ბორეა
თემა
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/14/Boreas_Oreithyia_Louvre_K35.jpg/250px-Boreas_Oreithyia_Louvre_K35.jpg)
ბორეასი (ბერძნ. Βορέας) — ძველბერძნულ მითოლოგიაში ჩრდილოეთის ქარის ღვთაება. მის ადგილსამყოფელად თრაკია მიაჩნდათ. გამოსახავდნენ ძლიერი, ფრთოსანი მამაკაცის სახით. ბორეა, იგივე იტალიური ბორა, გადატანით ეწოდება ცივ, სუსხიან ქარს (შდრ. ქართული ბორიო, ბორიაყი).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 469.