შინაარსზე გადასვლა

ეროსი (ასტეროიდი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ეროსი.
ეროსი

433 ეროსი — დედამიწის მახლობლად მდებარე აღმოჩენილი პირველი ასტეროიდი. აღმოაჩინა 1898 წელს გერმანელმა ასტრონომმა კარლ ვიტმა და ბერძნული მითოლოგიით სიყვარულის ღმერთის სახელი ჰქვია. ამ S-ტიპის ასტეროიდის ზომაა 13x13x33 კმ და სიდიდით მეორე დედამიწის მახლობლად მდებარე ასტეროიდია 1036 განიმედეს შემდეგ. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს პირველი ასტეროიდი იყო, რომელიც მარსის ორბიტას მიუახლოვდა. ასევე მიიჩნევენ, რომ ეს ასტეროიდი აღემატება სიდიდით იმ ასტეროიდს, რომელმაც ჩიკხულუბის კრატერი წარმოქმნა იუკატანში, და რომელსაც დინოზავრების ამოწყდომას მიაწერენ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: