შინაარსზე გადასვლა

Microsoft Edge

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
06:53, 23 მაისი 2024-ის ვერსია, CommonsDelinker (განხილვა | წვლილი) (- "Edge_Logo_2019.svg". ფაილი წაიშალა Commons-იდან მომხმარებელ Krd-ს მიერ. მიზეზი: No permission since 15 May 2024.)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Microsoft Edge

Microsoft Edge Windows-ზე
მწარმოებელი Microsoft
გამოვიდა 29 ივლისი, 2015; 9 წლის წინ (2015-07-29)
ბოლო გამოშვება
Beta122.0.2365.59 / 7 თებერვალი, 2024; 10 თვის წინ (2024-02-07)[1]
Dev123.0.2420.6 / თებერვალი2024; 10 თვის წინ (2024-02)
Canary124.0.2432.0 / 28 თებერვალი, 2024; 9 თვის წინ (2024-02-28)
ოს Android 8.0 ან შემდგომი
iOS 15.0 ან შემდგომი
macOS 10.15 ან შემდგომი
Windows 10, Windows Server 2016 ან შემდგომი
Linux (კერძოდ, Ubuntu, Debian, Fedora და openSUSE)
პლატფორმა IA-32
x86-64
ARM32
ARM64
ენა ინგლისური, რუსული და სხვა.
ჟანრი ბრაუზერი
საიტი microsoft.com/edge

Microsoft Edge (კოდური სახელწოდებით: Project Spartan) — ვებ-ბრაუზერი, რომელსაც აწარმოებს კომპანია Microsoft. ოფიციალურად ის 2015 წლის 21 იანვარს გახდა ცნობილი და მისი პირველი საცდელი (preview) საჯარო ვერსია გამოვიდა 2015 წლის 30 მარტს. ის შეცვლის Internet Explorer-ს როგორც ძირითად (default) ბრაუზერს შემდეგი ოპერაციული სისტემების მქონე მოწყობილობებში: Windows 10, Windows 10 Mobile.

Microsoft Edge შემუშავდა იმგვარად, რომ ის იყოს მსუბუქი ვებ ბრაუზერი, layout engine-ით, რომელიც შექმნილია ამჟამინდელ ვებ სტანდარტებზე, რაც გულისხმობს „თანამედროვე ინტერნეტ ქსელთან სრულ თავსებადობას“. მას არ აქვს მხარდაჭერა ძველი ტექნოლოგიებისა, როგორიცაა ActiveX, რათა გზა დაუთმოს Microsoft-ის ახალ გაფართოებებსა (extension) და სერვისებს, როგორებიცაა ხმოვანი ასისტენტი Cortana და ღრუბლოვანი მეხსიერების სერვისი OneDrive, ასევე ჩაშენებულია ანოტაციის ხელსაწყოები და კითხვის რეჟიმი (reading mode).

2014 წლის დეკემბერში, ZDNet-ისთვის (ტექნოლოგიური სიახლეების ვებსაიტი) სტატიის წერისას, ტექნოლოგიური სტატიების რედაქტორმა, მერი ჯო ფოლიმ (Mary Jo Foley) განაცხადა, რომ Microsoft-ი ქმნიდა ახალ ვებ ბრაუზერს, კოდური სახელწოდებით „Spartan“, Windows 10-ისთვის. ის ამტკიცებდა, რომ „Spartan“-ი იქნებოდა სრულიად ახალი პროდუქტი და Internet Explorer-ისგან განცაკევებული, თუმცა Internet Explorer 11 ჯერ კიდევ დარჩებოდა სისტემაში, თავსებადობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო.[2]

2015 წლის იანვრის დასაწყისში, The Verge-მა (ტექნოლოგიური სიახლეების ქსელი) მოიპოვა მეტი დეტალები „Spartan“-ის თაობაზე, Microsoft-თან ახლოს მყოფი წყაროებიდან. ძირითადი ინფორმაცია ის იყო რომ ის შეცვლიდა Internet Explorer-ს Windows 10-ის როგორც desktop, ასევე Mobile ვერსიაზე.[3] Microsoft-მა „Spartan“-ი ოფიციალურად წარადგინა Windows 10-თან დაკავშირებულ კონფერენციაზე (keynote), 2015 წლის 21 იანვარს.[4] „Spartan“-ი ბაზარზე შემოვა, როგორც Internet Explorer-ისგან ცალკე მდგომი პროდუქტი, და ექნება ახალი საფირმო ნიშანი; მიუხედავად იმისა რომ ჯერ არ იყო ოფიციალურად გამხელილი მისი საბოლოო სახელი, საჯაროდ მაინც გაცხადდა რომ მის სახელში სიტყვა „Microsoft“ იქნებოდა.[5]

