ბანტუს ენები
ბანტუ | |
გავრცელებულია | სუბსაჰარული აფრიკა |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 180 მილიონი |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ნიგერი-კონგოს ენები |
ენის კოდები | ISO 639-2/5: bnt |
რუკა | |
აფრიკული ენების განაწილების რუკა |
ბანტუს ენები (ტექნიკურად ვიწრო ბანტუს ენები რადგან ფართე ბანტუს ენები ბანტოიდურ ენებსაც მოიცავს) — ნიგერი-კონგოს ენების ტრადიციული განშტოება. თავისმხრივ მოიცავს დაახლოებით 250 ენას, რომლებსაც გააჩნიათ საერთო მეტყველების გარკვეულობის ზღურბლი.[1] Ethnologue-ს (მსოფლიო ენების ონლაინ კატალოგი) მიხედვით ბანტუ მოიცავს 535 ენასა და დიალექტს (მათ შორის 13 მბამ ენები რომელიც გასრის კლასიფიკაციით ბანტუს ენებს არის მიკუთვნებული), რომელთა შორისაც ხშირად გასხვავების დადგენა რთულია.[2] ბანტუს ენები გავრცელებულია მთელს სუბსაჰარული აფრიკაში.
ბანტუს ენებიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი მოლაპარაკე ჰყავს სუაჰილს, თუმცა ამ სუაჰილზე მოსაუბრეების უმეტესობისთვის ის მეორე ენაა. Ethnologue-ის მიხედვით სუაჰილზე საუბრობს დაახლოებით 180 მილიონი ადამიანი, თუმცა მშობლიური მხოლოდ 2 მილიონისთვისაა. ასევე Ethnologue-ის მიხედვით, ყველაზე გავრცელებული როგორც მშობლიური ენა არის შონა,[3] რომელზეც საუბრობს დაახლოებით 10.8 მილიონი ადამიანი (ხოლო მანიკას და ნდაუს დიალექტების ჩთვლით 14.2 მილიონი). მას მოსდევს ზულუ 10.3 მილიონი ადამიანით, ხოლო მასთან ყველაზე ახლოს მყოფ ენებთან კინიარვანდასა და კირუნდისთან ერთად მასზე მოსაუბრეტა რაოდენობა შეადგენს 12.4 მილიონს.[4]
წარმოშობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბანტუს ენები წარმოიშვა პროტო-ბანტუ ენებისგან. მიიჩნევა, რომ ამ ენებზე საუბრობდნენ დასავლეთ აფრიკაში.[5] ბანტუს ენების გავრცელება მოხდა დაახლოებით 3000 წლის წინ.[6] ბანტუს მიგრაცია მოხდა სამხრეთით სუბსაჰარულ რეგიონში, სადაც დღეისთვის ბანტუს ხალხი აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენს.[5][7]
ტექნიკურად ტერმინი ბანტუ, რომელიც აღნიშნავს „ადამიანს“ ან „ხალხს“, პირველად გამოიყენა ვილჰელმ ბლიკმა (1827–1875). ბანტუს ენების საერთო მახასიათებელია ისეთი სიტყვების გამოყენება როგორიცაა, მუნტუ ან მუტუ - ადამიანი. ვილჰელმა და შემდგომში კარლ მეინჰოფმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბანტუს ენების გრამატიკის სტრუქტურის კვლევაში.
გეოგრაფიული არეალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნიგერი-კონგოს ენების გავრცელების არეალი:
ბანტუს ენების ცნობილი სიტყვები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დამწერლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბანტუს ენებში ლათინურთან და არაბულთან ერთად არის ასევე აგამოიყენება დგილობრივი წარმოშობის დამწერლობებიც:
- მუანგვეგოს დამწერლობა - სეგმენტური დამწერლობა (აბუგიდა), რომელიც მალავიში გავრცელებული ჩევას ენისთვის გამოიყენება.
- მანდომბე - სეგმენტური დამწერლობა (აბუგიდა). გამოიყენება კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაში გავრცელებული ბანტუს ენებისთვის, ძირითადად კიმბანგიზმში.
- დიტემა ცა დინოკო - მარცვლოვანი ანბანი, გამოიყენება სამხრეთი ბანტუს ენების ჩასაწერად.[8]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Maho, Jouni F. 2002. Bantu lineup: comparative overview of three Bantu classifications. Göteborg University: Department of Oriental and African Languages.
- Nurse, Derek, & Gérard Philippson. 2006. The Bantu Languages. Routledge.
- Piron, Pascale. 1995. Identification lexicostatistique des groupes Bantoïdes stables. დაარქივებული 2013-01-15 საიტზე Wayback Machine. Journal of West African Languages, 25(2): 3–39.
- Stanford. (2013)KISWAHILI. ციტირების თარიღი: 2013-06-20.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- List of Bantu language names with synonyms ordered by Guthrie number.
- Introduction to the languages of South Africa
- Bantu Languages of Uganda დაარქივებული 2016-04-01 საიტზე Wayback Machine.
- The art of the language of Angola, author Father Pedro Dias, published in 1697
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Derek Nurse, 2006, "Bantu Languages", in the Encyclopedia of Language and Linguistics
- ↑ Ethnologue report for Southern Bantoid.
- ↑ Statistical Summaries: by Language Size. Ethnologue. ციტირების თარიღი: 2012-06-29.
- ↑ Statistical Summaries. Ethnologue. ციტირების თარიღი: 2012-06-29.
- ↑ 5.0 5.1 Philip J. Adler, Randall L. Pouwels, World Civilizations: To 1700 Volume 1 of World Civilizations, (Cengage Learning: 2007), p.169.
- ↑ Genetic and Demographic Implications of the Bantu Expansion: Insights from Human Paternal Lineages Gemma Berniell-Lee et al.
- ↑ Toyin Falola, Aribidesi Adisa Usman, Movements, borders, and identities in Africa, (University Rochester Press: 2009), p.4.
- ↑ Isibheqe cabinets. Design Miami. ციტირების თარიღი: 2015-11-23.