შინაარსზე გადასვლა

გუგოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გუგოლი (ინგლ. googol; აღნიშვნა 10100) — რიცხვი თვლის ათობით სისტემაში, გამოხატული ერთიანით და ასი ნულით,

10100=10 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 ​000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000.

1920 წელს ტერმინი შემოიღო 9 წლის მილტონ სიროტამ (1911–1981), ამერიკელი მათემატიკოსის ედვარდ კასნერის ძმისშვილმა.[1] ის შთაგონებული იყო თანამედროვე კომიქსების პერსონაჟის ბარნი გუგლის მიერ.[2] 1940 წელს კასნერმა ამ კონცეფციის პოპულარიზაცია მოახდინა თავის წიგნში „მათემატიკა და წარმოსახვა“.[3] ამ ზომის რიცხვის სხვა სახელებია: ათი დუოტრიგინტილიონი (მოკლე სკალაზე),[4] ათი ათასი სექსდეცილიონი (გრძელ სკალაზე), ან ათი სექსდეცილიარი (პელეტიერის გრძელ სკალაზე).

გუგოლი მათემატიკაში ნაკლებად გამოიყენება. თუმცა, ის სასარგებლოა სხვა ძალიან დიდ რიცხვების შედარებისას, როგორიცაა სუბატომური ნაწილაკების რაოდენობა ხილულ სამყაროში ან ჭადრაკში სვლების ჰიპოთეტური რაოდენობა. კასნერმა ის გამოიყენა წარმოუდგენლად დიდ რიცხვსა და უსასრულობას შორის სხვაობის საილუსტრაციოდ და ამ კუთხით ზოგჯერ გამოიყენება მათემატიკის სწავლებაში. გუგოლის სიდიდის წარმოსახვისათვის, ელექტრონის მასა, რომელიც 10−30 კგ-ზე ნაკლებია, შეიძლება შევადაროთ ხილული სამყაროს მასას, რომელიც შეფასებულია, როგორც 1050-1060 კგ.[5] მათ შორის თანაფარდობა შეადგენს დაახლოებით 1080-1090-ს, ანუ გუგოლის დაახლოებით ათი მემილიარდედი (გუგოლის 0.00000001%).

კარლ სეიგანმა აღნიშნა, რომ სამყაროში ელემენტარული ნაწილაკების მთლიანი რაოდენობა არის დაახლოებით 1080 (ედინგტონის რიცხვი) და რომ თუ მთელი სამყარო სავსე რომ ყოფილიყო ნეიტრონებით, მათი რიცხვი დაახლოებით 10128 იქნებოდა. მან ასევე აღნიშნა მსგავსება არქიმედეს გამოთვლებთან „ქვიშის მრიცხველში“. არქიმედეს გამოთვლებით, არისტარქეს სამყარო (დაახლოებით 2 სინათლის წლის დიამეტრით), თუ მთლიანად ქვიშით იქნება შევსილი, მაშინ იგი შეიცავდა 1063 მარცვალს. დღევანდელი ხილული სამყარო, კი ქვიშით რომ იყოს სავსე, მასში მხოლოდ 1095 ქვიშის მარცვალი შეგროვდებოდა. ანუ 100000 ქვიშის მარცვალი დააკლდებოდა დაკვირვებად სამყაროს გუგოლის შესაქმნელად.[6]

ჰოკინგის გამოსხივების გამო დაახლოებით 1 გალაქტიკის მასის (1011 მზის მასის) სუპერმასიური შავი ხვრელის დაშლის დრო დაახლოებით 10100 წელია.[7] აქედან გამომდინარე, გაფართოებული სამყაროს სითბური სიკვდილი უფრო დაბალია, რაც მოხდება მომავალში სულ მცირე ერთი გუგოლი წლის შემდეგ.

გუგოლი გაცილებით მცირეა ვიდრე ცენტილიონი.[8]

სიტყვის ფართოდ გამოიყენება კომპანია Google-ის სახელით გავრცელებას მოყვა. სახელწოდება „Google“ წარმოადგენს კომპანიის დამფუძნებლების მიერ გუგოლის (googol) მართლწერისას დაშვებულ მექანიკურ შეცდომას.[9] იგი შერჩეული იყო იმის ნიშნად, რომ საძიებო სისტემა გამიზნული იყო დიდი ზომის ინფორმაციის მისაწოდებლად.[10] 2004 წელს კასნერის ოჯახის წევრები, რომლებმაც მემკვიდრეობით მიიღეს მის წიგნზე უფლებები, განიხილავდნენ სასამართლოში ჩივილს კომპანია Google-ს მიერ ტერმინი „გუგოლის“ გამოყენების გამო.[11] თუმცა, არცერთი სარჩელი არ ყოფილა შეტანილი სასამართლოში.[12]

2009 წლის ოქტომბრიდან Google ანიჭებს დომენის სახელებს თავის სერვერებს დომენით „1e100.net“, სამეცნიერო აღნიშვნა 1 googol-ისთვის, რათა უზრუნველყოს ერთი დომენი სერვერების იდენტიფიცირებისთვის Google ქსელში.[13][14]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Bialik, Carl (June 14, 2004). „There Could Be No Google Without Edward Kasner“. The Wall Street Journal Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 30, 2016. (retrieved March 17, 2015)
  2. (2021) The Hidden History of Coined Words. Oxford University Press, გვ. 120. ISBN 978-0-19-046677-0.  Extract of page 120
  3. (1940) Mathematics and the Imagination. Simon and Schuster, New York. ISBN 0-486-41703-4.  The relevant passage about the googol and googolplex, attributing both of these names to Kasner's nine-year-old nephew, is available in (2000) რედ. James R. Newman: The world of mathematics, volume 3. Mineola, New York: Dover Publications, გვ. 2007–2010. ISBN 978-0-486-41151-4. 
  4. Bromham, Lindell (2016) An Introduction to Molecular Evolution and Phylogenetics, 2nd, New York, NY: Oxford University Press, გვ. 494. ISBN 978-0-19-873636-3. 
  5. McPherson, Kristine. (2006)Mass of the universe. ციტირების თარიღი: 2019-08-24
  6. Sagan, Carl (1981). Cosmos. Book Club Associates, გვ. 220–221. 
  7. Page, Don N. (1976-01-15). „Particle emission rates from a black hole: Massless particles from an uncharged, nonrotating hole“. Physical Review D. American Physical Society (APS). 13 (2): 198–206. Bibcode:1976PhRvD..13..198P. doi:10.1103/physrevd.13.198. ISSN 0556-2821. See in particular equation (27).
  8. Stewart, Ian (2017) Infinity: A Very Short Introduction. New York, NY: Oxford University Press, გვ. 20. ISBN 978-0-19-875523-4. 
  9. Koller, David. (January 2004) Origin of the name "Google". Stanford University. ციტირების თარიღი: July 4, 2012
  10. Google! Beta website. Google, Inc.. ციტირების თარიღი: October 12, 2010
  11. Have your Google people talk to my 'googol' people (16 May 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-04. ციტირების თარიღი: 2024-06-17.
  12. Nowlan, Robert A. (2017). Masters of Mathematics: The Problems They Solved, Why These Are Important, and What You Should Know about Them (en). Rotterdam: Sense Publishers, გვ. 221. ISBN 978-9463008938. 
  13. Cade Metz. (8 February 2010) Google doppelgänger casts riddle over interwebs. The Register. ციტირების თარიღი: 30 December 2015
  14. What is 1e100.net?. Google Inc.. ციტირების თარიღი: 30 December 2015