გიორგი გვაზავა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
მ დაემატა კატეგორია:საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრები გაჯეტ HotCat-ით |
||
(არ არის ნაჩვენები 39 მომხმარებელთა 15 შუალედ ვერსიებში) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
{{ინფოდაფა პოლიტიკოსი |
|||
⚫ | '''გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა''' ([[23 აპრილი]] [[1869]] |
||
|მეუღლე=ნინო ჩერქეზიშვილი |
|||
|შვილები=მზია გვაზავა, ჯამლეთ გვაზავა|პარტია=[[ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ისტორიული)|ეროვნულ-დემოკრატიული პარტია]]|ძირითადი იდეები=[[ნაციონალიზმი]]|საქმიანობა=პოლიტიკოსი, იურისტი, მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი|მოქალაქეობა={{დროშა|რუსეთის იმპერია}} <br /> {{დროშა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა}} <br /> {{დროშა|საფრანგეთი}}}} |
|||
⚫ | '''გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა''' (დ. [[23 აპრილი]], [[1869]] , [[სუჯუნა]], [[სენაკის მაზრა]] — გ. [[20 იანვარი]], [[1941]] , [[პარიზი]]) — [[ქართველი]] პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი, მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, [[ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ისტორიული)|ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის]] ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. |
||
==ბიოგრაფია== |
|||
დაიბადა ვაჭრის ოჯახში. დაობლდა ადრეულ ასაკში. ზრდიდა ბიძა, ბლაღოჩინი შალამბერიძე სოფელ [[ნოქალაქევი|ნოქალაქევსა]] და [[მარტვილი|მარტვილში]]. განათლება მიიღო [[თბილისის სასულიერო სემინარია]]სა და მეორე გიმნაზიაში, რომელიც ოქროს მედალზე დაამთავრა. გიმნაზიის დამთავრებისთანავე, 1889 წელს შევიდა [[მოსკოვი]]ს საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სამთავრობო სტიპენდიით. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ [[პარიზი|პარიზში]] გაემგზავრა და ერთი წლის განმავლობაში იყო [[სორბონის უნივერსიტეტი]]ს თავისუფალი მსმენელი. 1892-1893 წლებში მონაწილეობა მიიღო ქართული სტუდენტური გაერთიანება „თავისუფლების ლიგის“ შექმნაში, რისთვისაც სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც მისცეს, მაგრამ, ბრალდების სიმცირის გამო, არ დაუსჯიათ, საქმე წარმოებით შეწყდა. |
|||
1895 წელს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ცხოვროდა [[თბილისი|თბილისში]] და მუშაობდა ადვოკატად, ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ და პუბლიცისტურ მოღვაწეობას, თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ პრესაში. 1905 წელს შეადგინა „საქართველოს ავტონომიის სტატუტის“ პროექტი. მისი მიხედვით საქართველო 12 კანტონად დაიყოფოდა, თითოეულს ექნებოდა საკუთარი [[თვითმმართველობა]], საქართველოს კი [[ავტონომია]] რუსეთის შემადგენლობაში. 1905-1906 წლებში აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ფუძემდებლური დოკუმენტების შემუშავებაში, თუმცა მაშინ პარტიის დაარსება ვერ მოხერხდა. 1906 წელს იყო გაზეთ „ავტონომიური საქართველოს" დაარსების ინიციატორი, მაგრამ გამოცემის სახელწოდებას დიდი წინააღმდეგობა შეხვდა და საქმე ჩაიშალა. 