შინაარსზე გადასვლა

ალბერტ აინშტაინი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: გაუქმებულია
5.178.205.44-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
 
(არ არის ნაჩვენები 20 მომხმარებელთა 12 შუალედ ვერსიებში)
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ინფოდაფა მეცნიერი}}
{{ინფოდაფა მეცნიერი}}
'''ალბერტ აინშტაინი''' ({{lang-de|Albert Einstein}}; დ. [[14 მარტი]], [[1879]], [[ულმი]], [[გერმანიის იმპერია|გერმანია]] — გ. [[18 აპრილი]], [[1955]], [[პრინსტონი]], [[აშშ]]) — ფიზიკოს-თეორეტიკოსი, საყოველთაოდ მიჩნეულია XX საუკუნის უდიდეს მეცნიერად. მან წამოაყენა [[ფარდობითობის თეორია]] და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი [[კვანტური მექანიკა|კვანტური მექანიკის]], [[სტატისტიკური მექანიკა|სტატისტიკური მექანიკისა]] და [[ფიზიკური კოსმოლოგია|კოსმოლოგიის]] განვითარებაში. [[1921]] წელს მიენიჭა [[ნობელის პრემია]] ფიზიკაში 1905 წელს [[ფოტოელექტრონული ეფექტი]]ს მისეული განსაზღვრებისთვის და ასევე თეორიულ ფიზიკაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის.
'''ალბერტ აინშტაინი''' ({{lang-de|Albert Einstein}}; დ. [[14 მარტი]], [[1879]], [[ულმი]], [[გერმანიის იმპერია|გერმანია]] — გ. [[18 აპრილი]], [[1955]], [[პრინსტონი]], [[აშშ]]) — ფიზიკოს-თეორეტიკოსი, საყოველთაოდ მიჩნეულია XX საუკუნის უდიდეს მეცნიერად. მან წამოაყენა [[ფარდობითობის თეორია]] და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი [[კვანტური მექანიკა|კვანტური მექანიკის]], [[სტატისტიკური მექანიკა|სტატისტიკური მექანიკისა]] და [[ფიზიკური კოსმოლოგია|კოსმოლოგიის]] განვითარებაში. [[1921]] წელს მიენიჭა [[ნობელის პრემია]] ფიზიკაში 1905 წელს [[ფოტოელექტრონული ეფექტი]]ს მისეული განსაზღვრებისთვის და ასევე თეორიულ ფიზიკაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის.

==მეცნიერება==
{{ვიკი}}
ალბერტ აინშტაინმა ნიუტონისეული სამყაროს კონცეფციების საფუძვლები, განსაკუთრებით გრავიტაციასთან დაკავშირებით, რადიკალურად შეცვალა. 1915 წელს აინშტაინი ფარდობითობის სპეციალური თეორიის სრულყოფაზე მუშაობდა(1905). საუბარია, ფარდობითობის სპეციალური თეორიის განზოგადებაზე. ამ შემთხვევაში ,აინშტაინი გრავიტაციული და ინერციული მასების ტოლობის ექსპერიმენტულ ფაქტს ემყარება და ფარდობითობის ზოგად პრინციპს გამოთქვამს. მან ინერცია და გრავიტაცია გააიგივა რამაც გრავიტაციული ვერსიის ახალი თეორია შექმნა. ამ თეორიის თანახმად გრავიტაციული ველი შედეგია სივრცე-დროის კონტინნუმის გამრუდებისა, რაც მატერიალური სხეულებითაა გამოწვეული. ამდენად, მატერია, დრო და სივრცე განუყოფელია. დროსა და სივრცეში ობიექტების გრავიტაცია და აჩქარება, როგორც მათემატიკური, ასევე კონცეფტუალური თვალსაზრისით, ეკვივალენტურად ითვლება. ეკვივალენტობის ეს პრინციპი ახალი ფარდობითობის ზოგადი თეორიის ქვაკუთხედი გახდა.

იმხანად, ფიზიკოსთა უმრავლესობის მსგავსად, აინშტაინსაც სჯეროდა, რომ სამყარო სტატიკური და უცვლელი იყო. "ეს იყო ჩემი მეცნიერული კარიერის მანძილზე დაშვებული ყველაზე დიდი შეცდომა" თქვა მეცნიერმა. ამ შეცდომამ აინშტაინსდინამიკური სამყაროს გაფართოების სიჩქარის აღმოჩენაში შეუშალა ხელი. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ მისი გრავიტაციული ველის განტოლებაში ჩადებული იყო ვარაუდი სამყაროს გაფართოების თუ შემჭიდროების შესახებ. მიუხედავად ამისა, აინშტაინმა განტოლების შეცვლა გადაწყვიტა და ახალი ტერმინი-" კოსმოლოგიური პრინციპი" შემოიტანა, რომლის თანახმად, საკმარისად დიდ, ე.წ. კოსმოლოგიურ მაშტაბებში, სამყარო ერთნაირი ჩანს ნებისმიერი დამკვირვებლისთვის. არსი კი ისაა, რომ სფეროს ზედაპირზე ცენტრი არ არსებობს. 1917 წლისთვის, აინშტაინის განტოლებების საფუძველზე უკვე ორი კოსმოლოგიური მოდელი არსებობდა: საკუთრივ აინშტაინისეული მატერიით სავსე სტატიკური სფერო და ნიდერლანდელი ასტრონომის ვილემ დე სიტერის მატერიისგან ვარიელი გაფართოებადი სამყარო. 1920 წელს რუსმა მეტეორილოგმა ალექსანდრ ფრიდმანმა და ბელგელმა კათოლიკე მღვდელმა, იმავდროულმა მათემატიკოსმა, ჟორჟ ლამეტრმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, აინშტაინის განტოლების გაანალიზების საფუძველზე გადაწყვიტეს, სამყაროს გაფართოების კანონზომიერების დადგენაში საკუთარი წვლილი შეეტანათ. 1905 წელს, აინშტაინმა გამოაქვეყნა ფოტოელექტრული ეფექტის შესახებ ნაშრომი სახელწოდებით "ევრისტიკული მეთოდი წარმოებაში და სინათლის გარდაქმნაში". როგორც აინშტაინი აცხადებდა, საჭირო იყო გვევარაუდა, რომ ერთი მხრივ, სინათლე ცალკეული ნაწილების, კვანტებისგან არის შემდგარი, რომელიც პლანკის კანონის თანახმად რეგულირდება, ხოლო მეორე მხრივ, სინათლე უწყვეტი ტალღაა. ამ ნაშრომისთვის, რომელიც კვანტური მექანიკის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს, აინშტაინს 1921 წელს ფიზიკის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა. თუმცა,სამი წლით ადრე ნობელის პრემია მაქს პლანკსაც ერგო.

ენერგიის რაობის კვლევის საფუძველზე აინშტაინი 1905 წელს უმნიშვნელოვანეს დასკვნამდე მივიდა. ის ფიქრობდა, რომ, მასასა და ენერგიას შორის კავშირი არსებობდა. აინშტაინი აცხადებდა, რომ ენერგია, რომელიც ამოძრავებს საგანს და მასა, როგორც საგნის წონა, არ არიან ერთმანეთისგან განსხვავებულნი.უკეთ რომ ვთქვათ, მასა შესაძლებელია გარდაიქმნას ენერგიად და ენერგია მასად. ეს ყიველივე მან მათემატიკურ განტოლებაში ასე ჩამოაყალიბა:E=mc². მასისა და ენერგიის ეკვივალენტობა ხსნის ბირთვულ დაშლას. 1934 წელს ცოლ-ქმარმა, პოლონელმა ირენ კიურიმ და ფრანგმა ფრედერიკ ჟოლიომ, ხელოვნური რადიოაქტივობა აღმოაჩინეს, რისთვისაც ერთი წლის თავზე ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიიღეს.
ალბერტ აინშტაინმა, რომელიც ბერნის(შვეიცარია) საპატიო ბიუროში ტექნიკის ექსპერტად მუშაობდა, ეთერის არსებობა საბოლოოდ გამორიცხა და სინათლის სიჩქარის პრობლემა გადაწყვიტა. 1905 წლის ივნისში, მან სამი ნაშრომი გამოაქვეუნა, რამაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მეცნიერის სტატუსი არგუმა. ამავე დროს, აინშტაინმა ორი კონცეპტუალური რევოლუცია მოახდინა, რამაც მანამდე არსებული კონცეფცია დროზე, სივრცესა და რეალობაზე სრულად შეცვალა.
1905 წლის ნაშრომში აინშტაინმა აღნიშნა, რომ რადგან შეუძლებელია დააფიქსირო, მოძრაობ თუ არა ერთის მიმართ, თავად ეთერის ცნებაც ზედმეტია.ამგვარად, აინშტაინის მთავარი პოსტულატი იყო ის, რომ მეცნიერების კანონები ერთი და იგივეა ყველა იმ დამკვირვებლისთვის, რომელიც თავისუფლად მოძრაობს.უფრო კონკრეტულად, ნებისმიერმა დამკვირვებელმა სინათლის სიჩქარე უნდა გაზომოს იმისგან დამოუკდებლად, თუ როგორ მოძრაობს ის. დადგა აუცილებლობა,გამოგვერიცხა ის იდეა, რომ ყველა საათისთვის გაზომვადი უნივერსალური დრო არსებობდა. გამორიცხულია, რადგან თითოეულს საკუთარი პერსონალური დრო ჰქონდა.იმ შემთხვევაში თუ მეტხანს სურს სიცოცხლე, ფრენის კურსი აღმოსავლეთისკენ უნდა შეინარჩუნო როდესაც თვითმფრინავში ხარ, რადგან თვითმფრინავის სიჩქარე დედამიწის ბრუნვას აჩქარებს.აინშტაინის პოსტულატის თანახმად, ბუნების კანონები იდენტურია ყველა იმ დამკვირვებლისთვის, ვინც თავისუფლად მოძრაობს, რაც ფარდობითობის თეორიის საფუძველს წარმოადგენდა. თეორიის სახელწოდება მომდინარეობს იმ ფაქტორიდან, რომ მხოლოდ ფარდობითი მოძრაობაა მნიშვნელოვანი.ფარდობითობის უმნიშვნელოვანესი შედეგია კავშირი მასასა და ენერგიას შორის.აინშტაინის პოსტულატის თანახმად, სინათლის სიჩქარე იდენტურია ყველა დამკვირვებლისთვის, რაც იმას გულისხმობდა, რომ სინათლეზე სწრაფად არაფერი მოძრაობს.საქმე ის გახლავთ, რომ კოსმოსური ხომალდის ან რაიმე ნაწილაკის აჩქარების მიზნით ენერგიის გამოყენებისას, ობიექტის მასა იზრდება, რაც ართულებს სიჩქარის შემდგომ მატებას. 1912 წელს ციურიხში დაბრუნებულ აინშტაინს გენიალური იდეა დაებადა. ის მიხვდა რომ აჩქარებისა და გრავიტაციის ეკვივალენტობა იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ გეომეტრიაში რეალურად იმოქმედებს გაცემისა და მიღების წესი.1933 წელს, როდესაც ნაცისტები გერმანიის ხელისუფლებაში მოვიდნენ, აინშტაინმა ქვეყანა დატოვა და გერმანიის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა. მან ცხოვრების უკანასკნელი 22 წელი ნიუ-ჯერსში გაატარ, სადაც პრინსტონის პერსპექტიული კვლევების ინსტიტუტში სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. ნაცისტებმა "ებრაული მეცნიერებისა" და გერმანიაში მცხოვრები უამრავი ებრაელი მეცნიერის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს. კამპანიის მთავარ სამიზნედ აინშტაინი და მისი ფარდობითობის თეორია იქცა. ბოლო ასი წლის განმავლობაში , მსოფლიოში იმდენი რადიკალური ცვლილება მოხდა, რამდენიც კაცობრიობის მთელი დანარჩენი ისტორიის მანძილზე არ მომხდარა. ამის მიზეზი არა პოლიტიკა ან ეკონომიკა, არამედ ტექნოლოგიაა. ტექნოლოგიური მიღწევების საფუძვლად კი მეცნიერული აღმოჩენები და წინსვლა იქცა.


== ბიოგრაფია ==
== ბიოგრაფია ==
ხაზი 63: ხაზი 51:
* {{Internet Archive author |search=Albert Einstein}}
* {{Internet Archive author |search=Albert Einstein}}
* {{Librivox author |id=1035}}
* {{Librivox author |id=1035}}
* [http://www.alberteinstein.info/ ალბერტ აინშტაინის არქივი]
* [http://www.alberteinstein.info/ ალბერტ აინშტაინის არქივი]{{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20110811112756/http://www.alberteinstein.info/ |date=2011-08-11 }}
* [https://juvika.wordpress.com/2010/10/17/აინშტაინი-და-ატომური-ბომ/ ალბერტ აინშტაინი და ატომური ბომბი]
* [https://juvika.wordpress.com/2010/10/17/აინშტაინი-და-ატომური-ბომ/ ალბერტ აინშტაინი და ატომური ბომბი]


ხაზი 79: ხაზი 67:
[[კატეგორია:გერმანელი ნობელის პრემიის ლაურეატები]]
[[კატეგორია:გერმანელი ნობელის პრემიის ლაურეატები]]
[[კატეგორია:ნობელის პრემიის ლაურეატები ანბანის მიხედვით]]
[[კატეგორია:ნობელის პრემიის ლაურეატები ანბანის მიხედვით]]
[[კატეგორია:Albert Einstein at Curlie
[[კატეგორია:პანთეისტები]]
Works by Albert Einstein at Project Gutenberg]]
[[კატეგორია:Works by or about Albert Einstein at Internet Archive
Works by Albert Einstein at LibriVox (public domain audiobooks)
Einstein's Personal Correspondence: Religion, Politics, The Holocaust, and Philosophy Shapell Manuscript Foundation]]
[[კატეგორია:Federal Bureau of Investigation file on Albert Einstein
Einstein and his love of music, Physics World]]
[[კატეგორია:Albert Einstein on Nobelprize.org including the Nobel Lecture 11 July 1923 Fundamental ideas and problems of the theory of relativity]]
[[კატეგორია:Albert Einstein, videos on History.com]]
[[კატეგორია:"MIT OpenCourseWare STS.042J/8.225J: Einstein, Oppenheimer, Feynman: Physics in the 20th century". Archived from the original on 8 June 2011.]][[კატეგორია:Retrieved 31 March 2011. – free study course that explores the changing roles of physics and physicists during the 20th century]]
[[კატეგორია:Albert Einstein Archives Online (80,000+ Documents) (MSNBC, 19 March 2012)]]
[[კატეგორია:Einstein's declaration of intention for American citizenship on the World Digital Library
Albert Einstein Collection at Brandeis University]]
[[კატეგორია:The Collected Papers of Albert Einstein "Digital Einstein" at Princeton University]]
[[კატეგორია:16 May 1953 letter to William Frauenglass (see resultant NYT on academic freedom / McCarthyism)
Newspaper clippings about Albert Einstein in the 20th Century Press Archives of the ZBW]]
[[კატეგორია:Albert Einstein, Nobel Luminaries – Jewish Nobel Prize Winners, on the Beit Hatfutsot-The Museum of the Jewish People Website.]]
[[კატეგორია:"Einstein's "I don't believe in God" letter has sold on eBay...", 23 October 2012]]
[[]]Albert Einstein's "God Letter" fetches US$2,400,000 at Christie's New York auction house on 4 December 2018 Einstein's 'God Letter' fetches $3.9 million at New York auction]]

უკანასკნელი რედაქცია 20:01, 27 მარტი 2023-ის მდგომარეობით

ალბერტ აინშტაინი
გერმ. Albert Einstein
დაბ. თარიღი 14 მარტი, 1879(1879-03-14)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21] [22] [23] [24] [25]
დაბ. ადგილი ულმი, ვიურტემბერგის სამეფო, გერმანიის იმპერია[2] [26] [27] [28]
გარდ. თარიღი 18 აპრილი, 1955(1955-04-18)[26] [3] [4] [5] [6] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21] [22] [23] [25] (76 წლის)
გარდ. ადგილი პრინსტონი, ნიუ-ჯერსი, აშშ[29] [26] [28]
დასაფლავებულია ჯანმრთელობისა და მედიცინის ეროვნული მუზეუმი
მოქალაქეობა  გერმანიის იმპერია[30] [31]
მოქალაქეობის არმქონე[32]
 შვეიცარია[28]
ცისლეიტანია[30]
 ვაიმარის რესპუბლიკა[33]
 გერმანია[34] [28]
აშშ[30]
ეროვნება ებრაელები
საქმიანობა ფიზიკოსი[35] [36] [21] [22] [28]
მუშაობის ადგილი შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალური ინსტიტუტი[37] , კარლის უნივერსიტეტი, ციურიხის უნივერსიტეტი[37] , კარლ ფერდინანდის უნივერსიტეტი, ციურიხის შვეიცარიის უმაღლესი ტექნოლოგიური სკოლა, კაიზერ ვილჰელმის საზოგადოება, პრინსტონის უნივერსიტეტი[38] , ლეიდენის უნივერსიტეტი, ბერნის უნივერსიტეტი, გერმანიის ფიზიკოსთა საზოგადოება, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, პრუსიის მეცნიერებათა აკადემია, პერსპექტიული კვლევების ინსტიტუტი, ლეიდენის უნივერსიტეტი[13] , ბერნი და კალიფორნიის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ციურიხის შვეიცარიის უმაღლესი ტექნოლოგიური სკოლა[2] [39] , ლუიტპოლდის გიმნაზია, old Kantonsschule (Albert Einstein House) და ციურიხის უნივერსიტეტი[40]
განთქმული მოსწავლეები ერნსტ შტრაუსი
სამეცნიერო ხარისხი Doctor of Philosophy in Physics
მეუღლე მილევა მარიჩი[28] და ელზა აინშტაინი[28]
მამა ჰერმან აინშტაინი
დედა პაულინ კოხი
შვილ(ებ)ი ჰანს ალბერტ აინშტაინი[28] , ედუარდ აინშტაინი[28] და ლიზერლ აინშტაინი
ნათესავ(ებ)ი Lina Einstein[41] და ელზა აინშტაინი
ჯილდოები ბარნარდის მედალი სამეცნიერო დამსახურებისთვის, ნობელის პრემია ფიზიკაში[42] [43] , ასტრონომიის სამეფო საზოგადოების ოქროს მედალი, ჟიულ ჟანსენის პრემია, მატეუჩის მედალი, მაქს პლანკის მედალი, ფრანკლინის მედალი, კოპლის მედალი[44] , ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, გიბსის ლექცია, ჟენევის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[45] , პრისტონის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[46] , აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, Great Immigrants Award[47] , ორდენი „დამსახურებისათვის“, ახალი ზელანდიის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრი[48] და doctor honoris causa from the University of Paris[49]
ხელმოწერა

ალბერტ აინშტაინი (გერმ. Albert Einstein; დ. 14 მარტი, 1879, ულმი, გერმანია — გ. 18 აპრილი, 1955, პრინსტონი, აშშ) — ფიზიკოს-თეორეტიკოსი, საყოველთაოდ მიჩნეულია XX საუკუნის უდიდეს მეცნიერად. მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში. 1921 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში 1905 წელს ფოტოელექტრონული ეფექტის მისეული განსაზღვრებისთვის და ასევე თეორიულ ფიზიკაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის.

დაიბადა ელექტროტექნიკის ხელსაწყოთა მაღაზიის მფლობელის ოჯახში, ულმში, ბადენ-ვურტემბერგში (შტუტგარტიდან დაახ. 100 კმ-ში), გერმანიაში. მისი მშობლები არა-დენომინაციური ებრაელები იყვნენ. პატარა ალბერტი კათოლიკურ დაწყებით სკოლაში მიაბარეს და ამასთან, დედის დაჟინებით, ვიოლინოს კლასებზეც ატარებდნენ. ამ პერიოდში ის, როგორც მიიჩნევენ, საგნებს ძნელად ითვისებდა, შესაძლოა დისლექსიისა და საერთო სიმორცხვის გამო, ან კიდევ მისი ტვინის არაორდინალური, იშვიათი სტრუქტურის გამო (რაც მისი სიკვდილის შემდეგ დადგინდა). ზოგიერთ მკვლევარის მტკიცებით, მას ასევე შესაძლოა მსუბუქი ფორმის აუტიზმიც ჰქონოდა, თუმცა მეცნიერის სიკვდილის შემდგომ ამ ვარაუდის დადგენა შეუძლებელია.

საშუალო განათლებას აინშტაინი ლიტპოლდის გიმნაზიაში (მიუნხენი) იღებს, რომელიც იმ დროს საკმაოდ პროგრესულად ითვლებოდა. მათემატიკას იგი თორმეტი წლის ასაკიდან ეზიარა. მის შემდგომ განვითარებაზე დიდი ზეგავლენა მის ორ ბიძას მოუხდენია, რომლებიც მას სამეცნიერო, მათემატიკურ და ფილოსოფიურ წიგნებს უგზავნიდნენ.

