შინაარსზე გადასვლა

დონატას ბანიონისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დონატას ბანიონისი

დონატას ბანიონისი 2004 წელს
დაბადების თარიღი 28 აპრილი, 1924
კაუნასი, ლიტვა
გარდაცვალების თარიღი 4 სექტემბერი, 2014 (90 წლის)
ვილნიუსი, ლიეტუვა
ეროვნება ლიტველი
მოქალაქეობა ლიტვა
დროშა: სსრკ სსრკ,
ლიეტუვა
საქმიანობა მსახიობი
ჯილდოები ოქტომბრის რევოლუციის ორდენი შრომის წითელი დროშის ორდენი
სსრკ სახალხო არტისტი (1974)
სსრკ-ის სახელმწიფო პრემიასსრკ-ის სახელმწიფო პრემია

დონატას ბანიონისი (ლიეტ. Donatas Banionis; დ. 28 აპრილი, 1924, კაუნასი — გ. 4 სექტემბერი, 2014, ვილნიუსი) — ლიტველი და საბჭოთა თეატრის, კინოსა და ტელევიზიის მსახიობი, რეჟისორი. სსრკ სახალხო არტისტი (1974). სსრკ სახელმწიფო პრემიის ორგზის ლაურეატი (1967, 1977).

ბავშვობა და ახალგაზრდობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა იუოზო ბანიონისის (1890-1961) და ონა ბლაჟაიტეს (1900-1977) ოჯახში. მშობლები შემოქმედი ადამიანები იყვნენ, მონაწილეობდნენ სხვადასხვა აქტივობებში, კარგად მღეროდნენ. მამა შარვლის მკერავი იყო. მათი განქორწინების შემდეგ, დონატასი დარჩა მამასთან, და კი - დედასთან.

1932-1937 წლებში დაწყებით სკოლაში სწავლობდა. ექვსი კლასის შემდეგ, ცამეტი წლის დონატასი შევიდა კაუნასის ხელოსნობის სკოლის კერამიკის განყოფილებაზე. ხელოსნობას ვაკლოვუს ბლედისთან და იონას ალეკნასთან ერთად სწავლობდა. მოსწავლეები მაშინაც აწყობდნენ სამოყვარულო სპექტაკლებს. კაუნასის შრომის პალატის თეატრის შექმნის გამოცხადების შემდეგ, დ. ბანიონისმა, ვ.ბლედისმა და ჯ. ალეკნამ იჩქარეს შეერთებოდნენ მსახიობთა რიგებს. ვ. ალეკნა და ვ. ბლედისი მიიღეს, დ. ბანიონისმა კი უარყოფითი პასუხი მიიღო პატარა ასაკის გამო. 1940 წელს დონატას ბანიონისმა დაიწყო მუშაობა სახელმწიფო თეატრში ნახევარ განაკვეთზე, სადაც ნახა უახლესი სპექტაკლები.

თეატრის სცენაზე ბანიონისმა 100-ზე მეტი პერსონაჟი განასახიერა. თამაშობდა ბევრ პიესაში, მათ შორისაა: ნ. გოგოლის „რევიზორი“ (1945), ნ. ოსტროვსკის „როგორ იწრთობოდა ფოლადი“ (1952) და სხვა.

კინოში კარიერა რამდენიმე ლიტვურ ფილმში დაიწყო, მოგვიანებით ძირითადად რუსულ და გერმანულ ფილმებში ითამაშა.

რეჟისორ ვიტაუტას ჟალაკევიჩიუსის 1959 წლის ფილმი „ადამსს სურს იყოს კაცი“ არის მსახიობის პირველი ფილმი. ამას მოჰყვა „ერთი დღის ქრონიკა“ (1963), „მარში, მარში, ტრა-ტა-ტა! (რეჟ. რაიმონდას ვაბალასი, 1964 წ.). შემდეგმა ფილმმა - „არავის უნდოდა სიკვდილი“ (1965, რეჟისორი ვიტაუტას ჟალაკევიჩიუსი) მსახიობს საერთაშორისო პოპულარობა მოუტანა. 1966 წელს მღვდელი-მყიდველის ეპიზოდური როლი შეასრულა რეჟისორ ელდარ რიაზანოვის კომედიაში „უფრთხილდით ავტომობილს“ და 1968 წელს ითამაშა საბჭოთა მზვერავის, ლადეინიკოვის როლი სავა კულიშის ფილმში „მკვდარი სეზონი“. ამ როლმა მას საბჭოთა კავშირში პოპულარობა მოუტანა.

