შინაარსზე გადასვლა

ვარდნილჰესების კასკადი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვარდნილჰესების კასკადი, ვარდნილჰესები — ჰიდროელექტროსადგურთა კასკადი საქართველოში, გალის რაიონში. შედის ენგურის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის შემადგენლობაში. შედგება ოთხი შედარებით ნაკლები სიმძლავრის ჰესისგან (ვარდნილჰესი-I, ვარდნილჰესი-II, ვარდნილჰესი-III, ვარდნილჰესი-IV). აშენებულია ენგურჰესის გამომყვან არხზე, მდინარე ენგურის ძირითადი ჩამონადენის გადაგდებით მდინარე ერისწყლის კალაპოტში. საერთო საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 340 მეგვტ, ხოლო ელექტროენერგიის საშუალო წლიური საპროექტო გამომუშავება — 1111 მილიონი კვტ·სთ.

ვარდნილჰესი-I ექსპლუატაციაში შევიდა 1971 წელს. მდებარეობს მდინარე ერისწყალზე, ქალაქ გალის ჩრდილოეთით. ჰესის ძირითადი ნაგებობებია: ადგილობრივი მასალებისაგან აშენებული კაშხალი (სიგრძე – 890 მ, სიმაღლე – 57,5 მ, სიგანე თხემზე – 10 მ), რომელიც წარმოქმნის გალის წყალსაცავს;[1] კაშხალთან მიმდებარე მიწისზედა ჰესი, სამშენებლო გვირაბი, რომლის სიგრძეა 517,5 , წყალმიმღები და წყალსაშვი ნაგებობები, გამომყვანი არხი, 110 კვ და 220 კვ ძაბვის ქვესადგური. ვარდნილჰეს-I-ში დადგმულია 3 ვერტიკალური ჰიდროაგრეგატი, საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 220 მეგვტ, მაქსიმალური დაწნევა – 64,5 მ, ელექტროენერგიის საშუალო წლიური საპროექტო გამომუშავება – 730 მილიონი კვტ·სთ.

ვარდნილჰესი-II, -III და -IV

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარდნილჰესი-II, ვარდნილჰესი-III და ვარდნილჰესი-IV მდებარეობს ვარდნილჰეს-I-ის ქვემოთ (5,5; 10,1 და 14,9 კმ-ზე შესაბამისად). ექსპლუატაციაში შევიდა 1971–1972 წლებში. სამივე ჰესს აქვს ერთნაირი დაწნევა (11,2 მ). თითოეული მათგანი შედგება ორ-ორი ჰორიზონტალური კაფსულური ტიპის ჰიდროაგრეგატისაგან. სამივე ჰესის ჯამური სიმძლავრეა 120 მეგვტ (თითოეულის 40–40 მეგვტ), ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება – 381 მილიონი კვტ·სთ (თითოეულის 127 მილიონი კვტ·სთ).

1999 წლის 29 დეკემბრიდან ვარდნილჰესების ბაზაზე შეიქმნა შპს „ვარდნილჰესების კასკადი“.

ვარდნილჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელი ელექტროენერგია

(მლნ. კვტ·სთ)

1971 23,0
1975 33,5
1980 830,2
1985 706,0
1990 643,6
1995 363,4
2000 487,5
2005 425,0
2010 717,3
2013 648,8
  • ჩომახიძე დ., ვარდნილჰესების კასკადი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Гидроэлектростанции Грузии. — М.: Внешторгиздат, 1989. — 47 c.