ასკლეპიოსი
იერსახე
ასკლეპიოსი (ბერძ. Ἀσκληπιός, Asklēpios) — მკურნალობის ღვთაება ძველ ბერძნულ მითოლოგიაში. აპოლონის ვაჟი. ასკლეპიოსის კულტი განსაკუთრებით გავრცელდა ძვ. წ. V საუკუნიდან. ასკლეპიოსის კულტის ცენტრი იყო ეპიდავროსი. ძვ. წ. III საუკუნიდან იგი გავრცელდა რომშიც, სადაც ასკლეპიოსს ეკულაპიუსს უწოდებდნენ. ასკლეპიოსის სამლოცველოები სამკურნალო ადგილებად ითვლებოდა. ასკლეპიოსის ატრიბუტია კვერთხზე შემოხვეული საღვთო გველი. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ასკლეპიოსს ორი ქალიშვილი ჰყავდა – ჰიგეა და პანაცეა, რომლებიც მამის კვალს გაჰყვნენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქსე, ტ. 1, გვ. 636, თბ., 1975