1907 წელს მისი რედაქტორობით დაფუძნდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების რუსულენოვანი ყოველკვირეული გაზეთი „Грузинская мысль“. გაზეთი პირველივე ნომრის გამოცემისთანავე ცენზურამ აკრძალა, ხოლო რედაქტორი გადაასახლეს. 1907 წლის ივნის-ოქტომბერში ესწრებოდა ჰააგის საერთაშორისო კონფერენციას, რომელსაც [[ვარლამ ჩერქეზიშვილი|ვარლამ ჩერქეზიშვილთან]] ერთად წარუდგინა „საქართველოს ხალხის მემორანდუმი" საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით. 1910 წელს ჟურნალ „[[ერი (ჟურნალი)|ერის]]" ფურცლებზე დაიბეჭდა მისი წერილების სერია „ჩეხია", რომელიც ცალკე ბროშურადაც გამოიცა. ამ, „სახელმწიფოში არსებული წესწყობილების დარღვევისაკენ მიმართული თხზულების გავრცელებისათვის“ გიორგი გვაზავას ერთი წლით მეტეხის ციხეში ჩასმა მიესაჯა. |
|||
1914 წელს იყო ჟურნალ [[კლდე (ჟურნალი)|„კლდეს“]] ერთ-ერთი დამაარსებელი. 1917 წელს რუსულ ენაზე გამოსცა ნაშრომი „საქართველო საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით“, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის მართლზომიერებას ასაბუთებდა. 1917 წელს შედიოდა [[ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი]]ს ეროვნებათა საბჭოს შემადგენლობაში. 1917 წელს იყო [[ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ისტორიული)|ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის]] ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი მთავარი კომიტეტის წევრი. პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე, როგორც ყრილობის თავმჯდომარის მოადგილე, პრეზიდიუმში აირჩიეს. მოხსენებით გამოვიდა ყრილობის პირველ საკითხზე „საქართველოს ავტონომიის შესახებ“. 1917 წლის ნოემბერში აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ყრილობის მუშაობაში, აირჩიეს [[საქართველოს ეროვნული საბჭო|ეროვნული საბჭოსა]] და მისი აღმასკომის წევრად. 1918 წელს იყო [[ამიერკავკასიის სეიმი]]ს წევრი, მონაწილეობა მიიღო [[ტრაპიზონის სამშვიდობო კონფერენცია]]სა და [[ბათუმის ხელშეკრულება|ბათუმის მოლაპარაკებებში]] ამიერკავკასიის სახელმწიფოებსა და [[ოსმალეთის იმპერია]]ს შორის. იყო [[საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი|საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი]]ს პროექტის ერთ-ერთი ავტორი და ხელი მოაწერა მას. 1918 წლის განმავლობაში იყო ედპ-ის ფრაქციის ლიდერი საქართველოს პარლამენტში. 1919 წელს იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხაზინადარი. არჩეულ იქნა [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|საქართველოს დამფუძნებელი კრების]] დეპუტატად, იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრი და მდივანი, კონსტიტუციის სარედაქციო კომისიის წევრი, შედიოდა ასევე, კრების სარეგლამენტო და საგარეო საქმეთა კომისიებში. [[1920]] წელს გამოსცა ნაშრომი „ძირითადი პრინციპები საკონსტიტუციო უფლებისა“. |
|||
1921 წლიდან წავიდა გიორგი გვზავა ემიგრაციაში. აქტიურად მონაწილეობდა ემიგრაციის პოლიტიკურ ცხოვრებაში, თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. 1926 წლიდან იყო „პრომეთეს“ ლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელი, 1926-1939 წლებში იყო ფრანგულ ენოვან ჟურნალ „პრომეთეს“ რედაქტორი. ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას. თარგმნა სოფოკლეს „ანტიგონე“ (1912), პ. ჟ. კრებიიონის „ფარსმან, მეფე ივერიისა“, „რადამისტი და ზენობია“ (1929), ჟ. რასინის „მითრიდატე“ (1934), ესქილეს „მიჯაჭვული პრომეთე“ (1935) და სხვ. 1928-1931 წლებში პარიზში ქართულ ენაზე გამოაქვეყნა ხუთი წერილი საერთო სათაურით „საქართველო და ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, რომლებშიც აღწერა პარტიის ისტორია დაარსებოდან 1920-იანი წლების შუამდე. მისი რედაქტორობით 1929-1935 წწ. პარიზში გამოდიოდა „საქართველოს გაერთიანებული ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული კომიტეტის ორგანო“ გაზეთი „საქართველო“. წერდა ფსევდონიმებით: „Politicys“, „X“, „გ. გ“, „მეთვალყურე“, „მკითხველი“, „სტამბოლელი“, „წკიპურტი“. 1938 წელს პარიზში გამოიცა მის მიერ ფრანგულად თარგმნილი „[[ვეფხისტყაოსანი|ვეფხისტყაოსნის]]“ პროზაული ვარიანტი. |
|||
გიორგი გვაზავა 1941 წელს გარდაიცვალა პარიზში, დაკრძალულია ბატინიოლის სასაფლაოზე. |
|||
==ლიტერატურა== |
|||
{{სდრ|92-93|[[ოთარ ჯანელიძე|ჯანელიძე ო.]]}} |
|||
*{{წიგნი| ავტორი= [[ირაკლი ხვადაგიანი|ხვადაგიანი ი.]]| series=| სათაური=„საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“| გამომცემლობა=„[[საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია]]“ |ადგილი=თბილისი |წელი=2016| origyear=| isbn=978-9941-0-9318-0| edition=|გვერდები=192-193}} |
|||
{{ქსე|3|131|იმედაშვილი გ. სიდამონიძე უ.}} |
|||
*''დაუშვილი რ., კალანდაძე გ., ობახიძე რ., ჯაფარიძე გ., ტარტარაშვილი თ.'', „ქართველები უცხოეთში“: წგნ. 1, თბილისი, 2012 |
|||
*{{წიგნი|ავტორი=ჯანელიძე ო.|სათაური=„ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან“|გამომცემლობა=„მეცნიერებება“ |ორიგინალი=|ადგილი=თბილისი|წელი=2002|isbn=99928-962-0-5|ბმული=http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/317039|გვერდები=}} |
|||
*{{წიგნი | ავტორი=[[გურამ შარაძე|შარაძე გ.]] | ტომი=II| სათაური=უცხოეთის ცის ქვეშ| გამომცემლობა=„მერანი“ |ადგილი=თბილისი |წელი=1993| origyear=| isbn=| edition=|გვერდები=163-176|ბმული=http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/303885}} |
|||
== რესურსები ინტერნეტში == |
|||
{{nplg ბიოგრაფია|00000995}} |
|||
{{nplg ემიგრანტი|00000012}} |
|||
{{nplg ილია|00000067}} |
|||
==სქოლიო== |
|||
{{სქოლიო}} |
|||
{{საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები}} |
|||
{{DEFAULTSORT:გვაზავა, გიორგი}} |
|||
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]] |
|||
[[კატეგორია:ქართველი იურისტები]] |
|||
[[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]] |
|||
[[კატეგორია:დაბადებული 23 აპრილი]] |
|||
[[კატეგორია:დაბადებული 1869]] |
|||
[[კატეგორია:გარდაცვლილი 20 იანვარი]] |
|||
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1941]] |
|||
[[კატეგორია:ქართველი ნაციონალისტები]] |
|||
[[კატეგორია:დაკრძალულები საფრანგეთში]] |
|||
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]] |
|||
[[კატეგორია:ქართველები საფრანგეთში]] |
|||
[[კატეგორია:ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები]] |
|||
[[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]] |
|||
[[კატეგორია:აბაშის მუნიციპალიტეტში დაბადებულები]] |
|||
[[კატეგორია:საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრები]] |
უკანასკნელი რედაქცია 07:36, 10 ივლისი 2023-ის მდგომარეობით
