შინაარსზე გადასვლა

გევორგ არუთუნიანი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გევორგ არუთუნიანი
სომხ. Ժորա Հարությունյան
დაბადების თარიღი 7 სექტემბერი, 1928(1928-09-07)[1] [2]
დაბადების ადგილი ერევანი[1] [2]
გარდაცვალების თარიღი 10 იანვარი, 2002(2002-01-10) (73 წლის)
გარდაცვალების ადგილი ერევანი
საქმიანობა დრამატურგი[1] [2] , რეჟისორი[3] , დრამატურგი[3] და სცენარისტი
ეროვნება სომხები[1]
მოქალაქეობა  სსრკ
 სომხეთი
ალმა-მატერი მხითარ გერაცის სახელობის ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი[1]
Magnum opus Golden Bull Calf, Unlucky Panos, Q16396482?, Monument, A Bride from the North, Big win, Fire და Q20509381?
ჯილდოები სომხეთის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საპატიო ნიშნის ორდენი, Artavazd Awards და შრომის წითელი დროშის ორდენი

გევორგ არუთუნიანი (სომხ. Ժորա Հարությունյան, დ. 7 სექტემბერი, 1928 — გ. 10 იანვარი, 2002) — საბჭოთა და სომეხი დრამატურგი, მწერალი, თეატრის მოღვაწე და სცენარისტი. სომხეთის სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1979), სომხეთის მწერალთა კავშირის გაბრიელ სუნდუკიანის პრემიის და „არტავაზდის“ პრემიის მფლობელი, სომხეთის სსრ დამსახურებული არტისტი (1975).

გევორგ არუთუნიანი დაიბადა 1928 წლის 7 სექტემბერს სომხეთის სსრ-ში. დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ ჩაირიცხა ერევნის სამედიცინო კოლეჯში. 1946 წელს მან წარმატებით დაასრულა სწავლა კოლეჯში. 1950-1965 წლებში მუშაობდა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, პარალელურად სწავლობდა ერევნის სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1962 წელს. 1964 წელს გახდა სსრკ ლიტერატურული ფონდის სომხური ფილიალის კლინიკის მთავარი ექიმი. ერთი წლის შემდეგ მან სამუდამოდ მიატოვა მედიცინა.[4]

შემოქმედებითი საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1965 წელს გევორგ არუთუნიანი დაინიშნა სსრკ ლიტერატურული ფონდის სომხური ფილიალის დირექტორის პოსტზე, რომელსაც იკავებდა 1995 წლამდე. არუთუნიანი მრავალი კომედიისა და პიესის ავტორია, რომელთაგან ზოგიერთი დაიდგა როგორც სომხეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მწერლის ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ ენაზე. ლიტერატურის დარგში დამსახურებისთვის ის მიიღეს სომხეთის მწერალთა კავშირის კომიტეტის შემადგენლობა. გარდა ამისა, გევორგ არუთუნიანი იყო მრავალი ცნობილი პიესის ავტორი, ასევე არაერთი საბჭოთა ფილმის სცენარისტი. მადლობის ნიშნად დაჯილდოვდა სომხეთის რესპუბლიკის „გაბრიელ სუნდუკიანის“ სახელობის სახელმწიფო პრემიით და თეატრალური პრემიით „არტავაზდი“. არაერთი პუბლიკაცია და კვლევა მიეძღვნა გევორგ არუთიუნიანს. ერთ-ერთი მათგანია დრამატურგის ჟირირ ანანიანის ნაწარმოები „გევორგ არუთუნიანი“ (ერევანი, 1981 წ.). ასევე კიდევ ერთი ცხოვრებისეული კვლევა ნაშრომი „იუმორის რაინდი“ (ერევანი, 1999), რომელიც სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის სევაკ არზუმანიანის მიერ [4][5] არის დაწერილი.

გევორგ არუთუნიანი გარდაიცვალა 2002 წლის 10 იანვარს.

დრამატურგის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, 2003 წელს, მისი დაბადებიდან 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოიცა არუთუნიანის მანამდე გამოუქვეყნებელი ნაწარმოებების კრებული. 2005 წელს, მისი ქალიშვილის, გაიანე არუთუნიანის ძალისხმევით, გამოიცა ანთოლოგია „მოვიდა, გაკვირვებული, წავიდა“, რომელშიც შეგროვდა მისი ცნობილი თანამედროვეების მოგონებები მის შესახებ. 2006 წელს გამოქვეყნდა ლიტერატურული კრიტიკის მეცნიერებათა კანდიდატის ვაჩაგან გრიგორიანის ნაშრომი „გევორგ არუთუნიანის დრამა“. 2008 წლის ბოლოს, გევორგ არუთუნიანის დაბადებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მუსიკალური კომედიის ა. პარონიანის სახელობის თეტრში, სახალხო არტისტმა ერვანდ კაზანჩიანმა დადგა თავისი ბოლო სპექტაკლი „ბატონი შმო და მეგობრები“.[4]

გევორგ არუთუნიანი 1986 წელს დაჯილდოვდა შრომის წითელი დროშის ორდენით, 1978 წელს — საბჭოთა ლიტერატურის დარგში გაწეული სამსახურისთვის ღირსების სამკერდე ორდენით მისი დაბადებიდან ორმოცდაათ წლისთავთან დაკავშირებით,[6] ასევე სომხეთის სსრ სახელმწიფო პრემიით, გაბრიელ სუნდუკიანის სახელობის სომხეთის მწერალთა კავშირის პრემიით და თეატრალური პრემია "არტავაზდით".

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. ԽուդավերդյանՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
  2. 2.0 2.1 2.2 Հայկական համառոտ հանրագիտարանՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1990. — ტ. 3.
  3. 3.0 3.1 Czech National Authority Database
  4. 4.0 4.1 4.2 Жора Арутюнян. persons.am. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2012-11-18.
  5. Арам Григорян. (2008-09-04) ДРУЖБА С ЖОРОЙ БЫЛА ВЕЧНОЙ РАДОСТЬЮ. Голос Армении. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-09. ციტირების თარიღი: 2012-11-18.
  6. Армянская советская энциклопедия, том 6. ციტირების თარიღი: 2016-02-04