აზერბაიჯანის პასპორტი
აზერბაიჯანის მოქალაქის პასპორტი | |
---|---|
აზერბაიჯანის მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი | |
გამოშვების თარიღი | 1 სექტემბერი 2013 |
გამცემი | აზერბაიჯანი |
დოკუმენტის ტიპი | ბიომეტრიული პასპორტი[1] |
დანიშნულება | იდენტიფიკაცია |
აუცილებელი მოთხოვნები | აზერბაიჯანის მოქალაქეობა |
მომედების ვადა | 10 წელი |
აზერბაიჯანის მოქალაქის პასპორტი (აზერ. Azərbaycan pasportu) — ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც გაიცემა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეებისათვის. აზერბაიჯანის მოქალაქის პასპორტი გამოიყენება სხვა ქვეყანაში სამოგზაუროდ. ვადა — 10 წელი. გაიცემა 2013 წლის[2] 1 სექტემბრიდან, აზერბაიჯანის პრეზიდენტის 2012 წლის 17 ივლისის ბრძანების შესაბამისად. პასპორტი ბიომეტრიულია. მოქალაქის ბიომეტრიული მონაცემები იწერება RFID-ჩიპზე, რომელიც შეკერილია ბიომეტრიული პასპორტის საიდენტიფიკაციო გვერდზე. პასპორტი 50 გვერდიანია და განკუთვნილია ვიზების და სპეციალური ბეჭდებისთვის. მოქალაქის მონაცემები იწერება აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე. პასპორტი გაიცემა აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს და «ASAN»-ის მიერ.[3] სამსახურეობრივი და დიპლომატიური პასპორტები გაიცემა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ.[4]. ჩვეულებრივი (არაბიომეტრიული) პასპორტები, რომლებიც გაიცა მოქალაქეებს 2013 წლის 1 სექტემბრამდე, ძალაში იქნება ბიომეტრიულ პასპორტებთან ერთად ვადის გასვლამდე (ბოლო ვადაა 1 სექტემბერი, 2023).
უვიზო მიმოსვლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აზერბაიჯანს აქვს ხელშეკრულება 57 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის თაობაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ 57 ქვეყანაში მოკლევადიანი ვიზიტებით, როგორც ტურისტები (ვიზის გარეშე).[5]
პასპორტის აღების პროცესი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პასპორტის წარმოების დრო დამოკიდებულია სახელმწიფო საფასურის გადახდის ოდენობით: ათი (40 მანათი სრულწლოვანთათვის), ხუთი (80 მანათი სრულწლოვანთათვის) ან ერთი (160 მანათი სრულწლოვანთათვის) სამუშაო დღის ვადაში.[6].
პასპორტის მოქმედების ვადებია: ბავშვები 1 წლამდე — ერთი წლის ვადით, ბავშვები 1 წლიდან 3 წლამდე — სამი წლის ვადით, 3 წლის ასაკიდან 18 წლამდე — ხუთი წლის ვადით და 18 წლიდან — ათი წლის ვადით.[7]
გარე იერსახე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამოქალაქო პასპორტი არის მუქი-მწვანე ფერის წარწერით (აზერ. Azərbaycan Respublikasi) «Republic of Azerbaijan» და (აზერ. Pasport) «Passport» აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე.
სამსახურეობრივი პასპორტი არის მუქი-ლურჯი ფერის წარწერით (აზერ. Azərbaycan Respublikasi) «Republic of Azerbaijan» და (აზერ. Xidməti pasport) «Service Passport» აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე.
დიპლომატიური პასპორტი არის მუქი-წითელი ფერის წარწერით (აზერ. Azərbaycan Respublikasi) «Republic of Azerbaijan» და (აზერ. Pasport) «Diplomatic Passport» აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე.[8]
პასპორტის საფარის ცენტრში ოქროსფერით დატანილია აზერბაიჯანის გერბი. პასპორტის საფარის ბოლოში დატანილია ბიომეტრიული პასპორტის ნიშანი, რომელიც ატყობინებს პასპორტში RFID-ჩიპის ქონას.
პასპორტები მზადდება აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე. პასპორტის ზომებია 88×125 მმ, შედგება 4 გარე და 50 შიგა გვერდებისგან. 50-ე გვერდი შეიცავს შტრიხკოდს, სადაც მოცემულია პასპორტის სერიული ნომერი.
სამსახურეობრივი და დიპლომატიური პასპორტების შიგნით მოცემულია ოფიციალური მიმართვა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე, სხვა ქვეყნის შესაბამის ორგანოებს, სადაც თხოვნაა საჭიროებისამებრ დაეხმაროს და მისცეს ნება შეუფერხებლად მოძრაობის პასპორტის მფლობელს.
საიდენტიფიკაციო გვერდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აზერბაიჯანული პასპორტი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
- მფლობელის შავ-თეთრი ფოტო.
- ტიპი (PC — სამოქალაქო პასპორტი, PS — სამსახურებრივი პასპორტი, PD — დიპლომატიური პასპორტი).
- გაცემული სახელმწიფოს კოდი (AZE).
- პასპორტის სერიული ნომერი.
- გვარი
- სახელი
- მოქალაქეობა (Azerbaijan).
- დაბადების თარიღი.
- სქესი.
- დაბადების ადგილი.
- გაცემის თარიღი.
- მოქმედების ვადა.
- პირადი ნომერი (მოქალაქის უნივერსალური შვიდნიშნა PIN-კოდი).
- გაცემის ადგილი.
- მფლობელის ხელმოწერა (მხოლოდ სრულწლოვანი პირისთვის).
მოქალაქის საიდენტიფიკაციო გვერდი მთავრდება მანქანისთვის წაკითხვადი MRZ-კოდით, დაწყებული:
- PCAZE (სამოქალაქო პასპორტი).
- PSAZE (სამსახურებრივი პასპორტი).
- PDAZE (დიპლომატიური პასპორტი).
RFID-ჩიპი შეიცავს იგივე ინფორმაციას, რომელიც ნაჩვენებია ბიომეტრიული პასპორტის საიდენტიფიკაციო გვერდზე, ასევე ბიომეტრიული პასპორტის ფერადი ფოტოსურათი, ინფორმაცია თითის ანაბეჭდის მესაკუთრეზე (მხოლოდ სრულწლოვანი პირისთვის), ხელმოწერის ელექტრონული ვერსია (მხოლოდ სრულწლოვანი პირისთვის) და პასპორტის გამცემი ორგანოს ელექტრონული სერტიფიკატი.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ნორმალური (არაბიომეტრიული) პასპორტის საფარი
-
ნორმალური (არაბიომეტრიული) პასპორტის პირველი გვერდი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს გაიცა პირველი ბიომეტრიული პასპორტი
- ↑ Биометрические паспорта в Азербайджане можно получить в центрах Службы «ASAN» — Госагентство
- ↑ В Азербайджане началась выдача гражданам биометрических паспортов
- ↑ Azərbaycan Respublikası vətəndaşının xidməti pasportu
- ↑ Henley & Partners Visa Restrictions Index Global Ranking 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-04. ციტირების თარიღი: 2016-02-23.
- ↑ Первый биометрический паспорт гражданина Азербайджанской Республики вручен президенту Ильхаму Алиеву. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-06. ციტირების თარიღი: 2016-02-23.
- ↑ Выдача паспортов нового поколения. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-28. ციტირების თარიღი: 2016-02-23.
- ↑ Обнародованы образцы новых биометрических паспортов Азербайджана