შინაარსზე გადასვლა

რობერტ ლუის სტივენსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რობერტ ლუის სტივენსონი
ინგლ. Robert Louis Stevenson
დაბადების თარიღი 13 ნოემბერი, 1850
დაბადების ადგილი ედინბურგი, შოტლანდია
გარდაცვალების თარიღი 3 დეკემბერი, 1894
გარდაცვალების ადგილი ვაილიმა, სამოა
დასაფლავებულია Mount Vaea და Grave of Robert Louis Stevenson
საქმიანობა მწერალი
ენა ინგლისური ენა
ეროვნება შოტლანდიელი
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო[1]
 გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი ედინბურგის უნივერსიტეტი და University of Edinburgh School of Law
პერიოდი მე-19 საუკუნე
ჟანრი ნოველისტი, პოეტი, სათავგადასავლო
Magnum opus განძთა კუნძული
მეუღლე ფენი ვანდეგრიფტი[2]
ნათესავ(ებ)ი D. E. Stevenson
ხელმოწერა

რობერტ ლუის ბალფორ სტივენსონი (ინგლ. Robert Louis Balfour Stevenson; დ. 13 ნოემბერი, 1850, ედინბურგი — გ. 3 დეკემბერი, 1894) – შოტლანდიელი მწერალი.

ბიოგრაფია

რობერტ ლუის სტივენსონი დაიბადა დინბურგში 1850 წელს. მამა და ბაბუა ინჟინრები ჰყავდა. ამის გამო რობერტის მომავალიც ინჟინრობასთან იყო დაკავშირებული. ახალგაზრდა სტივენსონმა სწავლა ედინბურგის უნივერსიტეტში დაიწყო, მაგრამ ის მალევე მიხვდა, რომ მას ინჟინერობა არ ხიბლავდა. 1871 წელს მან სასწავლებელი შეიცვალა. რობერტი ტუბერკულიოზით იყო დაავადებული და ამის გამო მას მოუწია თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ქალაქგარეთ - ბეიტანეტში გაეტარბინა. სტივენსონმა დაიწყო მოგზაურობა, თავიდან საფრანგეთსა და ბელგიაში. მოგზაურობასთან ერთად ის წერდა კიდეც. შემდეგ ის გაემგზავრა ჩრდილოეთ ამერიკაში. კალიფორნიაში მას შეუყვარდა ამერიკელი ქალი — ფენი ვანდეგრიფტ ოსბორნი, რომელიც ცოლად მოიყვანა. ფენის ჰყავდა ვაჟი. სტივენსონს თავისი გერი მეტად შეუყვარდა. მწერალს წერამ დიდი წარმატება მოუტანა და ის თავის ოჯახთან ერთად აგრძელებდა მოგზაურობას ჯანმრთელობის ძიებაში. ოჯახმა გადაწყვიტა დასახლებულიყო სამოაში. მათ იყიდეს სახლი და ცხოვრობდნენ იქ 1894 წლამდე (სტივენსონის გარდაცვალებამდე)გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში


თარგი:Link FA

  1. http://web.archive.org/web/20170323092120/http://jeugdliteratuur.org/auteurs/robert-louis-stevenson
  2. Kindred Britain