დოროთეა დანიელი (1520-1580)
დოროთეა დანიელი | |
---|---|
პფალცის კურფიურსტი | |
მმართ. დასაწყისი: | 16 მარტი, 1544 |
მმართ. დასასრული: | 26 თებერვალი, 1556 |
წინამორბედი: | სიბილა ბავარიელი |
მემკვიდრე: | მარია ბრანდენბურგელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 10 ნოემბერი, 1520 |
დაბ. ადგილი: | კოპენჰაგენი, დანია |
გარდ. თარიღი: | 31 მარტი, 1580, (59 წლის) |
გარდ. ადგილი: | ნოიმარკტი, ბავარია |
დაკრძ. ადგილი: | ჰაიდელბერგი, გერმანია |
მეუღლე: | ფრიდრიხ II, პფალცის კურფიურსტი |
დინასტია: | ოლდენბურგები |
მამა: | კრისტიან II, დანიის მეფე |
დედა: | იზაბელა ავსტრიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
დოროთეა დანიელი (დან. Dorothea af Danmark, გერმ. Dorothea von Dänemark; დ. 10 ნოემბერი, 1520 — გ. 31 მარტი, 1580) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის უკანასკნელი კათოლიკე მეფე კრისტიან II-ისა და დედოფალ იზაბელა ავსტრიელის უფროსი ასული. პფალცის კურფიურსტი 1544-56 წლებში როგორც ფრიდრიხ II-ის მეუღლე. 1559-61 წლებში იგი იყო დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის ტახტების მოსარჩელე თავის დასთან, კრისტინა დანიელთან ერთად.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დოროთეა დაიბადა 1520 წლის 10 ნოემბერს კოპენჰაგენში. იგი იყო დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის მეფე კრისტიან II-ისა და მისი მეუღლის, ესპანეთის დედოფალ ხუანა I-ისა და ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპე I-ის ასულის, დედოფალ იზაბელა ავსტრიელის მეორე შვილი და პირველი ქალიშვილი. დედის მხრიდან, მისი ბიძა იყო საღვთო რომის იმპერატორი და ესპანეთის მეფე კარლ V.
1523 წელს მამამისის მმართველობა დაამხეს და მთელი სამეფო ოჯახი გააძევეს დანიიდან. 1526 წელს გარდაიცვალა დედამისი, რის შემდეგაც დოროთეა და მისი დარჩენილი ოჯახი მთელს ევროპაში დადიოდა დახმარების სათხოვნელად. 1535 წელს, კრისტიანმა დოროთეა პფალცის მომავალ კურფიურსტ ფრიდრიხ II-ს შერთო ცოლად. 1544 წელს ფრიდრიხი პფალცის კურფიურსტი გახდა და დოროთეასთან ერთად ჰაიდელბერგში გადასახლდა. ჰაიდელბერგში მათი ცხოვრების ამბებს, თავის პოემაში დეტალურად აღწერს გერმანელი მწერალი პეტერ ჰარერი.
1556 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, უშვილო დოროთეა ბავარიაში, კერძოდ კი ნოიმარკტის ციხესიმაგრეში დასახლდა. აქედან იგი მკაცრად ცდილობდა აღეკვეთა და ხელი შეეშალა ლუთერანიზმის გავრცელებისთვის. 1559 წლიდან იგი პრეტენზიას აცხადებდა დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის ტახტებზე, სადაც 1561 წელს იგი მისმა დამ, კრისტინა დანიელმა ჩაანაცვლა. 1563 წელს იგი ცოტა ხნით დაუბრუნდა პფალცს და ახალი კურფიურსტი, ფრიდრიხ III გაიცნო. მისი პირადი ექიმის ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ 1570 წლიდან მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად შეირყა.
დოროთეა დანიელი გარდაიცვალა 1580 წლის 31 მარტს ნოიმარკტში, 59 წლის ასაკში, უშვილოდ. იგი გადაასვენეს და დაკრძალეს ჰაიდელბერგში, მისი ქმრის გვერდით.
წინაპრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Julia Cartwright: Christina of Denmark. Duchess of Milan and Lorraine. 1522-1590, New York, 1913
- Dansk Kvindebiografisk Leksikon. KVinfo.dk
|