საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი
დაარსდა | 1955 |
---|---|
გაუქმდა | 1971 |
რეგიონი | ევროპა |
გუნდების რაოდენობა |
12 (პირველი რაუნდი) 64 (სულ) |
ყველაზე ტიტულ. გუნდი | „ბარსელონა“ (3-ჯერ) |
მოქმედი გამარჯვებული | „ლიდზ იუნაიტედი“ (2-ჯერ) |
საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი (ინგლ. Inter-Cities Fairs Cup) — ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი ევროპის ქვეყნების კლუბებს შორის 1955–1971 წლებში. 1971 წელს ტურნირი უეფას თასმა შეცვალა.
ტურნირის ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბია „ბარსელონა“, რომელმაც 3-ჯერ მოიგო ტიტული. სულ, საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი 9 სხვადასხვა კლუბს აქვს მოგებული. გათამაშების უკანასკნელი გამარჯვებულია ინგლისური „ლიდზ იუნაიტედი“.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტურნირის დაარსების იდეა სამ ადამიანს — შვეიცარიელ ერნსტ ტომენს, იტალიელ ოტორინო ბარაზის და ინგლისელ სერ სტენლი როუზს ეკუთვნის. 1955 წლის 18 აპრილს ეს სამი პატივცემული ჩინოსანი ბაზელის შორიახლოს მდებარე რაიფელდენში შეიკრიბა და ტურნირის დაარსება გადაწყვიტა. შეჯიბრი იმ დიდი ქალაქების გუნდებს შორის გაიმართებოდა, სადაც იმ დროისთვის დიდი ბაზრობები ტარდებოდა. ასეთი ქალაქები მალე შეირჩა. ეს პატივი 12 ქალაქს - ბარსელონას, ბაზელს, ბირმინგემს, ვენას, ზაგრებს, კიოლნს, კოპენჰაგენს, ლოზანას, ლაიფციგს, ლონდონს, მილანსა და ფრანკფურტს ხვდა წილად. ამ შეჯიბრის გამართვით, ტურნირის ორგანიზატორებს ორი კურდღლის დაჭერა სურდათ: ერთი მხრივ ისინი ფეხბურთს გაუწევდნენ პოპულარიზაციას, მეორე მხრივ კი ბაზრობაზე ხალხს მიიზიდავდნენ, გააფართოვებდნენ ტურიზმის ინფრასტრუქტურას და დიდ ფინანსურ მოგებასაც ნახავდნენ.[1]
შეჯიბრი-კონკურსი თავდაპირველად მხოლოდ იმ გუნდებისთვის იყო გახსნილი, რომელთა ქალაქებში სავაჭრო ბაზრობები ტარდებოდა და რა ადგილი ეჭირათ ამ გუნდებს მათ ეროვნული ლიგებში მნიშვნელობა არ ჰქონდა. ადრეულ კონკურსებში ასევე მოქმედებდა წესი "ერთი ქალაქი - ერთი გუნდი". 1968 წლიდან მას ხშირად უწოდებდნენ "დამწევთა თასს" და მასში შედიოდნენ გუნდები, რომლებსაც ლიგაში მაღალი პოზიცია ეჭირათ.
ბაზრობათა თასის პირველი გათამაშება მთელი სამი წელი გაგრძელდა და ბარსელონას ნაკრების (ბარსელონას 10 და ესპანიოლის 1 ფეხბურთელი) გამარჯვებით დასრულდა. ასეთი გაწელილი სეზონი იმით იყო განპირობებული, რომ ორგანიზატორებს, იმ დღეებში როდესაც ბაზრობა არ იმართებოდა, მატჩების ორგანიზაცია უჭირდათ. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირში მონაწილეობის უფლება 12 ქალაქის გუნდს ჰქონდა, 1955–58 წლებში გათამაშებაში მხოლოდ 10 ნაკრები იღებდა მონაწილეობას და მათ ერთმანეთში სულ 23 მატჩი გამართეს. ფინალში კატალონიელებმა ლონდონის ნაკრები დაამარცხეს.
მომავალი სეზონი ერთი წლით ნაკლებ დროში ჩატარდა. 1958–60 წლების ბაზრობათა თასის გათამაშებაში უკვე 16 გუნდი მონაწილეობდა. ტურნირისადმი ინტერესი დღითი დღე იზრდებოდა. შეჯიბრის ორგანიზატორებმა სულ მალე ახალი წესი შემოიღეს, რომლის თანახმადაც, ბაზრობათა თასზე ერთი ქვეყნიდან მხოლოდ ოთხი გუნდის დაშვება შეიძლებოდა. კიდევ ერთ წელიწადში გუნდების რაოდენობა 32-მდე გაიზარდა, ხუთი წლის შემდეგ ბაზრობათა თასისთვის უკვე 48 გუნდი იბრძოდა, ხოლო 1969–70 წლების სეზონში მათი რაოდენობა 64-მდე გაიზარდა. დღესდღეობით უეფას თასზე 100-ზე მეტი კლუბი გამოდის რაც რეკორდია ნებისმიერი საფეხბურთო თუ არასაფეხბურთო ტურნირისათვის.
გათამაშების პირველ წლებში ტურნირზე ესპანური კლუბები დომინირებდნენ. უეფა-ს ჩემპიონთა თასზე განცდილი წარუმატებლობების შემდეგ, ბარსელონა სრული სერიოზულობით მოეკიდა აღნიშნულ შეჯიბრს და პირველობაც სამჯერ მოიპოვა. კატალონიელებს ოდნავ ჩამორჩნენ ვალენსიელები, რომლებმაც ტიტული ორჯერ მოიგეს. სამხრეთული კლუბების ჰეგემონიას ბოლო ლიდზ იუნაიტედმა მოუღო და პირველი ჩრდილოური გუნდი გახდა რომელმაც ოქროს მედლები მოიპოვა. ეს 1968 წელს მოხდა. სწორედ მაშინ დაიწყო ინგლისური კლუბების ჰეგემონია.
1971 წელს ეს შეჯიბრი უეფას თასმა შეცვალა. 1971 წლის 22 სექტემბერს გაიმართა შეხვედრა ტურნირის პირველ და უკანასკნელ გამარჯვებულებს შორის – ბარსელონა ლიდზ იუნაიტედის წინააღმდეგ. მატჩის გამარჯვებული სამუდამოდ დაისაკუთრებდა ტურნირის ორიგინალ თასს. შეხვედრა ესპანური კლუბის გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2–1.[2]
ფინალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სეზონი | ქვეყანა | გამარჯვებული | ანგარიში | დამარცხებული | ქვეყანა |
---|---|---|---|---|---|
1955–58 | ბარსელონა (1) | 2–2; 6–0 | ლონდონის ნაკრები | ||
1958–60 | ბარსელონა (2) | 0–0; 4–1 | ბირმინგემ სიტი | ||
1960–61 | რომა (1) | 2–2; 2–0 | ბირმინგემ სიტი | ||
1961–62 | ვალენსია (1) | 6–2; 1–1 | ბარსელონა | ||
1962–63 | ვალენსია (2) | 2–1; 2–0 | დინამო ზაგრები | ||
1963–64 | რეალ სარაგოსა (1) | 2–1 | ვალენსია | ||
1964–65 | ფერენცვაროში (1) | 1–0 | იუვენტუსი | ||
1965–66 | ბარსელონა (3) | 0–1; 4–2 დ.დ. | რეალ სარაგოსა | ||
1966–67 | დინამო ზაგრები (1) | 2–0; 0–0 | ლიდზ იუნაიტედი | ||
1967–68 | ლიდზ იუნაიტედი (1) | 1–0; 0–0 | ფერენცვაროში | ||
1968–69 | ნიუკასლ იუნაიტედი (1) | 3–0; 3–2 | უიპეშტი | ||
1969–70 | არსენალი (1) | 1–3; 3–0 | ანდერლეხტი | ||
1970–71 | ლიდზ იუნაიტედი (2) | 2–2; 1–1 | იუვენტუსი |
სტატისტიკა და რეკორდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლუბების მიხედვით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლუბი | გამარჯვებული | დამარცხებული | გამარჯვებული | დამარცხებული |
