ალექსანდრე ბოროდინის ქუჩა
იერსახე
ალექსანდრე ბოროდინის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ისნის რაიონი |
წინა სახელები | ხაზოვანი I ქუჩა, ნუხის ქუჩა |
ალექსანდრე ბოროდინის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი); ქეთევან დედოფლის გამზირიდან ალექსანდრე წურწუმიას ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის II ნახევარში. თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია ხაზოვანი I ქუჩის სახელწოდებით. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ნუხის ქუჩა, 1960-იან წლებში ალექსანდრე ბოროდინის სახელი დაერქვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 34, ISBN 978-99928-20-35-3.