არკანზასი (მდინარე)
იერსახე
არკანზასი ინგლ. Arkansas | |
---|---|
ქვეყანა | აშშ |
სათავე |
კლდოვანი მთები 39°15′30″ ჩ. გ. 106°20′38″ დ. გ. / 39.25833° ჩ. გ. 106.34389° დ. გ. |
შესართავი |
მისისიპი 33°46′30″ ჩ. გ. 91°06′30″ დ. გ. / 33.77500° ჩ. გ. 91.10833° დ. გ. |
სიგრძე | 2410 კმ |
აუზის ფართობი | 470 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 1800 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
არკანზასი ვიკისაწყობში |
არკანზასი (ინგლ. Arkansas) — მდინარე აშშ-ში, მისისიპის მარჯვენა (სიდიდით მეორე, მისურის შემდეგ) შენაკადი. სიგრძე 2410 კმ, აუზის ფართობი 470 კმ². სათავე აქვს კლდოვან მთებში. ზემო დინებაში ვიწრო და ღრმა ხეობაში მიედინება, შუა და ქვემო დინებაში კი დიდ ვაკეებზე და ცენტრალურ ვაკეებზე. წყლის საშუალო ხარჯი დაახლ 1800 მ³/წმ. წყალდიდობა გაზაფხულზე წვიმებისა და თოვლის დნობის დროს იცის. იყენებენ სარწყავად. სანაოსნოა შესართავიდან 1000 კმ-ზე. ჩამოუდის ქალაქებს: უიჩიტოს, ტალსას, ლიტლ-როკს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 573.