ელ-ალამაინი (არაბ.العلمين) — ქალაქი ეგვიპტეში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში და გაშენებულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. მატრუჰის მუჰაფაზის მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი. ელ-ალამაინიდან 106 კილომეტრში მდებარეობს ალექსანდრია, 240 კილომეტრში კი ქვეყნის დედაქალაქი კაირო. 2007 წლის მონაცემებით ქალაქში 7 397 ადამიანი ცხოვრობდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ელ-ალამაინის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ბრძოლები იმართებოდა, რომელთაგანაც აღსანიშნავია 1942 წლის 1-27 ივლისის ბრძოლები.