შინაარსზე გადასვლა

აჩირხა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
აჩირხა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გუდაუთის მუნიციპალიტეტი
თემი ანუხვა
კოორდინატები 43°07′10″ ჩ. გ. 40°47′33″ ა. გ. / 43.11944° ჩ. გ. 40.79250° ა. გ. / 43.11944; 40.79250
მოსახლეობა 0 კაცი (2002)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
აჩირხა — საქართველო
აჩირხა
აჩირხა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
აჩირხა

აჩირხა[1]სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში (ანუხვის თემი), აფხაზეთის მთისწინეთზე, მდინარე ფსირცხის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 320 მ, შავი ზღვიდან 4 კმ, გუდაუთიდან 21 კმ.[2]

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

სახელწოდება ქართულია, სვანურად ჩირხვა „თეთრ ქვებს“ ნიშნავს, რომელსაც აფხაზური -ა ბოლოსართი ერთვის. ამ ადგილებში მართლაც თეთრი ქვებია, საიდანაც მომდინარეობს სოფლის სახელწოდებაც. აფხაზური ეტიმოლოგიით, აჩი – ცხენი, არხა – ველი, შესაბამისად „ცხენის ველი“.

1949 წელს შედიოდა მეორე ანუხვის სასოფლო საბჭოში. მანამდე არ იხსენიება.[3] 1954 წლის 19 ივნისს ამოქმედდა ბრძანებულება „საქართველოს სს რესპუბლიკის ზოგიერთი სასოფლო საბჭოს გამსხვილების შესახებ“. გაუქმდა მეორე ანუხვის სასოფლო საბჭო და შეიქმნა ანუხვის სასოფლო საბჭო, რომელშიც დღემდე შედის.[4][5]