თარგის განხილვა:ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონები
იერსახე
მომხმარებელ @Lasha-george:ს (მის მაგივრად ვწერ) სურს ამ ნავდაფაში ცვლილების შეტანა ინგლისური ვიკიპედიის მიხედვით. ნავდაფის სტრუქტურა განლაგებულია მისსავე სავარჯიშოში აქ → ახალი ვერსია. - OTOGI Messages 10:26, 1 სექტემბერი 2019 (UTC)
- თარგი შექმნილია სტატიებში ჩასასმელად. მოცემული სავარჯიშო ძალიან გაწელილია. უჯრების გაფერადების მომხრე ვარ, მაგრამ არ არის საჭირო დაბადება/გარდაცვალების წლები და ა.შ. ძალიან წელავს თარგს და ვიზუალურად ცუდად ჩანს. ეგ სავარჯიშოში მოცემული გენეალოგია შესაძლოა რომელიმე სტატიაში გამოვიყენოთ, რომელიც გენეალოგიას შეეხება, ჩემი აზრით. გიო ოქრო 21:02, 1 სექტემბერი 2019 (UTC)
- გიო, მმართველობის წლები და გარდაცვალების წლებია მოცემული ისევე, როგორც ინგლისურში, მაგრამ ქრონოლოგია და წლები სუმბატ დავითის ძის მიხედვითაა დაწერილი. კატასტროფა არ იქნება არსებული რომ ამ ვერსიამ შეცვალოს. გაწელილი თუა, სამაგიეროდ სრულყოფილადაა მოცემული ყველაფერი.--Lasha-george განხილვაწვლილი 06:32, 2 სექტემბერი 2019 (UTC)
- თუკი ეს მხოლოდ თარგია, რომელიც სტატიის ბოლოში ჯდება და დაკავშირებულ სტატიებზე გადაყვანის ფუნქციას ასრულებს, მაშინ არ მგონია აუცილებელი იყოს მისი გაბერვა ინფორმაციით. სრულყოფილი გენეალოგია შეგვიძლია ცალკე გვერდად შევქმნათ ანდა უკვე არსებული რომელიმე გენეალოგიის გვერდზე ჩავსვათ. გიო ოქრო 06:54, 2 სექტემბერი 2019 (UTC)
- როგორც ინგლისურშია მსგავსად რომ იყოს ქართულში აჯობებდა. ინგლისურშიც გაბერილია მაშინ? ცალკე გვერდად უფრო სუმბატ დავითის ძის წიგნის ბოლო გვერდებზე მითითებული გენეალოგიური ცხრილები შეიძლება გაკეთდეს. ეს კი უნდა ჩაენაცვლოს ჩემი აზრით.--Lasha-george განხილვაწვლილი 07:43, 2 სექტემბერი 2019 (UTC)
- კი, ინგლისურშიც გაბერილია. ინგლისური უნივერსალური არ არის, აუცილებელი არაა ჩვენც მასავით გავაკეთოთ ყველაფერი. გიო ოქრო 08:09, 2 სექტემბერი 2019 (UTC)
- ინგლისური უნივერსალური არ არის, გეთანხმები, მხოლოდ ჩონჩხით ვისარგებლე, მაგრამ წლები თუ არ მივუთითეთ არამარტო ცარიელი და არაფრისმთქმელი იქნება მხოლოდ სახელები (დაემსგავსება არსებულს, ამჟამინდელს), არამედ უჯრების გაფერადებასაც ეკარგება ამ შემთხვევაში აზრი, რადგან ქრონოლოგიურობის აზრიც დაიკარგება.--Lasha-george განხილვაწვლილი 08:20, 2 სექტემბერი 2019 (UTC)
- განვმეორდები, მხოლოდ ახალი ნავდაფის ჩონჩხია ინგლისური ვიკიპედიის მიხედვითა, მაგრამ წლები და ერისთავთ-ერისთავთა ქრონოლოგია წარმოდგენილია სუმბატ დავითის ძის მიხედვით.--Lasha-george განხილვაწვლილი 07:39, 28 სექტემბერი 2019 (UTC)
წყარო, ნუმერაცია
[წყაროს რედაქტირება]თარგი აწყობილია ენციკლოპედია „საქართველოს“ (ტ. I) მიხედვით. ერთადერთი ჩამატებაა დინარა დედოფალი. ნუმერაციებიც ქართული წყაროს შესაბამისია. ზოგჯერ უცხოურ ვიკიზე არსებულ ნუმერაციებს არ ემთხვევა, მაგრამ ქართულში მიღებული ასეა და ჩვენც ასე უნდა გვეწეროს, ჩემი აზრით. გიო ოქრო 15:34, 24 ნოემბერი 2020 (UTC)
- მშვენიერია.--გოგოლაური განხილვაწვლილი 15:37, 25 ნოემბერი 2020 (UTC)