შინაარსზე გადასვლა

ბალტიის ზღვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
ფიტოპლანქტონის ყვავილობა ბალტის ზღვის სამხრეთ ნაწილში, 3 ივლისი, 2001 (თანამგზავრული ფოტო).

ბალტიის ზღვა — მდებარეობს ჩრდილოეთ ევროპაში, ჩრდილოეთ გრძედის 53–66 გრადუსებსა და აღმოსავლეთის განედის 20–26 გრადუსებს შორის. მას ესაზღვრება სკანდინავიის ნახევარკუნძული, ჩრდილოეთ ევროპის კონტინენტური ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, ცენტრალური ევროპა და დანიის კუნძულები. ბალტიის ზღვა, ერესუნის, დიდი და მცირე ბელტების გავლით უერთდება კატეგატის არეალს.

კატეგატი თავის მხრივ გრძელდება სკაგერაკით ჩრდილოეთის ზღვაში და შემდეგ ატლანტის ოკეანეში. ბალტიის ზღვა უკავშირდება თეთრ ზღვას თეთრი ზღვის არხით, ხოლო ჩრდილოეთის ზღვას კიელის არხით.

რესურსები ინტერნეტში