აშშ-ის ვირჯინის კუნძულების ტერიტორია შედგება შემდეგი კუნძულებისგან: სენტ-კროიქსი, სენტ-ჯონი და სენტ-ტომასი, აშშ-ის ამ ტერიტორიაში შედის სხვა მცირე კუნძულებიც. ვირჯინიის კუნძულების ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი შარლოტ-ამალია, კუნძულების სართო ფართობი შეადგენს 346,4 კმ²-ს, 2000 წლის აღწერის შედეგად აქ ცხოვრობს 108 612 ადამიანი.[1]
1493 წელს ეს ტერიტორია ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა. 1625 წლიდან ამ მიწებს ფრანგი კოლონისტები აკონტროლებდნენ, კარიბის ზღვის კუნძულების ჩაგდებისთვის ბრძოლა მიდიოდა მსოფლიოს დიდ იმპერიებს შორის. 1666 წელს კუნძული სენტ-ტომასი დანიის შემადგენლობაში შევიდა. აქ აგებული იქნა პორტი, ეკონომიკის თვალსაზრისით აქ დიდი რაოდენობით მოჰყავდათ შაქარი, ეს ყველაფერი დანიას დიდ შემოსავალს აძლევდა. 1917 წელს ვირჯინის კუნძულები 25 მილიონ დოლარად იყიდა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.