ელექტროტექნიკის ბიზნესის გაკოტრების გამო აინშტაინების ოჯახი იტალიაში, ქალაქ პავიაში (მილანთან) გადაბარგდა. ალბერტი მიუნხენში დარჩა გიმნაზიის დასამთავრებლად, თუმცა ერთი სემესტრის შემდეგ 1895 წლის გაზაფხულზე ნაცნობი ექიმისგან მიღებულ სამედიცინო ცნობის საფუძველზე გიმნაზიას ტოვებს (მშობლების უკითხავად) და ოჯახთან იტალიაში გადადის. ამ ფაქტის გამო მას საშუალო სკოლის დამთავრების დიპლომი არ მიუღია. იმავე წელს ის შვეიცარიის ტექნოლოგიის ფედერალურ ინსტიტუტში (ციურიხი) ცდილობს ჩაბარებას, თუმცა მიუხედავად მათემატიკისა და მეცნიერების გამოცდების წარმატებით ჩაბარებისა, ის ჰუმანიტარულ მეცნიერებებში იჭრება და ინსტიტუტში ვერ ხვდება. ამის შემდგომ ოჯახი მას აარაუში, შვეიცარია, აგზავნის საშუალო სკოლის დასამთავრებლად და 1896 წლის სექტემბერში ის დიპლომს იღებს. ამ პერიოდში ის პროფესორ იოსტ ვინტელერის ოჯახში ცხოვრობდა. ოჯახის ქალიშვილი მარია მისი პირველი სიყვარული გახდა. მოგვიანებით ალბერტის და მაია ამ ოჯახის ძეზე, პოლზე ქორწინდება, ხოლო მისი მეგობარი მიშელ ბესო კი მათ მეორე ქალიშვილს ანას ირთავს. აინშტაინი საბოლოოდ წარმატებით აბარებს შესასვლელ გამოცდებს ციურიხის ტექნიკურ ინსტიტუტში და ოქტომბერში ციურიხში გადადის, მარია კი ამ პერიოდში ოლსბერგში მიდის მასწავლებლად. იმავე წელს აინშტაინი უარჰყოს ვიურტენბერგის ქვეშევრდომობას და „მოქალაქეობის“ გარეშე რჩება. პოლიტექნიკუმის დამთავრების შემდეგ იგი ცოტა ხანს მასწავლებლობდა. 1901 წელსშვეიცარიის ქვეშევრდომობა მიიღო. 1902 ბერნის საპატენტო ბიუროში ტექნიკის ექსპერტად დაიწყო მუშაობა. 1952 წელს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დავიდ ბენ-გურიონმა აინშტაინს შესთავაზა ისრაელის პრეზიდენტობა, მაგრამ აინშტაინმა უარი განაცხადა, რადგანაც ის თვლიდა რომ მას საჭირო გამოცდილება არ ჰქონდა.

პროფესიული კარიერა და მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აინშტაინი 1911 წელს

1909-1911 წლებში აინშტაინი ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორია, 1911-1912 - პრაღის გერმ. უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის გამგე. 1912 კვლავ ციურიხის პოლიტექნიკუმის პროფესორია. 1913 აინშტაინს ირჩევენ პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის წევრად, ხოლო 1914 გადადის ბერლინში, სადაც წლების მანძილზე ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი და ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორია. გერმანიაში ფაშისტური რეჟიმის გაბატონების შემდეგ (1933), აინშტაინმა პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა პრუსიის აკადემიის წევრობაზე და აშშ-ში გადასახლდა. აქ იგი მიიწვიეს პრინსტონის ფუნდამენტურ გამოკვლევათა ინსტიტუტში, სადაც გარდაცვალებამდე მუშაობდა.

1901-1903 გამოქვეყნდა აინშტაინის პირველი შრომები, რომლებიც კაპილარული მოვლენებისა და თერმოდინამიკის სტატისტიკის დასაბუთების საკითხებს შეეხებოდა. ფიზიკაში ახალი ეპოქა შექმნა 1905 გამოქვეყნებულმა ოთხმა ნაშრომმა. აინშტაინმა მაქს პლანკის კვანტური ჰიპოთეზა სინათლის ენერგიაზეც გაავრცელა და წამოაყენა სინათლის კვანტების ჰიპოთეზა, რომლის თანახმად სინათლე შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ნაწილაკების ნაკადი. ეს იდეა საფუძვლად დაედო გამოსხივების კვანტურ თეორიას.

