ამტყელი
იერსახე
ამტყელი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | გულრიფშის მუნიციპალიტეტი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) |
სათავე |
აფხაზეთის ქედი 43°15′54″ ჩ. გ. 41°19′56″ ა. გ. / 43.265083° ჩ. გ. 41.332306° ა. გ. |
შესართავი |
კოდორი 43°01′13″ ჩ. გ. 41°20′26″ ა. გ. / 43.020417° ჩ. გ. 41.340806° ა. გ. |
სიგრძე | 39 კმ |
აუზის ფართობი | 398 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
ამტყელი ვიკისაწყობში |
ამტყელი[1] — მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის მუნიციპალიტეტში. სიგრძე 39 კმ, აუზის ფართობი 398 კმ². სათავე აქვს აფხაზეთის ქედის დასავლეთ ნაწილში, ამტყელის უღელტეხილთან. ზემო დინება ტროგულ ხეობაში მიედინება, შემდეგ კი ღრმა და ვიწრო ხეობაში. ერთვის ამტყელის ტბას, საიდანაც მიწისქვეშა გზით გაედინება. მიწისქვეშა ამტყელი (სიგრძე 10 კმ-მდე), რომელიც მდინარე კოდორის მახლობლად გამოდის მიწის ზევით, მარცხნიდან იერთებს მდინარე ჯამპალს და იქვე ერთვის კოდორს. ამტყელი საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა გაზაფხულზე და ზაფხულის დამდეგს იცის, წყალმცირობა — ზამთარში.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 18.
- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 138.