაინტერესებული მაკდონაჰი ეწვია არანის კუნძულებს, სადაც შეხვდა პატრიკ პირსს. როდესაც პირსმა 1908 წელს საკუარი სკოლა გახსნა დუბლინში , წმ. ენდი, თომას მაკდონაჰიც გადავიდა დუბლინში და დაიკავა ამავე სკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობა.

მასწავლებელი და ლიტერატორი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკდონაჰი ასწავლიდა ფრანგულ და ინგლისურ ენებს Pearse School-ში და ამავე პერიოდში თავად სწავლობდა დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯში . მან ბაკალავრის ხარისხი მიიღო 1910 წელს, ხოლო შემდეგ წელს გახდა ხელოვნების მაგისტრი, დისერტაციით თემაზე "თომას კემპიონი და პოეზიის ხელოვნება". 1911 წელს, მან დაიწყო ლექციების კითხვა იმავე დუბლინის უნივერსიტეტის კოლეჯში, სადაც თავად სწავლობდა. მაკდონაჰი იყო მასწავლებელთა კავშირის(პროფკავშირის) ASTI ერთ-ერთი დამფუძნებელი.

მაკდონაჰმა ლიტერატურულ სფეროშიც მიაღწია გარკვეულ წარმატებას. მისი ლექსების პირველ კრებულს მოჰყვა მეორე „აპრილი და მაისი“ (1903), შემდეგ კი მესამე - „ჩემი სიმღერები“ (1910 წ.). მაკდონაჰმა დაწერა რამდენიმე პიესა, მათ შორის „როცა გარიჟრაჟი მოდის“, დრამა, რომელიც ეძღვნება ირლანდიის აჯანყებას, „წარმართები“, „მეტემფსიქოზი ან შეშლილი სამყარო“. 1911 წელს იგი გახდა ჟურნალის Irish Review-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ხოლო 1913 წელს მაკდონაჰმა, ჯოზეფ პლუნკეტმა და ედვარდ მარტინმა მონაწილეობა მიიღეს ირლანდიური ახალი თეატრის შექმნაში ჰარდვიკის ქუჩაზე.

1912 წლის იანვარში მაკდონაჰი დაქორწინდა მურიელ გილფორდზე. ნოემბერში მათ შეეძინათ ვაჟი დონა და ხოლო 1915 წლის მარტში-ქალიშვილი ბარბარა. გრეის გილფორდი, მურიელის და, მოგვიანებით გახდა ჯოზეფ პლუნკეტის ცოლი, სიკვდილით დასჯამდე რამდენიმე საათით ადრე.

1913 წელს მაკდონაჰმა და პლუნკეტმა მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაციის „ირლანდიელი მოხალისეების“ შექმნაში და მიაღწიეს იმას,რომ არჩეული ყოფილიყვნენ მმართველ კომიტეტში. მაკდონაჰი დაინიშნა მე-2 ბატალიონის მეთაურად. პირსის, პლუნკეტისა და შონ მაკდერმოტის, ასევე პირველი მსოფლიო ომის წინ ევროპის მილიტარიზაციის გავლენით, მაკდონაჰი შეუერთდა ირლანდიურ რესპუბლიკურ საძმოს და მისი პოლიტიკური შეხედულებები რადიკალური რესპუბლიკანიზმისკენ განვითარდა. ტომ კლარკის თხოვნით მაკდონაჰი გახდა იერემია ო'დონოვანის დაკრძალვის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ეს იყო უზარმაზარი პროპაგანდისტული ღირებულების მქონე ღონისძიება. მაკდონაჰი თვლიდა, რომ ირლანდიის თავისუფლება მიიღწევა „ფანატიკოსი მოწამეების“ ძალისხმევით, სასურველია ეს მოხდეს მშვიდობიანი გზით, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში- შეიძლება სამხედრო ჩარევა. 1916 წლის აპრილში „მანდონა“ წარუდგინეს IRB-ს სამხედრო საბჭოს. ეს იყო აღდგომამდე, ამიტომ მას არ ჰქონდა დრო, რომ აქტიურად მიეღო მონაწილეობა მის დაგეგმვაში. თუმცა, ითვლება, რომ მაკდონაჰის ლიტერატურული ნიჭი მოთხოვნადი იყო პროკლამაციების დაწერისას ირლანდიის რესპუბლიკის დაფუძნების პროცესში.

აღდგომამდე რამდენიმე კვირით ადრე მაკდონაჰი შეიყვანეს ირლანდიის რესპუბლიკური საძმოს სამხედრო საბჭოში. რა მიზნით გაკეთდა ეს, გაურკვეველი რჩება. შესაძლოა ამაში დიდი როლი ითამაშა მისმა ახლო მეგობრობამ პირსთან და პლუნკეტთან, ან იმ ფაქტმა, რომ ის იყო „ირლანდიელი მოხალისეების“ ერთ-ერთი მეთაური. ასეა თუ ისე, სწორედ მაკდონაჰი იყო ერთ-ერთი იმ შვიდი ადამიანიდან, ვინც ხელი მოაწერა პროკლამაციას.

