შინაარსზე გადასვლა

ანჯეი დუდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანჯეი დუდა
ანჯეი დუდა
პოლონეთის მე-6 პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა6 აგვისტო 2015
პრემიერ-მინისტრი  ევა კოპაჩი
ბეატა შიდლო
წინამორბედიბრონისლავ კომოროვსკი

დაბადებული16 მაისი, 1972 (1972-05-16) (52 წლის)
კრაკოვი, პოლონეთი
პოლიტიკური პარტიაკანონი და სამართალი
მამაიან ტადეუშ დუდა
დედაიანინა დუდა
მეუღლეაგატა დუდა
შვილებიკინგა დუდა
პროფესიაიურისტი
რელიგიარომის კათოლიკური ეკლესია
ხელმოწერა
საიტიOfficial website

ანჯეი დუდა (პოლ. Andrzej Sebastian Duda; დ. 16 მაისი, 1972) — პოლონეთის პრეზიდენტი. იურისტი და ევროპარლამენტის წევრი.[1] პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატი კანონი და სამართლის პარტიიდან პოლონეთის 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.[2] 2015 წლის 24 მაისს მან არჩევნებში დაამარცხა მისი წინამორბედი ბრონისლავ კომოროვსკი.

ანჯეი დუდა დაიბადა კრაკოვში მეცნიერებისა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიის AGH უნივერსიტეტის პროფესორების, იანინა მილევსკას და იან ტადეუშ დუდას ოჯახში. ანჯეის ცოლი, აგატა კორნჰაუსერ-დუდა უმაღლესი სკოლის მასწავლებელია, რომელიც ასწავლის გერმანულს კრაკოვის იან III სობესკის უმაღლეს სკოლაში.[3] დუდას სიმამრი არის პოლონელ-ებრაელი მწერალი, თარჯიმანი და ლიტერატურული კრისიტიკოსი იულიან კორნჰაუსერი.[4]

ის სწავლობდა სამართლის ფაკულტეტზე იაგელონის უნივერსიტეტში. 2001 წლის ოქტომბერში დაინიშნა იაგელონის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სამართლის დეპარტამენტის პროფესორის თანაშემწედ. 2005 წლის იანვარში დუდამ მიიღო PhD-ის სამართლის ხარისხი იმავე უნივერსიტეტში.

მან თავისი პოლიტიკური კარიერა 2000-იანებამდე თავისუფლების კავშირის პარტიაში დაიწყო, მაგრამ 2005 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თანამშრომლობა დაიწყო კანონის და სამართლის პარტიასთან.[5] 2006 წლიდან 2007 წლამდე ის იყო იუსტისიის მინისტრის მოადგილე. 20072008 წლებში დუდა პოლონეთის სახელმწიფო სასამართლოს წევრი იყო. 20082010 წლებში ლეხ კაჩინსკის პრეზიდენტობის დროს, ის პოლონეთის რესპუბლიკის კანცელარიის წევრი იყო. [6] 2010 წელს ანჯეი დუდა იყო წარუმატებელი კანდიდატი, რომ გამხდარიყო ადგილობრივი კრაკოვის პრეზიდენტი, როგორც PiS კანდიდატი,[7] მაგრამ მან დიდ წარმატებას მიაღწია 2011 წლის საპარლამენტო არჩევნებში, სადაც მან მიიღო 79 981 ხმა კრაკოვში, ამგვარად გახდა სეიმის წარმომადგენელი.[8] 2014 წელს აირჩიეს ევროპარლამენტის წევრად.[9]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Mularczyk, Arkadiusz. Lista kandydatów na zastępców przewodniczącego i członków Trybunału Stanu pl. ციტირების თარიღი: 31 January 2015.
  2. Andrzej Duda Elected Poland's New President, Incumbent Bronislaw Komorowski Concedes Defeat. The Huffington Post. ციტირების თარიღი: 25 May 2015.
  3. Teachers.
  4. Marek Bartosik, Andrzej Duda: spóźniony pociąg do polityki Gazeta Krakowska 2010-11-19 (პოლონური)
  5. Andrzej Duda był działaczem Unii Wolności. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-23. ციტირების თარიღი: 2015-05-26.
  6. Andrzej Duda. andrzejduda.pl.
  7. Serwis PKW – Wybory 2010.
  8. Serwis PKW – Wybory 2011.
  9. Serwis PKW – Wybory 2014.