შინაარსზე გადასვლა

ვარიანის მეურნეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ვარიანის მეურნეობა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი გორის მუნიციპალიტეტი
თემი ვარიანი
კოორდინატები 42°05′23″ ჩ. გ. 44°00′00″ ა. გ. / 42.08972° ჩ. გ. 44.00000° ა. გ. / 42.08972; 44.00000
მოსახლეობა 383[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 86,7 %
რუსები 3,4 %
სომხები 3,1 %
ოსები 2,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვარიანის მეურნეობა — საქართველო
ვარიანის მეურნეობა
ვარიანის მეურნეობა — შიდა ქართლი
ვარიანის მეურნეობა
ვარიანის მეურნეობა — გორის მუნიციპალიტეტი
ვარიანის მეურნეობა

ვარიანის მეურნეობასოფელი აღმოსავლეთ საქართველოში (შიდა ქართლის მხარე), გორის მუნიციპალიტეტში (ვარიანის ადმინისტრაციული ერთეული).

მდებარეობს ტირიფონის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის დასავლეთი ნაწილი), მდ. ლიახვის მარჯვენა მხარეს, გორი-ვარიანი-საქაშეთი-ბრეთი-ქარელის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 680 მ-ზე, გორიდან 17 კმ-ში.

სოფელი ჩამოყალიბდა ვარიანის ყოფილი საბჭოთა მეურნეობის დასახლების ტერიტორიაზე 2000-იან წლებში. 2014 წლის აღწერით ვარიანის მეურნეობაში იყო 383 მცხოვრები.

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.