„Spartan“-ი პირველად საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა ძირითადი ბრაუზერის (default browser) სახით - Windows 10 Technical Preview build 10049-ში, რომელიც 2015 წლის 30 მარტს გამოვიდა.[6] ახალი ძრავი (engine), რომელსაც „Spartan“-ი იყენებს, ადრეც იყო ხელმისაწვდომი Windows 10-ის ძველ build-ებში როგორც Internet Explorer 11-ის ნაწილი, და ეს ძრავი ასევე უნდა გამოეყენებინა Windows 10-ის საბოლოო ვერსიის მთავარ ბრაუზერსაც; მას შემდეგ Microsoft-მა განაცხადა რომ Internet Explorer-ი აღარ გამოიყენებდა „Spartan“-ის ძრავს, და რომ IE საერთოდ უკანა პლანზე მოექცეოდა Windows 10-ში.[7][8]

2015 წლის 29 აპრილს, Build კონფერენციის მსვლელობისას, დაანონსდა რომ „Spartan“-ის ოფიციალური სახელწოდება იქნებოდა Microsoft Edge,[9] რასაც ექნებოდა Internet Explorer-ის ოდნავ შეცვლილი ლოგო. Microsoft-ი „არ იშლის E ასოთი დაწყებულ სახელებს, რადგან ასე, ლურჯ ‘e’ ასოზე დაკლიკვას მიჩვეულ მომხმარებლებს აღარ გაუჭირდებათ ახალი ბრაუზერის გახსნა.“[10]

Microsoft Edge დაყენებული იქნება ძირითადი ბრაუზერის (default browser) სახით Windows 10-ის როგორც desktop, ასევე Mobile ვერსიაზე, შესაბამისად, ის ჩაანაცვლებს Internet Explorer 11-სა და Internet Explorer Mobile-ს.[7] Edge-ი იყენებს ახალ layout engine-ს, ასევე ცნობილია EdgeHTML-ის სახელით, რომელიც Trident-ის განშტოებას წარმოადგენს. Trident-ი „შექმნილია თანამედროვე ინტერნეტ ქსელთან სრული თავსებადობით“.[11] ახალი „Edge“ ძრავი (engine) გამოყენებული იქნება ძირითად (default) ძრავად Windows 10-ში, და გვერდების ჩვენება (render) შესაძლებელი იქნება ძველი (legacy) MSHTML ძრავით ძველ პროგრამებთან და ვებსაიტებთან თავსებადობის მიზნით.[12][13]

Edge-ს არ აქვს მხარდაჭერა მოძველებული (legacy) ტექნოლოგიებისა, როგორებიცაა ActiveX და Browser Helper Object-ები, და მათ მაგივრად გამოიყენებს გაფართოების (extension) სისტემას.[12][13][14] Internet Explorer 11 კვლავ დარჩება Edge-ის გვერდზე Windows 10-ში თავსებადობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო; ის თითქმის უცვლელი დარჩება, როგორიც არის Windows 8.1-ში და არ გამოიყენებს Edge-ის ძრავს როგორც ზემოთ მოგახსენეთ.[12][7][13]

Edge-ი ერთიანდება Microsoft-ის online პლათფორმებთან: ის ერთიანდება Cortana-სთან, ციფრულ ასისტენტთან, რომელიც გვაძლევს საშუალებას ხმით ვაკონტროლოთ სისტემა, მოვძებნოთ სხვადასხვა ფუნქციები, და მივიღოთ ძებნის დინამიური, დეტალური და პერსონალიზირებული ინფორმაცია. მომხმარებლებს შეუძლიათ ვებ გვერდებზე გააკეთონ ჩანიშვნები (annotations), რაც ავტომატურად დამახსოვრდება და გაზიარდება OneDrive-ზე, სურვილის შემთხვევაში.[4] ის ასევე მოიცავს „საკითხავი სიის“ („Reading List“) ფუნქციებს და შეუძლია მოახდინოს კონტენტის (content) სინქრონიზაცია (sync) მოწყობილობებს შორის, ასევე აქვს „კითხვის რეჟიმი“ („Reading Mode“), რაც აქრობს გვერდების ყველა არასაჭირო ფორმატირებას რომ უფრო მკაფიო და თვალსაჩინო გახდეს ტექსტი.[4]