გიორგი გვაზავა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 23 აპრილი, 1869[1] |
დაბადების ადგილი | სუჯუნა |
გარდაცვალების თარიღი | 20 იანვარი, 1941[1] (71 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პარიზი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საფრანგეთი |
განათლება | მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი |
პარტია | ეროვნულ-დემოკრატიული პარტია |
ძირითადი იდეები | ნაციონალიზმი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი, იურისტი, მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი |
მეუღლე/ები | ნინო ჩერქეზიშვილი |
შვილ(ებ)ი | მზია გვაზავა, ჯამლეთ გვაზავა |
გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა (დ. 23 აპრილი, 1869 , სუჯუნა, სენაკის მაზრა — გ. 20 იანვარი, 1941 , პარიზი) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი, მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ვაჭრის ოჯახში. დაობლდა ადრეულ ასაკში. ზრდიდა ბიძა, ბლაღოჩინი შალამბერიძე სოფელ ნოქალაქევსა და მარტვილში. განათლება მიიღო თბილისის სასულიერო სემინარიასა და მეორე გიმნაზიაში, რომელიც ოქროს მედალზე დაამთავრა. გიმნაზიის დამთავრებისთანავე, 1889 წელს შევიდა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სამთავრობო სტიპენდიით. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ პარიზში გაემგზავრა და ერთი წლის განმავლობაში იყო სორბონის უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი. 1892-1893 წლებში მონაწილეობა მიიღო ქართული სტუდენტური გაერთიანება „თავისუფლების ლიგის“ შექმნაში, რისთვისაც სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც მისცეს, მაგრამ, ბრალდების სიმცირის გამო, არ დაუსჯიათ, საქმე წარმოებით შეწყდა.
1895 წელს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ცხოვროდა თბილისში და მუშაობდა ადვოკატად, ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ და პუბლიცისტურ მოღვაწეობას, თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ პრესაში. 1905 წელს შეადგინა „საქართველოს ავტონომიის სტატუტის“ პროექტი. მისი მიხედვით საქართველო 12 კანტონად დაიყოფოდა, თითოეულს ექნებოდა საკუთარი თვითმმართველობა, საქართველოს კი ავტონომია რუსეთის შემადგენლობაში. 1905-1906 წლებში აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ფუძემდებლური დოკუმენტების შემუშავებაში, თუმცა მაშინ პარტიის დაარსება ვერ მოხერხდა. 1906 წელს იყო გაზეთ „ავტონომიური საქართველოს" დაარსების ინიციატორი, მაგრამ გამოცემის სახელწოდებას დიდი წინააღმდეგობა შეხვდა და საქმე ჩაიშალა. 1907 წელს მისი რედაქტორობით დაფუძნდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების რუსულენოვანი ყოველკვირეული გაზეთი „Грузинская мысль“. გაზეთი პირველივე ნომრის გამოცემისთანავე ცენზურამ აკრძალა, ხოლო რედაქტორი გადაასახლეს. 1907 წლის ივნის-ოქტომბერში ესწრებოდა ჰააგის საერთაშორისო კონფერენციას, რომელსაც ვარლამ ჩერქეზიშვილთან ერთად წარუდგინა „საქართველოს ხალხის მემორანდუმი" საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით. 1910 წელს ჟურნალ „ერის" ფურცლებზე დაიბეჭდა მისი წერილების სერია „ჩეხია", რომელიც ცალკე ბროშურადაც გამოიცა. ამ, „სახელმწიფოში არსებული წესწყობილების დარღვევისაკენ მიმართული თხზულების გავრცელებისათვის“ გიორგი გვაზავას ერთი წლით მეტეხის ციხეში ჩასმა მიესაჯა.
