დასავლეთი შელდა
დასავლეთი შელდა (ნიდერლ. Westerschelde) — მდინარე შელდის ესტუარი ნიდერლანდებში, ზელანდიის პროვინციაში. სიგრძე 113 კმ. წარსულში შელდა რამდენიმე ესტუარს ქმნიდა, რომლებიც მოჭრილები იყვნენ ზღვას. ამათგან პირდაპირი კავშირი ჩრდილოეთის ზღვასთან მხოლოდ დასავლეთ შელდას აქვს. გაფართოებული შესართავი ბელგიის ანტვერპენის პორტისთვის სანაოსნო თვალსაზრისით უმნიშვნელოვნესია, ამიტომაც არ მოახდინეს დელტაპროექტის ფარგლებში ესტუარის იზოლაცია. ამის ნაცვლად, ჯებირებით გაამაგრეს მისი ნაპირები. აღმოსავლეთით გადის შელდა-რაინის არხი; სიახლოვეს აგრეთვე რამდენიმე არხია მოყვანილი. შესართავიდან ჩრდილოეთით მდებარეობს კუნძული ვალხერენი და ნახევარკუნძული ზიუიდ-ბეველანდი. 2003 წლის მარტში დასავლეთ შელდის რაიონში გაიხსნა ნიდერლანდის უგრძესი ხიდი — ვესტერსხელდეს გვირაბი (სიგრძე 6,6 კმ).