აინშტაინმა ჩამოაყალიბა ფოტოეფექტის კანონი; განავითარა ბროუნის მოძრაობის მოლეკულური თეორია, რომლის თანახმად ეს მოძრაობა სითხის მოლეკულების ქაოსური მოძრაობისა და ბროუნის ნაწილაკებთან მათი დაჯახების შედეგია. საფუძველი ჩაუყარა ფარდობითობის სპეციალურ თეორიას, რითაც რადიკალურად შეცვალა კლასიკური ფიზიკის წარმოდგენა სივრცესა და დროზე. წინააღმდეგ კლასიკური ფიზიკის დებულებისა, სივრცის, დროისა და ერთდროულობის აბსოლუტურობის შესახებ, მან დაამტკიცა, რომ ისინი ფარდობითი არიან, ე. ი. დამოკიდებული არიან ათვლის სისტემის არჩევაზე. ეს შედეგები აინშტაინმა მიიღო ფარდობითობის პრინციპსა და იმ დებულებაზე დამყარებით, რომ სინათლის სიჩქარე არ არის დამოკიდებული წყაროს სიჩქარეზე. ამით საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე რელატივისტურ ფიზიკას.

შემდეგ აინშტაინმა დაადგინა ენერგიისა და მასის ურთიერთდამოკიდებულება, რომლის თანახმადაც ყოველი სხეულის ენერგია დაკავშირებულია მასასთან შემდეგნაირად: E = mc² , სადაც m მასაა, ხოლო c — სინათლის სიჩქარე. ეს თანაფარდობა თანამედროვე ბირთვული ენერგეტიკის საფუძველია. 1907 აინშტაინი აქვეყნებს მნიშვნელოვან შრომას, რომელშიც მყარი სხეულების სითბოტევადობის საკითხებში პლანკის კვანტურ ჰიპოთეზას იყენებს და ამით საფუძველს უყრის სითბოტევადობის თანამედროვე კვანტურ თეორიას.

1907-16 იგი მუშაობს ფარდობითობის ზოგადი თეორიის შექმნაზე. ეს თეორია არაინერციული სისტემისათვის ფარდობითობის სპეციალური თეორიის განზოგადებაა. აინშტაინი ემყარება გრავიტაციული და ინერციული მასების ტოლობის ექსპერიმენტულ ფაქტს და გამოთქვამს ფარდობითობის ზოგად პრინციპს, რომლის თანახმად ბუნების კანონები ათვლის ერთი სისტემიდან ათვლის ნებისმიერ სისტემაზე გადასვლისას ინვარიანტული უნდა იყოს. ამით აინშტაინმა გააიგივა ინერცია და გრავიტაცია, რამაც შესაძლებლობა მისცა შეექმნა გრავიტაციული ველის ახალი თეორია. ამ თეორიის თანახმად, გრავიტაციული ველი შედეგია სივრცე-დროის კონტინუუმის გამრუდებისა, რაც მატერიალური სხეულებითაა გამოწვეული.

აინშტაინმა გამოიყვანა გრავიტაციული ველის განტოლებები, რომელთა საშუალებითაც ახსნა ერთი ასტრონომიული მოვლენა — მერკურის პერიჰელიუმის საუკუნეობრივი გადანაცვლება, რაც ორი საუკუნის განმავლობაში აუხსნელი რჩებოდა, და იწინასწარმეტყველა ორი ახალი მოვლენა — სინათლის სხივის გადახრა დიდი მასის მქონე სხეულის მახლობლად გავლისას და ატომის მიერ გამოსხივებული სინათლის სიხშირის შემცირება ძლიერ გრავიტაციულ ველში. ორივე ამ მოვლენის ექსპერიმენტულმა შემოწმებამ დაადასტურა აინშტაინის მოსაზრებები. აინშტაინმა გრავიტაციული ველის განტოლებები მთელი სამყაროს მიმართ გამოიყენა და ამით საფუძველი ჩაუყარა რელატივისტურ კოსმოლოგიას (1917). აინშტაინის, ნიდერლანდელი ვილემ დე სიტერის, საბჭოთა ფიზიკოს ალექსანდრე ფრიდმანის, ბელგიელი ჟორჟ ლემეტრისა და სხვების შრომებმა რელატივისტური კოსმოლოგია თანამედროვე ფიზიკისა და ასტრონომიის ერთ-ერთ მოწინავე დარგად აქცია.

