მირტი
მირტი ( ლათ. Myrtus; შდრ. სბ. მურტი) — მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარე მირტისებთა ოჯახისა. აქვს თეთრი სურნელოვანი ყვავილი; უპირატესად სუბტროპიკულ და ტროპიკულ მხარეებში ხარობს. მირტის ეთერული ზეთი მდიდარია კამფოლით, ცენეოლით, კამფენით, ალდეჰიდებით. ფოთლები შეიცავს ცხიმოვან, მთრიმლავ, ფისოვან ნივთიერებებს.
სამკურნალო თვისებები
მირტის ნახარში სასარგებლოა კუჭის ტკივილისას, თორმეტგოჯა ნაწლავის, თირკმლის, ტვინის დაავადებებისას. ნახარში რეაგირებს როგორც ანტისეპტიკი. არის შარდმდენი. ხალხური მედიცინა იყენებს ბრონქიტის, ფილტვების ტუბერკულოზის. კურნავს ჭრილობებს, დამწვრობას, ყურების ჩირქოვან დაავადებებს. ნაყენს სვამენ სისხლნაკლულობის დროს, ამზადებენ საფენებს მოტეხილობის შემთხვევებში.
ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურაში
- ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურაში წმ. ვუკოლეს (ბერძ. Βουκόλος) († დაახლ. 100/105. ხსენება 6/19 თებერვალი) შესახებ წერია, რომ მისი გარდაცვალებისა და ქ. ეფესოს სასაფლაოზე დამარხვის შემდეგ მის საფლავზე ამოვიდა მირტის ხე, რომელიც სასწაულებრივად კურნავდა.[1]
კომერციული ფასი
იტალიური მირტის 10 თესლის ფასი 0,8 €1/8 €, ხოლო 100 თესლის ფასი 4 €/6 €-ს ფარგლებში მერყეობს.[2]
ლიტერატურა
- ა. მაყაშვილი, ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი, "საბჭოთა საქართველო", თბ., 1961
რესურსები ინტერნეტში
- სამკურნალო მცენარეთა ლექსიკონი დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.