დაუსრულებელი თხზულებები
„დაუსრულებელი თხზულებები“ | |
---|---|
Unfinished Tales | |
| |
ავტორი | ჯ. რ. რ. ტოლკინი |
ილუსტრატორი | სხვადასხვა |
გარეკანის მხატვარი | სხვადასხვა (2010 წლის გამოცემის ყდა ეკუთვნის ტედ ნასმითს) |
ქვეყანა | ინგლისი |
ენა | ინგლისური |
ჟანრი |
ალტერნატიული ისტორია ფენტეზი |
გამომცემელი | ალენი და ანვინი |
გამოცემის თარიღი | 1980 |
მედია | რბილი ყდა, მაგარი ყდა |
წინამორბედი | სილმარილიონი |
მომდევნო | შუამიწეთის ისტორია |
დაუსრულებელი მოთხრობები (ინგლ. Unfinished Tales) (ასევე ცნობილი, როგორც 'დაუსრულებელი მოთხრობები ნუმენორსა და შუამიწეთზე') არის ჯ. რ. რ. ტოლკინის მოთხრობებისა და ესეების კრებული, გამოცემული მისი შვილის, კრისტოფერ ტოლკინის რედაქციით.
განსხვავებით სილმარილიონისგან, სადაც წარმოდგენილია არდას სამყაროს ქრონოლოგია, დაწყებული მისი შექმნით და ამა თუ იმ ამბის თხრობაც ბოლომდეა მიყვანილი, წიგნში "დაუსრულებელი მოთხრობები" ეფუძნება ტოლკინის დაუსრულებელ ხელნაწერებს. ამასთან, ყოველ მოთხრობას თან ახლავს ახსნა-განმარტებები, სადაც გამოხატულია ვარაუდები ამა თუ იმ ამბის შესაძლო განვითარებაზე - ისევ სხვა ხელნაწერებიდან გამომდინარე.
ისევე, როგორც სილმარილიონის შემთხვევაში, კრისტოფერ ტოლკინმა ეს წიგნიც გამოსცა მხოლოდ მაშინ, როდესაც საფუძვლიანად შეისწავლა მამის მიერ არქივში დატოვებული ჩანაწერები. "დაუსრულებელი მოთხრობები" ინტერესს იწვევს ბეჭდების მბრძანებელში მხოლოდ ნაწილობრივ ნახსენები ფაქტების უფრო ვრცელი სახით გადმოცემით - მოთხრობელია ისტარის, ისილდურის დაღუპვის, როჰანის სამეფოს ჩამოყალიბების შესახებ.
განსაკუთრებულად საინტერესოა ალდარიონისა და ერენდისის ამბის გადმოცემა, რაც წარმოადგენს კუნძულ ნუმენორის ლეგენდებიდან ყველაზე სრული სახით გადარჩენილ ჩანაწერს.
წიგნის კომერციულმა წარმატებისა და ტოლკინის მოყვარულთა მხრიდან მისი აღიარების შემდეგ, კრისტოფერი წლების განმავლობაში გამოსცემდა წიგნების არანაკლებ მნიშვნელოვან სერიას შუამიწეთის ისტორია.
თავები
ნაწილი 1 - პირველი ეპოქა
- ტუორსა და მის გონდოლინში მისვლაზე
- Narn i Chîn Húrin (ამბავი ჰურინის შვილების)
ნაწილი 2 - მეორე ეპოქა
- ნუმენორის კუნძულის აღწერა
- ალდარიონი და ერენდისი - მეზღვაურის ცოლი
- ელროსის ხაზი: ნუმენორის მეფეები
- ამბავი გალადრიელისა და კელებორნისა
ნაწილი 3 - მესამე ეპოქა
- დამარცხება ზამბახის ველზე
- კირიონი და ეორლი და გონდორისა და როჰანის მეგობრობა
- მოგზაურობა ერებორში
- ნადირობა ბეჭედზე
- ბრძოლა იზენთან
ნაწილი 4
- დრუადანები
- ისტარი
- პალანტირი