თემურ ქეცბაია
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | თემურ ქეცბაია | ||
დაბადების თარიღი | 18 მარტი, 1968 | ||
დაბადების ადგილი | გალი, საქართველოს სსრ | ||
სიმაღლე | 176 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი |
კვიპროსი (მთავარი მწვრთნელი) | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1986 | დინამო სოხუმი | ||
1987 | დინამო თბილისი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1987–1992 | დინამო თბილისი | 104 | (23) |
1992–1994 | ანორთოსისი | 76 | (36) |
1994–1997 | აეკი | 84 | (24) |
1997–2000 | ნიუკასლ იუნაიტედი | 78 | (8) |
2000–2001 | ვულვერჰემპტონი | 24 | (3) |
2001–2002 | დანდი იუნაიტედი | 22 | (6) |
2002–2006 | ანორთოსისი | 99 | (39) |
სულ | 487 | (139) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1992–2003 | საქართველო | 52 | (17) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2004–2009 | ანორთოსისი | ||
2009 | პირეოსის ოლიმპიაკოსი | ||
2009–2014 | საქართველო | ||
2015–2016 | აპოელი | ||
2016 | აეკი ათენი | ||
2017 | ორენგბურგი | ||
2019–2022 | ანორთოსისი | ||
2022– | კვიპროსი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
თემურ ქეცბაია (დ. 18 მარტი, 1968, გალი) — ქართველი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. 1990-იან წლებში საქართველოს ნაკრების წამყვანი მოთამაშე. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2009–2014 წლებში. კვიპროსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2022 წლიდან.
ფეხბურთელის კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საფეხბურთო კარიერა სოხუმის დინამოში დაიწყო. 1987 წელს პერსპექტიული ნახევარმცველი ქართული ფეხბურთის ფლაგმან თბილისის დინამოში გადავიდა. 1992 წელს კვიპროსულ კლუბში (ფამაგუსტას „ანორთოსისი“) გადადის, 1994 წელს კი – საბერძნეთში, ათენის „AEK“ ირიცხება, რომლის შემდგენლობაშიც საბერძნეთის ჩემპიონი და ფანების კერპი ხდება.
1997 წელს ქეცბაიას წარმატებული თამაში საბერძნეთსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ინგლისური „ნიუკასლის“ სელექციონერებისთვის შეუმჩენეველი არ დარჩა და თემური, როგორც თავისუფალი აგენტი, ჩრდილოინგლისური კლუბის წევრი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ფანების ფავორიტი იყო და მისმა გოლმა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, კლუბი მას იშვიათად იყენებდა, განსაკუთრებით კი რუუდ გულიტის მწვრთნელობის დროს. 2000 წელს ქეცბაიას სენტ-ჯეიმზის პარკის დატოვება მოუხდა და ქვედალიგელ „ვულვერჰემპტონთან“ £900,000-ად გააფორმა კონტრაქტი, თუმცა დიდხანს აქაც ვერ გაჩერდა და 2001 წელს შოტლანდიურ „დანდს“ შეუერთდა.
მწვრთნელის კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2002 წლის ზაფხულს „ანორთოსისში“ ბრუნდება მოთამაშე-მწვრთნელად, რომელიც 2008-2009 წლების სეზონში გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. 2009 წელს ქეცბაია პირეოსის „ოლიმპიაკოსის“ მთავარი მწვრთნელი ხდება, თუმცა მხოლოდ 4 თვით. „ოლიმპიაკოსმა“ ქეცბაიას მეთაურობით 6 მატჩი გამართა, რომელთაგან 5 მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა.
