თერმაიკოსის ყურე
თემა
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/43/Coast_of_Perea%2C_Thessaloniki_prefecture%2C_Greece.jpg/300px-Coast_of_Perea%2C_Thessaloniki_prefecture%2C_Greece.jpg)
თერმაიკოსის ყურე[1] (ბერძ. Θερμαϊκός Κόλπος), ასევე ცნობილი, როგორც სალონიკის ყურე ან მაკედონიის ყურე — ყურე ეგეოსის ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ქალაქი სალონიკი მდებარეობს ყურის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ყურეს ესაზღვრება პიერია-იმათია და ქალაქი ლარისა დასავლეთით, ხოლო აღმოსავლეთით ქალკედონის ნახევარკუნძული, სამხრეთ-აღმოსავლეთით კასანდრა. სახელი ეწოდა უძველესი ქალაქი თერმის (თანამედროვე სალონიკი) მიხედვით.[2][3] ყურე დაახლოებით 100 კმ სიგრძისაა.