1914 წელს იყო ჟურნალ „კლდეს“ ერთ-ერთი დამაარსებელი. 1917 წელს რუსულ ენაზე გამოსცა ნაშრომი „საქართველო საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით“, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის მართლზომიერებას ასაბუთებდა. 1917 წელს შედიოდა ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის ეროვნებათა საბჭოს შემადგენლობაში. 1917 წელს იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი მთავარი კომიტეტის წევრი. პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე, როგორც ყრილობის თავმჯდომარის მოადგილე, პრეზიდიუმში აირჩიეს. მოხსენებით გამოვიდა ყრილობის პირველ საკითხზე „საქართველოს ავტონომიის შესახებ“. 1917 წლის ნოემბერში აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ყრილობის მუშაობაში, აირჩიეს ეროვნული საბჭოსა და მისი აღმასკომის წევრად. 1918 წელს იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი, მონაწილეობა მიიღო ტრაპიზონის სამშვიდობო კონფერენციასა და ბათუმის მოლაპარაკებებში ამიერკავკასიის სახელმწიფოებსა და ოსმალეთის იმპერიას შორის. იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის პროექტის ერთ-ერთი ავტორი და ხელი მოაწერა მას. 1918 წლის განმავლობაში იყო ედპ-ის ფრაქციის ლიდერი საქართველოს პარლამენტში. 1919 წელს იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხაზინადარი. არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატად, იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრი და მდივანი, კონსტიტუციის სარედაქციო კომისიის წევრი, შედიოდა ასევე, კრების სარეგლამენტო და საგარეო საქმეთა კომისიებში. 1920 წელს გამოსცა ნაშრომი „ძირითადი პრინციპები საკონსტიტუციო უფლებისა“.
1921 წლიდან წავიდა გიორგი გვზავა ემიგრაციაში. აქტიურად მონაწილეობდა ემიგრაციის პოლიტიკურ ცხოვრებაში, თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. 1926 წლიდან იყო „პრომეთეს“ ლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელი, 1926-1939 წლებში იყო ფრანგულ ენოვან ჟურნალ „პრომეთეს“ რედაქტორი. ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას. თარგმნა სოფოკლეს „ანტიგონე“ (1912), პ. ჟ. კრებიიონის „ფარსმან, მეფე ივერიისა“, „რადამისტი და ზენობია“ (1929), ჟ. რასინის „მითრიდატე“ (1934), ესქილეს „მიჯაჭვული პრომეთე“ (1935) და სხვ. 1928-1931 წლებში პარიზში ქართულ ენაზე გამოაქვეყნა ხუთი წერილი საერთო სათაურით „საქართველო და ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, რომლებშიც აღწერა პარტიის ისტორია დაარსებოდან 1920-იანი წლების შუამდე. მისი რედაქტორობით 1929-1935 წწ. პარიზში გამოდიოდა „საქართველოს გაერთიანებული ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული კომიტეტის ორგანო“ გაზეთი „საქართველო“. წერდა ფსევდონიმებით: „Politicys“, „X“, „გ. გ“, „მეთვალყურე“, „მკითხველი“, „სტამბოლელი“, „წკიპურტი“. 1938 წელს პარიზში გამოიცა მის მიერ ფრანგულად თარგმნილი „ვეფხისტყაოსნის“ პროზაული ვარიანტი.
გიორგი გვაზავა 1941 წელს გარდაიცვალა პარიზში, დაკრძალულია ბატინიოლის სასაფლაოზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯანელიძე ო., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 92-93.
- ხვადაგიანი ი., „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“, თბილისი: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, 2016. — გვ. 192-193, ISBN 978-9941-0-9318-0.
- იმედაშვილი გ. სიდამონიძე უ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 131.
- დაუშვილი რ., კალანდაძე გ., ობახიძე რ., ჯაფარიძე გ., ტარტარაშვილი თ., „ქართველები უცხოეთში“: წგნ. 1, თბილისი, 2012
- ჯანელიძე ო., „ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან“, თბილისი: „მეცნიერებება“, 2002, ISBN 99928-962-0-5.
- შარაძე გ., უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. II, თბილისი: „მერანი“, 1993. — გვ. 163-176.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგი გვაზავა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი გვაზავა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი გვაზავა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაბადებული 23 აპრილი
- დაბადებული 1869
- გარდაცვლილი 20 იანვარი
- გარდაცვლილი 1941
- საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები
- ქართველი იურისტები
- ქართველი პუბლიცისტები
- ქართველი ნაციონალისტები
- დაკრძალულები საფრანგეთში
- საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები
- ქართველები საფრანგეთში
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები
- ქართველი მთარგმნელები
- აბაშის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრები