შინაარსზე გადასვლა

ამერიკული სილამაზე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ამერიკული სილამაზე“
ჟანრი დრამა
დამდგმელი რეჟისორი სემ მენდესი
პროდიუსერი ბრიუს კოენი, დენ ჯინკსი
სცენარის ავტორი ალან ბალი
როლებში კევინ სპეისი
ანეტ ბენინგი
მუსიკა თომას ნიუმანი
ოპერატორი კონრად ჰოლი
მონტაჟი თარიქ ანვარი, კრისტოფერ გრინბარი
სტუდია DreamWorks Pictures
გამოსვლის თარიღი 17 სექტემბერი, 1999
ხანგრძლივობა 122 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $15 000 000
შემოსავალი $356 296 601

ამერიკული სილამაზე (ინგლ. American Beauty) — 1999 წლის ამერიკული დრამა. ის რეჟისორ სემ მენდესის სადებიუტო ფილმია. ფილმში ასახულია ამერიკის საშუალო კლასის ცხოვრება და მათი პრობლემები, რომლებიც უკავშირდება ოჯახურ ცხოვრებას, სექსუალობას, მატერიალიზმსა და პირად თავისუფლებას.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ლესტერ ბერნემი განიცდის შუა ასაკის კრიზისს. მას არ აფასებენ სამსახურში და უბედურია ოჯახში. მისი ცოლი კაროლინა რომანს აბამს კოლეგასთან. თინეიჯერი ქალიშვილი ჯეინი კი გატაცებულია რიკით, მეზობლით, რომელიც ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობდა. დეპრესიაში ჩავარდნილ ლესტერს უყვარდება შვილის მეგობარი ანჯელა. მას უბრუნდება ცხოვრების ხალისი: ტოვებს ძველ სამსახურს, იწყებს ვარჯიშს და ეწევა მსუბუქ ნარკოტიკს, რომელსაც რიკისგან ყიდულობს. მათი ურთიერთობის შესახებ გაიგებს რიკის მამა, ყოფილი სამხედრო და ლატენტური ჰომოსექსუალი, რომელიც კლავს ლესტერს.

ოსკარი

ოქროს გლობუსი

BAFTA

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]