ბრაიან ეპსტაინი
ბრაიან ეპსტაინი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Brian Epstein |
დაბადების სახელი | ბრაიან სემუელ ეპსტაინი |
დაბადების თარიღი |
19 სექტემბერი, 1934 ლივერპული, ლანკაშირი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო |
გარდაცვალების თარიღი |
27 აგვისტო, 1967 (32 წლის) ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა |
ბიზნესმენი პირადი მენეჯერი იმპრესარიო |
აქტიური | 1961–1967 |
ცნობილია როგორც |
მენეჯერი: The Beatles Gerry & the Pacemakers Billy J. Kramer and the Dakotas The Fourmost სილა ბლაკი |
საიტი | ოფიციალური საიტი |
ბრაიან სემუელ ეპსტაინი (დ. 19 სექტემბერი, 1934 — გ. 27 აგვისტო, 1967) — ინგლისელი მუსიკალური მეწარმე, ცნობილი, როგორც ჯგუფ The Beatles-ის მენეჯერი.
1961 წლის ნოემბერში ეპსტაინმა The Beatles Cavern Club-ში გაიცნო. იგი შთაგონებული იქნა და ჯგუფში დიდი პოტენციალი დაინახა.[1] მას შემდეგ, რაც ლონდონის ყველა ძირითადმა ხმისჩამწერმა კომპანიამ შეხვედრაზე უარი უთხრა, იგი დაუკავშირდა ჯორჯ მარტინს, EMI-ს ლეიბლ Parlophone-ის ხელმძღვანელს. 1962 წლის მაისში მარტინი დათანხმდა The Beatles-თან კონტრაქტის გაფორმებაზე, ნაწილობრივ ეპსტაინის გამო, რომელსაც სწამდა, რომ ჯგუფი საერთაშორისო წარმატებას მოიპოვებდა.[2]
The Beatles-ის ადრეული წარმატების მიზეზად ითვლება ეპსტაინის მართვის სტილი, რომელსაც ჯგუფი უპირობოდ ენდობოდა. გარდა The Beatles-ის ბიზნეს-საქმიანობის მართვისა, ბრაიანი ხშირად მონაწილეობდა ჯგუფში კამათების დროს შუამავლად. თუმცა, The Beatles-ის მხრიდან მისი მუშაობისადმი ნდობა საზარალო აღმოჩნდა, ვინაიდან ჯგუფი იშვიათად კითხულობდა კონტრაქტებს, სანამ მათ ხელს მოაწერდა. [3] მას შემდეგ, რაც 1963 წელს ჩარტების სათავეებში სიმღერა „Please Please Me“ მოექცა, ეპსტაინის შემოთავაზებით შეიქმნა საგამომცემლო კომპანია Northern Songs, რომელიც გააკონტროლებდა ლენონის/მაკ-კარტნის 1963-1973 წლებში შექმნილი კომპოზიციების საავტორო უფლებებს. მუსიკალური გამომცემელი დიკ ჯეიმზი და მისი პარტნიორი ჩარლზ სილვერი ფლობდნენ კომპანიის 51%-ს, ლენონი და მაკ-კარტნი - 20%-ს (თითოეული), ხოლო ეპსტაინი - 9%-ს. [4] 1969 წლისთვის ლენონმა და მაკ-კარტნიმ დაკარგეს კონტროლი საგამომცემლო უფლებებზე, რომლებიც Sony/ATV Music Publishing-ის მფლობელობაში გადავიდა. ეპსტაინის 1967 წელს გარდაცვალებით დაიწყო ჯგუფის დაცემა. მოვლენამ გავლენა იქონია The Beatles-ის ყოველ წევრზე. 1997 წელს პოლ მაკ-კარტნი ამბობდა: „თუკი ვინმე იყო მეხუთე ბიტლი, ასეთი ბრაიანი იყო.“ [5]
1980-იანი წლების დასაწყისში ეპსტაინი კვლავ გაიხსენეს The Beatles-ზე გავლენისა და მისი რთული პირადი ცხოვრების გამო. 2012 წელს ტომ ჰენკსისგან ცნობილი გახდა, რომ მისი კომპანია Playtone მონაწილეობას მიიღებდა The Beatles-ის მენეჯერის შესახებ ბიოგრაფიული ფილმის წარმოებაში. ფილმი აღწერილი იქნა, როგორც „ამბავი ადამიანისა, რომელმაც 1960-იანებში უდიდესი წვეულება მოაწყო, მაგრამ საკუთარი თავი არ მიიწვია.“ 2013 წელს ავტორმა ვივეკ ტიუერიმ გამოსცა კომიქსი „მეხუთე ბიტლი: ბრაიან ეპსტაინის ამბავი.“ ამავე სახელწოდების ფილმი, რომლის პროდიუსერი ბრიუს კოენი, ხოლო რეჟისორი პეიტონ რიდია, დაგეგმილია 2014 წლისთვის. ტიუერიმ აღნიშნა, რომ ფილმი „იქნება ნაკლებად მუსიკალური ბიოგრაფია და უფრო მეტად შეეხება აუტსაიდერის შთამბეჭდავ ადამიანურ ამბავს.“ [6]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- ეპსტაინის ბიოგრაფია და ხმოვანი კლიპები
- საფლავი
- საიტი ფილმზე მეხუთე ბიტლი დაარქივებული 2012-07-16 საიტზე Wayback Machine.
- BBC-ის არქივი ეპსტაინზე დაარქივებული 2016-03-14 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Mr. Brian Epstein. Springtime!. ციტირების თარიღი: 16 May 2011.
- ↑ Mr. Brian Epstein. Springtime!. ციტირების თარიღი: 26 May 2011.
- ↑ მაილზი 1997, p. 146.
- ↑ კროსი 2004, p. 87.
- ↑ გელერი 1999, p. 49.
- ↑ „IAR Exclusive Interview: Producer Vivek Tiwary talks 'The Fifth Beatle'“. I Am Rogue. 8 July 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 22 January 2013. ციტატა: „Broadway theater producer Vivek Tiwary stated that his project: 'will be less a music bio and more of an inspirational human-interest story about an outsider.'“
|
|