ველისპირი
სოფელი | |
---|---|
ველისპირი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლი |
მუნიციპალიტეტი | დმანისი |
თემი | სარკინეთი |
კოორდინატები | 41°28′08″ ჩ. გ. 44°06′09″ ა. გ. / 41.468889° ჩ. გ. 44.102500° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1294 მეტრი |
მოსახლეობა | 81 (2014)[1] |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 88 %, ბერძნები 7 %, აზერბაიჯანელები 5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
სატელეფონო კოდი | (360)[2] |
საფოსტო ინდექსი | 1704[3] |
ველისპირი[4][5] (1949 წლის 12 ივლისამდე — „ქეივანბულგასონი“[6]) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში (ქვემო ქართლის მხარე), დმანისის მუნიციპალიტეტში (სარკინეთის ადმინისტრაციული ერთეული).
ველისპირი მდებარეობს გომარეთის პლატოზე, ზღვის დონიდან 1320 მ-ზე, დმანისიდან 20 კმ-ში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ველისპირი შესაძლოა ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) სოფლების სიაში მოხსენიებული და რუკაზე დატანილი „თოფრაყალა“ იყოს. „დასტურლამალის“ მიხედვით, ზურტაკეტის თოფრაყალის გლეხებს, მეზობელ სოფლელებთან ერთად, შეწერილი ჰქონდათ საფერისცვალებო თევზის ჭერა. 1721 აღწერის მიხედვით, ამ სოფელში ითვლებოდა 2 მებატონე (ნოდარ და ავთანდილ სუფრაჯები) და 3 გამომღები ყმა. ამჟამად ველისპირში ქართველებთან ერთად ცხოვრობენ ბერძნები, რომლებიც რუსეთის მთავრობამ 1830 წელს გადმოასახლა გიუმიშხანედან. მათ თან მოიტანეს იქაური სოფლის სახელი – ბულჰასან-ქეივან, რომელიც 1949 წელს ველისპირით შეიცვალა.
სოფლის სახელწოდება „ქეივან-ბულგასანი“ დაფიქსირებულია 1898 წლის რუსეთის ერთვერსიან რუკაზე „Кеиванъ-Булгасанъ“/„Эргышъ-Оглы“ სახით.
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ველისპირში ორი ეკლესიაა, ორივე გვიან გადაკეთებული. პირველი (მოზრდილი) დარბაზული შენობაა, რომელსაც გადაკეთების მიუხედავად, ერთგან მაინც შერჩენია ადრინდელი ფეოდალური ხანის კედლის წყობა – ნალისებრი თაღი და ასევე შემკული ლავგარდანები; სატრაპეზო ლოდზე გამოსახულია „ბოლნური მედალიონი“. მეორე ეკლესია ქედზეა, დას. კედელზე განახლების თარიღად მინიშნებულია 1888 წელი. სამხრეთის სარკმელს განვითარებული ფეოდალიზმის ხანის ჩუქურთმიანი ქვა ამკობს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბერძენიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 243.
- ვახუშტი, „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, თ. ლომოურისა და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941;
- „ქართული სამართლის ძეგლები“, ივ. სურგულაძის გამოც., თბ., 1970.
- ლორთქიფანიძე ი., „ქვემო ქართლი XVIII ს. პირველ მეოთხედში“, ნაწ. 1–2, თბ., 1935;
- ყაუხჩიშვილი ს., „ბერძნების დასახლების ისტორია საქართველოში“, «ქუთაისის პედ. ინსტიტუტის შრომები», 1942, ტ. 4.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ http://census.ge/en/home
- ↑ http://silknet.com/?module=popup_content&language=ge&product_id=8&type_id=20&attr=city_indexes
- ↑ http://www.gpost.ge
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 28.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 42.
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
|