ელეანორა პორტუგალიელი
ელეანორა პორტუგალიელი | |
---|---|
დანიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 24 ივნისი, 1229 |
მმართ. დასასრული: | 28 აგვისტო, 1231 |
წინამორბედი: | ბერენგარია პორტუგალიელი |
მემკვიდრე: | იუტა საქსონიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1211 |
გარდ. თარიღი: | 28 აგვისტო, 1231, (19-20 წლის) |
მეუღლე: | ვალდემარი, დანიის თანა-მეფე |
შვილები: | ინგებორგი |
დინასტია: | ბურგუნდიული |
მამა: | აფონსუ II, პორტუგალიის მეფე |
დედა: | ურაკა კასტილიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ელეანორა პორტუგალიელი (პორტ. Leanor de Portugal, დან. Eleanora af Portugal; დ. 1211 — გ. 28 აგვისტო, 1231) — ბურგუნდიული დინასტიის პორტუგალიური შტოს წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე აფონსუ II-ისა და დედოფალ ურაკა კასტილიელის ასული. დანიის დედოფალი 1229-31 წლები როგორც ვალდემარ უმცროსის მეუღლე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ელეანორა დაიბადა 1211 წელს. იგი იყო პორტუგალიის მეფე აფონსუ II-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ურაკა კასტილიელის ერთადერთი ასული და ამავდროულად მესამე შვილი ოთხიდან.
თავდაპირველად ვიბორგის ეპისკოპოსმა წამოჭრა წინადადება ელეანორას ისევე გათხოვებაზე როგორც მამიდამისი, ბერენგარია პორტუგალიელი გაათხოვეს, ანუ დანიის სამეფო კარზე. რადგანაც ბერენგარია 1221 წელს მშობიარობას გადაჰყვა, დანია-პორტუგალიის ალიანსი შეირყა, მის განსამტკიცებლად კი კიდევ ერთი დინასტიური ქორწინება გახდა საჭირო. ამრიგად, გადაწყდა ელეანორას მითხოვება დანიის მეფე ვალდემარ II-ის უფროს ვაჟსა და მის თანამმართველ ვალდემარ უმცროსზე. მათი ქორწილი 1229 წლის 24 ივნისს შედგა ქალაქ რიბეში. ცნობილია, რომ ქორწილის ადგილი დანიაში ელეანორამ გადაატანინა, როგორც მისი ქმრისთვის საჩუქარი. ამის შემდეგ იგი წესით უმცროსი დედოფალი უნდა გამხდარიყო, როგორც თანამმართველი მეფის ცოლი, თუმცა ვინაიდან უფროს მეფეს ცოლი არ ჰყავდა არც უფროსი დედოფალი არსებობდა, ამიტომაც ელეანორას დედოფლის ყველა პრივილეგია მიანიჭეს.
ქორწინებიდან მხოლოდ ორი წლის შემდეგ, 1231 წლის 28 აგვისტოს ელეანორა მშობიარობას გადაჰყვა, რა დროსაც გოგონა გააჩინა, სახელად ინგებორგი, თუმცა იგი ექვსი თვის ასაკში გარდაიცვალა. მისი დაღუპვიდან სულ რამდენიმე თვეში გარდაიცვალა ვალდემარ უმცოსიც. ისინი გვერდი-გვერდ დაკრძალეს წმ. ბენედიქტეს ტაძარში, ქალაქ რინგსტედში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Herbert Reier: Heilkunde im mittelalterlichen Skandinavien. Seelenvorstellungen im Altnordischen, Bd. 1, S. 309. Universitätsbibliothek Kiel, 1976 (Habilitationsschrift 1949)
- Rüdiger Döhler, Loukas Konstantinou: Die Skelett-Tuberkulose – eine der ältesten Erkrankungen der Menschheit. Chirurgische Allgemeine, 16. Jahrgang, 10. Heft (2015), S. 556–558.
- Valdemar (III) the Young, 1209-31, ~ Eleonore of Portugal, --1231. In: Medieval Danish and European Families. 22. November 2010, abgerufen am 11. Juni 2018.
|