2010 წლის 1 იანვრიდან თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 2010 წელი საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრებისთვის. გუნდს წლის მანძილზე არც ერთი თამაში არ წაუგია. 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრებს საბერძნეთის, ხორვატიის, ისრაელისა და ლატვიის ეროვნულ გუნდები შეხვდა. ნაკრების წარმატებული სერიის კულმინაცია იყო ხორვატიის ნაკრებთან საშინაო მატჩი 2011 წლის მარტში, რომელიც საქართველომ ლევან კობიაშვილის გვიანი გოლით 1-0 მოიგო. მაგრამ მას შემდეგ ნაკრებში კრიზისი დაიწყო. საბოლოოდ, ქართველებმა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მხოლოდ მალტის ნაკრებს გაუსწრეს და ბოლოსწინა მეხუთე ადგილი დაიკავეს. მიუხედავად წარუმატებლობისა, 2011 წლის 13 სექტემბერს ქეცბაიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახალი 4 წლიანი კონტრაქტი გაუფრომა.[1] თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ ნაკრების გაახალგაზრდავების გამო აღარ გამოიძახებდა ვეტერანებს ლევან კობიაშვილსა და ალექსანდრე იაშვილს.
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი, სადაც საქართველოს მეტოქეებად ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებები მოუწია, ქეცბაიას გუნდმა კარგად დაიწყო, მაგრამ ეს ციკლიც ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა. ციკლის მანძილზე ქეცბაიას კონფლიქტი მოუვიდა ნაკრების მცველებთან, ზურაბ ხიზანიშვილთან და ალექსანდრე ამისულაშვილთან, რომელებმაც ქეცბაიას ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადეს. ევრო 2016-ს საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი ოთხი მატჩიდან სამის წაგების (ირლანდია 1-2, შოტლანდია 0-1, პოლონეთი 0-4) შემდგომ ქეცბაია მწვრთნელის პოსტიდან გადადგა.
2015 წლის აგვისტოში ქეცბაია „აპოელის“ მწვრთნელად დაინიშნა.[2]
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აეკი ათენი
- საბერძნეთის თასი: 1995–96, 1996–97
- საბერძნეთის სუპერთასი: 1996
- კვიპროსის პირველი დივიზიონი: 2004–05
- კვიპროსის თასი: 2002–03
ინდივიდუალური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს წლის ფეხბურთელი: 1990, 1997
- საბერძნეთის ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერი: 1995–96
სამწვრთნელო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კვიპროსის პირველი დივიზიონი: 2004–05, 2007–08
- კვიპროსის თასი: 2006–07, 2020–21
- კვიპროსის სუპერთასი: 2007
საინტერესო ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1990 წლის დეკემბერში სპორტულმა ჟურნალისტებმა თემურ ქეცბაია საქართველოს მეშვიდე საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.[3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული სპორტი
- Ketsbaia.com
- ინფორმაცია Soccerbase-ზე
- თემურ ქეცბაია – 46 (თბილისის დინამოს ოფიციალური საიტი)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ სფფ: ქეცბაიას კონტრაქტი 4-წლიანია და 2015 წლის 12 სექტემბერს დასრულდება
- ↑ თემურ ქეცბაია "აპოელის" მწვრთნელად დაინიშნა ნეტგაზეთი
- ↑ დავით გობეჯიშვილი — საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი // „ლელო“, 1 იანვარი, 1991, № 1 (10414), გვ. 1.
|
|
- დაბადებული 18 მარტი
- დაბადებული 1968
- გალში დაბადებულები
- ქართველი ფეხბურთელები
- საბჭოთა ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- თბილისის დინამოს ფეხბურთელები
- საბერძნეთის სუპერლიგის ფეხბურთელები
- ანორთოსისის ფეხბურთელები
- სოხუმის დინამოს ფეხბურთელები
- შოტლანდიის პრემიერლიგის ფეხბურთელები
- დანდის ფეხბურთელები
- პრემიერ ლიგის ფეხბურთელები
- ინგლისის საფეხბურთო ლიგის ფეხბურთელები
- ნიუკასლ იუნაიტედის ფეხბურთელები
- საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები
- ქართველი ფეხბურთის მწვრთნელები
- საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელები
- ანორთოსისის მწვრთნელები
- ოლიმპიაკოსის მწვრთნელები
- საქართველოს წლის ფეხბურთელები