შინაარსზე გადასვლა

ანთიმოზ ივერიელი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია პიროვნებას ეხება. მხატვრული ფილმის შესახებ იხილეთ ანთიმოზ ივერიელი (ფილმი).
ანთიმოზ ივერიელი
ანთიმოზ ივერიელის გერბი

ანთიმოზ (ანთიმ) ივერიელი (დ. 1650 ან 1660 — გ. 1716) — ქართველი მწიგნობარი, მესტამბე, განმანათლებელი, პოლიტიკური და საეკლესიო მოღვაწე. 1708 წელს ვლახეთის მიტროპოლიტი. 1992 წელს რუმინეთის ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა[1].

ანთიმოზ ივერიელი რუმინულ საფოსტო მარკაზე

საქართველოდან გატაცებული და კონსტანტინოპოლში მონად გაყიდული ვლახეთში მოხვდა, რომელიც მისთვის მეორე სამშობლოდ იქცა. არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმად ანთიმოზ ივერიელი საქართველოდან იმ ასაკისა გაიტაცეს, როცა იგი სავსებით ჩამოყალიბებული პიროვნება იყო. ვლახეთში მან მრავალმხრივი მოღვაწეობა გაშალა. ამ დროს იქაურობას განაგებდა კონსტანტინე ბრინკოვიანუ, რომლის განმგებლობის წლები რუმინეთის კულტურის აყვავების ხანად ითვლება. ანთიმოზ ივერიელის, როგორც მესტამბის, პირველი ნაბიჯები დაკავშირებულია ბუქარესტის სტამბასთან, სადაც მან 1691 წელს დაბეჭდა პირველი წიგნი. სასტამბო მოღვაწეობასთან ერთად, მან დიდი წვლილი შეიტანა რუმინული სალიტერატურო ენის განვითარებაში. ამავე საქმეს ემსახურებოდა მისი მოთხოვნა - მღვდელმსახურება აღსრულებულიყო რუმინულ ენაზე. დიდია ანთიმოზ ივერიელის ღვაწლი ქართული სტამბის დაარსებაში. თბილისში სტამბას საფუძველი ჩაუყარა მისმა მოწაფემ მიხაილ იშტვანოვიჩმა. 1709 წელს ამ სტამბაში დაიბეჭდა „სახარება“. როგორც პოლიტიკური მოღვაწე, იბრძოდა რუმინეთის დამოუკიდებლობისათვის, ხალხს მოუწოდებდა ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. რადიკალურმა კურსმა მთავართან დააპირისპირა, რასაც ანთიმოზ ივერიელისთვის სასულიერო ღირსების აყრა და ექსორია მოჰყვა. სინას მთას მიმავალი გზაში მოკლეს.

საინტერესო ფაქტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ო. გვინჩაძე - ანთიმოზ ივერიელი; თბილისი; 1973
  • ქართული მწერლობა; განათლება; თბილისი; 1984