შინაარსზე გადასვლა

ამპელური მცენარეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Epipremnum aureum

ამპელური მცენარეები (გერმ. Am­pel — ჩამოკიდებული ვაზა ყვავილებისათვის < ბერძ. ἄμπελος — ვაზი) — მცენარეები ჩამოშვებული, გართხმული ან მცოცავი ღეროებით, რომლებსაც ზრდიან ჩამოკიდებულ ვაზონებში (ამპელებში), სპეციალური ფორმის კალათებში, ქოთნებში და ა.შ. იყენებენ შენობების ინტერიერის, საცხოვრებელი ოთახების, ზამთრის ბაღების, აივნებისა და კაპიტელების გასაფორმებლად. მრავალ ამპელურ მცენარეს აქვს დეკორატიული ფოთლები (სატაცური, ფხიჯა და სხვ.) ან ლამაზი ყვავილები (მაჩიტა, ბეგონია, ნემსიწვერა, ლობელია), ისინი გამოიყენება ინტერიერებში. კულტურისათვის ამპელურ მცენარეებიდან ღია ცის ქვეშ იყენებენ როგორც ხეებს (ვაზი, ვაშლანა), ისე ბალახოვან მცენარეებს (დედოფლის ყვავილი, პეტუნია). ნიადაგს ამზადებენ ფოთლოვანი, კორდიანი და ტორფიანი მიწის ნარევით, რომელსაც შერეული აქვს მდინარის ქვიშა. საჭიროებს ზომიერ დატენიანებას. ბებერი, ძლიერ გაზრდილი ამპელური მცენარეები კარგავენ დეკორატიულობას. ამრავლებენ უპირატესად კალმით.[1]

  1. Ампельные растения // Большая российская энциклопедия. т. 625. — М..