შინაარსზე გადასვლა

ზიგოტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
12:04, 17 იანვარი 2020-ის ვერსია, M. (განხილვა | წვლილი) (→‎ლიტერატურა)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ზიგოტა

ზიგოტა — სპერმატოზოიდის მეშვეობით განაყოფიერებული კვერცხუჯრედი. ზიგოტა სხვა უჯრედების მსგავსად განიცდის დანაწევრებას, ანუ გაყოფას, რის გამოც წარმოქმნის შრეებს: ენდოდერმას, ეგზოდერმას და მეზოდერმას. ზიგოტა ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარების საწყისი სტადიაა. განვითარებას იწყებს განაყოფიერების დამთავრებისთანავე ან მკვრივი გარსით იფარება და სვენებად სპორად გარდაიქმნება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]