---|---|---|---|---|
ბარსელონა | 3 | 1 | 1958, 1960, 1966 | 1962 |
ვალენსია | 2 | 1 | 1962, 1963 | 1964 |
ლიდზ იუნაიტედი | 2 | 1 | 1968, 1971 | 1967 |
რეალ სარაგოსა | 1 | 1 | 1964 | 1966 |
ფერენცვაროში | 1 | 1 | 1965 | 1968 |
დინამო ზაგრები | 1 | 1 | 1967 | 1963 |
რომა | 1 | 0 | 1961 | |
ნიუკასლ იუნაიტედი | 1 | 0 | 1969 | |
არსენალი | 1 | 0 | 1970 | |
ბირმინგემ სიტი | 0 | 2 | 1960, 1961 | |
იუვენტუსი | 0 | 2 | 1965, 1971 | |
ლონდონის ნაკრები | 0 | 1 | 1958 | |
უიპეშტი | 0 | 1 | 1969 | |
ანდერლეხტი | 0 | 1 | 1970 |
ქვეყნების მიხედვით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი გამარჯვებული ესპანეთს ჰყავს. ესპანურმა გუნდებმა 6-ჯერ მოახერხეს საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასის აღება და 3-ჯერ ფინალში გასულები დამარცხდნენ. სულ 5 ქვეყნის გუნდებმა მოახერხეს საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასის მოპოვება.
ქვეყანა | გამარჯვებული | ფინალისტი |
---|---|---|
ესპანეთი | 6 | 3 |
ინგლისი | 4 | 4 |
იტალია | 1 | 2 |
უნგრეთი | 1 | 2 |
იუგოსლავია | 1 | 1 |
ბელგია | 0 | 1 |
გამარჯვებული მწვრთნელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სეზონი | გამარჯვებული[3] | კლუბი | ||
---|---|---|---|---|
1955–58 | დომენეკ ბალმანია | ბარსელონა | ||
1958–60 | ელენიო ერერა | ბარსელონა | ||
1960–61 | ლუის კარნილია | რომა | ||
1961–62 | ალეხანდრო სკოპელი | ვალენსია | ||
1962–63 | ალეხანდრო სკოპელი (2) | ვალენსია | ||
1963–64 | ანტონი რამალიეტსი | რეალ სარაგოსა | ||
1964–65 | იოჟეფ მესაროში | ფერენცვაროში | ||
1965–66 | როკე ოლსენი | ბარსელონა | ||
1966–67 | ივიცა ხორვატი | დინამო ზაგრები | ||
1967–68 | დონ რევი | ლიდზ იუნაიტედი | ||
1968–69 | ჯო ჰარვი | ნიუკასლ იუნაიტედი | ||
1969–70 | ბერტი მი | არსენალი | ||
1970–71 | დონ რევი (2) | ლიდზ იუნაიტედი |
ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მწვრთნელი | ჩემპიონი | სეზონები |
---|---|---|
ალეხანდრო სკოპელი | 2 | 1961–62, 1962–63 |
დონ რევი | 1967–68, 1970–71 |
ეროვნების მიხედვით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოცემულია მწვრთნელთა ტიტულების რაოდენობა მათი ეროვნების მიხედვით.
მწვრთნელის ეროვნება | ტიტულები |
---|---|
არგენტინა | 5 |
ინგლისი | 4 |
ესპანეთი | 2 |
უნგრეთი | 1 |
იუგოსლავია | 1 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჟურნალი ”ფეხბურთი”. #19(325), 2005 წელი. გვ.14;
- ↑ „Inter Cities Fairs Cup Trophy Play-off“. rsssf.com. ციტირების თარიღი: 4 ივნისი 2017.
- ↑ „Inter-Cities Fairs Cup Winning Managers 1955-58 to 1970-71“. myfootballfacts.com. ციტირების თარიღი: 12 ივნისი 2017.
|