ერთი წლის შემდეგ მიიწვიეს მიხეილ კალატოზიშვილის ფილმში „წითელი კარავი“. ეს იყო სსრკ-იტალიის ერთობლივი კინოპროექტი. „როლი მცირე იყო, მაგრამ მე მქონდა შესაძლებლობა მემუშავა მსახიობებთან: შონ კონერისთან, ლუიჯი ვანუჩისთან, პიტერ ფინჩთან“. ამის შემდეგ მალევე გადაიღეს ცნობილ რეჟისორ გრიგორი კოზინცევის ფილმში „მეფე ლირი“ ესტონელ იური იარვეტთან, ლატვიელ ელზა რაძინიასთან და ლიტველ რეგიმანტას ადომაიტისთან ერთად. 1970 წელს გერმანელმა რეჟისორმა კონრადს ვოლფმა ბანიონისი მიიწვია დიდი ესპანელი მხატვრის, ფრანსისკო გოიას როლში ფილმში „გოია, ანუ შეცნობის რთული გზა“. ფილმის პროდიუსერი გდრ-ის კინოსტუდია „დეფა“ იყო. ეს იყო ცნობილი გერმანელი მწერლის ლიონ ფოიხტვანგერის რომანის ეკრანიზაცია. ამავდროულად, რეჟისორმა ანდრეი ტარკოვსკიმ მიიწვია ფილმში „სოლარისი“, რომელზეც ის მუშაობდა. ამ ფილმმა კანის კინოფესტივალზე გრან-პრი დაიმსახურა. სიცოცხლის განმავლობაში მსახიობმა 80-ზე მეტი როლი შეასრულა სხვადასხვა ფილმში.

დონატას ბანიონისი 2008 წელს

დონატას ბანიონისი იყო სკკპ-ის წევრი 1960 წლიდან, ასევე ლიტვის კომუნისტური პარტიის წევრი, სსრკ უმაღლესი საბჭოს მე-9 მოწვევის დეპუტატი (1974-1979).

სიცოცხლის ბოლო წლებში მსახიობს გულის პრობლემები აწუხებდა. ოპერაციის შემდეგ ხანგრძლივ რეაბილიტაციის კურსს გადიოდა. ბანიონისი 2014 წლის 4 სექტემბერს, 90 წლის ასაკში, ინსულტით გარდაიცვალა.

დონატას ბანიონისს ჰყავდა მეუღლე და ორი შვილი: ეგიდიდუსი (1948-1993), ისტორიკოსი და რაიმუნდასი (დ. 1957), რეჟისორი.

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმოგრაფია (შერჩევით)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 1969 : წითელი კარავი — მარიანო
  • 1972 : სოლარისი — კრის კელვინი
  • 1977 : ინკასატორის ჩანთა — გამომძიებელი ტულიაკოვი
  • 1978 : კენტავრები — პრეზიდენტი ალიენდე
  • 1978 : განსაკუთრებული ნიშნები არ აქვს — არკადი ჰარტინგი
  • 1978 : სად ხარ ოდისეი? — ოგიუსტ პტიჟანი/ლემანი
  • 1979 : პრინც ფლორიზელის თავგადასავალი — „თავმჯდომარე“, იგივე ნიკოლსი
  • 1982 : ნიკოლო პაგანინი — ლუიჯი ჯერმი
  • 1987 : მე-13 მოციქული — მამა
  • 1989 : შესასვლელი ლაბირინთში — პროფესორი მაზარდი
  • 1991 : დეპრესია — „მოხუცი“
  • 1991 : შვიდი დღე მკვლელობის შემდეგ — გამომძიებელი
  • 2001-2002 : — ნირო ვულფი და არჩი გუდვინი — ნირო ვულფი
  • 2004 : ნირო ვულფისა და არჩი გუდვინის ახალი თავგადასავლები — ნირო ვულფი
  • 2007 : ლენინგრადი — ტაივო

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Донатасу Юозовичу Банионису — 85 лет. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-19. ციტირების თარიღი: 2011-12-20