გიორგი I გურიელი
იერსახე
გიორგი I გურიელი | |
---|---|
გურიის მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 1483 |
მმართ. დასასრული: | 1512 |
წინამორბედი: | კახაბერ II გურიელი |
მემკვიდრე: | მამია I გურიელი |
გარდ. თარიღი: | 1512 |
შვილები: | მამია I გურიელი |
დინასტია: | გურიელები |
მამა: | კახაბერ II გურიელი |
გიორგი I გურიელი (გ. 1512) — გურიის მთავარი 1483-1512 წლებში, კახაბერ II გურიელის ძე, იმერეთის მეფის ვასალი და მისი მსახურთუხუცესი. ისარგებლა იმერეთში ოსმალთა შემოსევით და უარი თქვა იმერთა მეფის მორჩილებაზე.
XVI საუკუნის დასაწყისში მოიგერია ოსმალთა შემოსევა ჭანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც მაშინ გურიის სამთავროში შედიოდა. 1502 წელს მზეჭაბუკ ათაბაგთან ბრძოლაში დაკარგა აჭარა და ჭანეთი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩხატარაიშვილი ქ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 26.
- ჩხატარაიშვილი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 163.