აჯანყების დროს მაკდონაჰის ბატალიონი „ჯეიკობსის ქარხანაში“ იყო განლაგებული. მათი პოზიციებისკენ მიმავალ გზაზე ბატალიონი წააწყდა ჯონ მაკბრაიდს, ფენიანთა მოძრაობის გამორჩეულ წევრს. ის მაშინვე შეუერთდა აჯანყებულებს და დაიკავა მეთაურის თანამდებობა (შემდეგ, აღდგომის კვირის განმავლობაში, მაკბრაიდი მეთაურობდა მე-2 ბატალიონს, თუმცა სანამ მაკდონაჰს შეხვდა, მაკბრაიდს წარმოდგენა არ ჰქონდა მოსალოდნელი აჯანყების შესახებ. ).მაკდონაჰის მეორე მოადგილე იყო მაიკლ ო'ჰანრაჰანი.

როდესაც ბრიტანულმა ძალებმა თავიანთი ძალისხმევის კონცენტრირება მოახდინეს დუბლინის ცენტრში პოზიციების დასაკავებლად, მაკდონაჰის თანამებრძოლებმა მცირე მონაწილეობა მიიღეს ბრძოლაში. 30 აპრილს "მაკდონამ" მიიღო ბრძანება ჩაბარების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მისი ბატალიონი სრულად იყო მომზადებული ბრძოლისა და შემდგომი წინააღმდეგობისთვის, მაკდონაჰი დაემორჩილა ბრძანებას. სამხედრო ტრიბუნალმა მას სიკვდილი მიუსაჯა და 1916 წლის 3 მაისს ოცდათვრამეტი წლის თომას მაკდონაჰი კილმაინჰემის ციხის ეზოში დახვრიტეს .

მისი ქვრივი მურიელი 1917 წლის 9 ივლისს გარდაიცვალა გულის შეტევით. მისი ვაჟი დონა მაკდონაჰი მოსამართლე გახდა, ასევე გამოჩენილი პოეტი, დრამატურგი, სიმღერების ავტორი და ირლანდიური ლიტერატურის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა 1940-1960-იან წლებში. მას ჰყავდა ოთხი შვილი, ისევე როგორც მისი და ბარბარა, რომელიც ლიამ რედმონდზე დაქორწინდა.

მაკდონაჰს ხშირად ახასიათებენ, როგორც ყველაზე მომხიბვლელ და კომუნიკაბელურ აჯანყების ლიდერს . ჯორჯ პლუნკეტის და მის შესახებ წერდა: როგორც კი მაკდონაჰი ოთახში შევიდა, ყველამ მეგობრად მიიღო. ის იყო ყოველთვის ზრდილობიანი, მომღიმარი და კარგი მსმენენელი. უილიამ ბატლერ იეიტსმა მაკდონაჰს რამდენიმე ლექსი მიუძღვნა , ხოლო მეორე პოეტმა, ფრენსის ლუდვიჯმა, დალექსი „გოდება თომას მაკდონაჰისთვის“. ერთი წლის შემდეგ, ლუდვიჯი მოკლული იქნა იპერნის მახლობლად. ბედის სასტიკი ირონიით ეს მოხდა იმ დროს, როდესაც ის იბრძოდა ბრიტანეთის იმპერიისთვის.

ქალაქ კილკენში ,სადაც მაკდონაჰი მუშაობდა მასწავლებლად ,მის საპატივსაცემოდ რკინიგზის სადგურს და სავაჭრო ცენტრს ეწოდა მისი სახელი .ასევე 2013 წელს კლოჩორდანში გაიხსნა საგამოფენო დარბაზი — დარბაზი ბიბლიოთეკით, რომელიც ასევე მაკდონაჰის სახელობისაა.ასევე მაკდონაჰის საპატივსაცემოდ გალურ ათლეტიკურ ასოცოაცოას, ისლანდიის სამხრეთ სამეფო ტიპელერში, ეწოდა მისი სახელი.

  • Through the Ivory Gate (Dublin: Sealy, Bryers & Walker 1902 [var. 1903]);
  • April and May, with Other Verses (Dublin: Sealy Bryers & Walker [1903]);
  • Songs of Myself (Dublin: Hodges Figgis 1910);
  • Lyrical Poems (Dublin: Irish Review 1913);
  • James Stephens, ed., The Poetical Works of Thomas MacDonagh (Dublin: Talbot; London: Unwin 1916);
  • Poems, selected by his sister (Dublin: Talbot [1925]).
  • When the Dawn Is Come (Dublin: Maunsel 1908), Do., rep. with intro. C. Garrison and commentary by J. Norstedt, [Irish Drama Series, IX] (Chicago: De Paul University 1973);
  • Metempyschosis; or, A Mad World, in Irish Review (Feb. 1912), pp.585-99;
  • Pagans (London: Talbot/Unwin 1920), and Do., [rep.] in William Feeney, ed., Lost Plays of the Irish Renaissance, Vol II: Edward Martyn’s Irish Theatre (Dixon, Cal: Proscenium Press 1980), p.53ff.
  • Thomas Campion and the Art of English Poetry (Dublin: Hodges Figgis 1913) [M.A. Thesis];
  • Literature in Ireland: Studies in Irish and Anglo-Irish (Dublin: Talbot; London: T. Fisher Unwin 1916; rep. 1920), Do., intro. Gerald Dawe [new edn.] (Nenagh: Relay Books 1996), xxii, 202pp. [contains changes in chapter-division and a profile of the author by Nancy Murphy].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]