ახაგაუერი
სოფელი | |
---|---|
ახაგაუერი Achadh Ghobhair | |
ქვეყანა | ირლანდია |
დაქვემდებარება | სოფელი |
პროვინცია | კონაქტი |
საგრაფო | მეიოს საგრაფო |
კოორდინატები | 53.8°00′00″ ჩ. გ. 9.464°00′00″ დ. გ. / 53.80000° ჩ. გ. 9.46400° დ. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 157 მ |
მოსახლეობა | 875 კაცი (2002) |
სასაათო სარტყელი | UTC+0, ზაფხულში UTC+1 |
ახაგაუერი (ინგლ. Aughagower; ირლ. Achadh Ghobhair, „წყაროთა ველი“) — სოფელი ირლანდიაში, მდებარეობს მეიოს საგრაფოში, კონაქტის პროვინციაში. უესტპორტიდან დაშორებულია 5 კმ-ით.
დღევანდელ ახაგაუერში რამდენიმე სახლი და ლუდხანა დგას. სოფელი ძირითადად თავისი უძველესი ისტორიით და კულტურითაა ცნობილი. გადმოცემის თანახმად, სოფელს კროხ–პატრიკზე მოგზაურობისას ესტუმრა წმინდა პატრიკი, ირლანდიის მფარველი წმინდანი.
მრგვალი კოშკი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში კარგადაა შემონახული მეათე საუკუნის მრგვალი კოშკი, რომელიც დაახლოებით 973–1013 წლებს შორის უნდა იყოს აგებული.[1] ლეგენდის მიხედვით, ერთხელ კოშკს მეხი დაეცა და მისი ზედა ნაწილი ნახევარ მილზე გადააგდო. 1969 წელს კოშკს რესტავრაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის ოდნავ გადაიხარა ჩრდილოეთით.
დიდი შიმშილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ახაგაუერის მოსახლეობის დიდი ნაწილი ემსხვერპლა დიდ შიმშილობას. იმდროინდელი სახლების ნანგრევების ნახვა დღემდე შეიძლება სოფლის რამდენიმე ადგილას.[2]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|