EdgeHTML ძრავის ადრეულმა ტესტირებებმა (benchmark) - (რომლებშიც ასევე მონაწილეობდა Edge-ის პირველი beta ვერსია Windows 10 Build 10049-დან) - აჩვენა JavaScript-ის საგრძნობლად გაუმჯობესებული სისწრაფე Internet Explorer 11-ის Trident 7-თან შედარებით, და აღმოჩნდა რომ Microsoft-ის ეს ახალი ბრაუზერი ისეთივე სწრაფია, როგორც Google Chrome 41 და Mozilla Firefox 37. SunSpider-ის მიერ გატესტვამ (benchmark) აჩვენა, რომ Edge-ი გაცილებით უფრო სწრაფია, ვიდრე სხვა ბრაუზერები,[15] თუმცა ყველა სხვა ტესტირების შედეგების მიხედვით, ის უფრო ნელა მუშაობს, ვიდრე Google Chrome, Mozilla Firefox და Opera, ხოლო ზოგ სიტუაციაში კიდევ უფრო ნელა.[16]

მოგვიანების კიდევ ჩატარდა ტესტირება Windows 10 Build 10122-ის ვერსიაზე, რამაც აჩვენა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სიჩქარე IE11-თან და 10049-ის ვერსიასთან შედარებით. Microsoft-ის თქმით, Edge-ი უფრო სწრაფად მუშაობს ვიდრე Chrome-ი და Firefox-ი როგორც Google-ის Octane 2.0-ის, ასევე Apple-ის Jetstream-ის ტესტირებების მიხედვით.[17]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Release notes for Microsoft Edge Beta Channel. Microsoft (27 თებერვალი 2024). ციტირების თარიღი: 28 თებერვალი2024
  2. Foley, Mary Jo. Microsoft-ი ქმნის ახალ ბრაუზერს, როგორც მისი Windows 10-ის ნახტომის ნაწილს. CBS Interactive (December 29, 2014).
  3. Warren, Tom. Windows 10-ის ახალ ბრაუზერს ექნება ყველაზე განვითარებული ფუნქციები. Vox Media (January 8, 2015).
  4. 4.0 4.1 4.2 Ingraham, Nathan. Microsoft-მა ოფიციალურად წარადგინა Spartan, მისი ახალი ვებ ბრაუზერი Windows 10-ისთვის. Vox Media (January 21, 2015).
  5. Warren, Tom. Microsoft-ი წყვეტს Internet Explorer-ის ბრენდის განახლებას. Vox Media (March 17, 2015).
  6. Project Spartan პირველად წარდგა ხალხის წინაშე Windows 10-ის ახალ build-ში. Condé Nast Digital (March 30, 2015). ციტირების თარიღი: March 30, 2015.
  7. 7.0 7.1 7.2 Warren, Tom. Microsoft-ი უკანა პლანზე აყენებს Internet Explorer-ს 'legacy engine'-ით, რათა გზა დაუთმოს მის ახალ ბრაუზერს. Vox Media (March 24, 2015).
  8. Jacobsson Purewal, Sarah. როგორ გავააქტიუროთ Spartan-ის Edge Rendering ძრავი Windows 10-ში. CBS Interactive (February 19, 2015).
  9. Internet Explorer-ის მემკვიდრეს დაერქმევა Microsoft Edge (April 29, 2015). ციტირების თარიღი: April 29, 2015.
  10. Microsoft-ი ამჟღავნებს Edge-ის ახალ ლოგოს, neowin.net, 29 აპრილი, 2015.
  11. Foley, Mary Jo. Microsoft-ის Spartan ბრაუზერი: რა იმალება სცენის მიღმა. CBS Interactive (January 22, 2015).
  12. 12.0 12.1 12.2 Weber, Jason. Spartan-ი და Windows 10 January Preview Build. Microsoft (January 21, 2015).
  13. 13.0 13.1 13.2 Rossi, Jacob. გზა დავუთმოთ ახალ ბრაუზერს: Edge – ჩვენი შემდეგი ნაბიჯი ვებ ტექნოლოგიებში. Microsoft (November 11, 2014).
  14. Warren, Tom. Microsoft-ი ამჟღავნებს, რომ Internet Explorer-ის მემკვიდრე გაფართოებების (extensions) სისტემაზე იმუშავებს. Vox Media (January 27, 2015).
  15. Howse, Brett. Project Spartan-მა აჩვენა სისწრაფის მნიშვნელოვანი ზრდა. Purch (January 25, 2015).
  16. Windows 10-ის ბრაუზერის ტესტირებები: IE, Chrome, Firefox, და Opera - Spartan-ის წინააღმდეგ (April 1, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 27, 2016. ციტირების თარიღი: მაისი 25, 2015.
  17. JavaScript-ის დიდი სისწრაფე Microsoft Edge-ში (May 20, 2015).