1916 აინშტაინი აქვეყნებს მნიშვნელოვან შრომას, რომელშიც გამოჰყავს პლანკის კანონი გამოსხივებისათვის სპონტანურ და ინდუცირებულ გამოსხივებათა ალბათობის განხილვის საშუალებით. აქ გამოთქმული იდეები საფუძვლად დაედო თანამედროვე კვანტურ რადიოფიზიკას. 1921 აინშტაინს ფოტოელექტრულ ეფექტზე დაწერილი შრომებისათვის ნობელის პრემია მიენიჭა. 1924 იგი აქვეყნებს ინდოელი ფიზიკოსის შატენდრანათ ბოზეს სტატიას „პლანკის კანონი და სინათლის კვანტების ჰიპოთეზა“, რომელიც მას ავტორმა გამოუგზავნა. ამ სტატიის იდეის საფუძველზე მან განავითარა ბოზე-აინშტაინის სტატისტიკა იდეალური აირისათვის. ამ შრომაში ავტორმა პირველად მიუთითა ახალ მოვლენაზე, რომელიც შემდეგ ცნობილი გახდა ბოზე-აინშტაინის კონდესაციის სახელწოდებით. ამავე შრომაში აინშტაინმა აღნიშნა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ლუი დე ბროილის იდეას ნაწილაკების ტალღური ბუნების შესახებ, და განავითარა სინათლის კვანტების ორმაგი — კორპუსკულური და ტალღური ბუნების იდეა.

დაახლოებით ამავე წლებიდან აინშტაინი ცდილობდა შეექმნა ე. წ. „ველის ერთიანი თეორია“, რომელშიც ყველა არსებული ველი და მატერიალური ნაწილაკი წარმოდგენილი იქნებოდა, როგორც რიმანის სივრცის ან უფრო რთული სივრცის გეომეტრიული თვისებების შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის უკანასკნელი ათეული წლები მან ამ იდეას მიუძღვნა, მისი ბოლომდე განხორციელება მაინც ვერ შეძლო. აინშტაინი ვერ შეურიგდა კვანტური თეორიის იმ ინტერპრეტაციას, რომელიც განავითარეს ნ. ბორმა და ვ. ჰაიზენბერგმა და რომელიც, საერთოდ, თანამედროვე ფიზიკაშია მიღებული. ფიზიკის და, კერძოდ, კვანტური თეორიის პრინციპული საკითხების გასარკვევად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აინშტაინისა და ბორის დისკუსიას.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში აინშტაინმა ბ. ჰოფმანთან და ლ. ინფელთან ერთად შექმნა ნაშრომები, რომლებიც მიეძღვნა გრავიტაციული ველის განტოლებებიდან მოძრაობის განტოლებათა გამოყვანას. აინშტაინის ფილოსოფიური მსოფლმხედველობა არ იყო თანამიმდევრული. თუ ახალგაზრდობაში იგი ერნსტ მახის ფილოსოფიის გავლენას განიცდიდა და აშკარა პოზიტივისტურ აზრებს გამოთქვამდა, შემდეგ გადაჭრით გამოვიდა პოზიტივისტური ფილოსოფიის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, აინშტაინი მაინც ვერ გახდა მატერიალისტი, ვინაიდან გნოსეოლოგიური პრობლემების განხილვისას ხშირად ეკლექტიკურ მოსაზრებებს გამოთქვამდა.

აინშტაინი მრავალი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის და სამეცნიერო საზოგადოების წევრი იყო. აინშტაინი იყო დიდი ჰუმანისტი და მშვიდობისა და კაცობრიობის კეთილდღეობისათვის აქტიური მებრძოლი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #118529579 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 2.2 https://www.ige.ch/de/ueber-uns/einstein.html
  3. 3.0 3.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. 4.0 4.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  5. 5.0 5.1 SNAC — 2010.
  6. 6.0 6.1 Nationalencyklopedin — 1999.
  7. Find a Grave — 1996.
  8. 8.0 8.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  9. 9.0 9.1 filmportal.de — 2005.
  10. 10.0 10.1 Biographie Nationale de Belgique / Académie royale des sciences, des lettres et des beaux-arts de BelgiqueBXL.
  11. 11.0 11.1 Internet Philosophy Ontology project
  12. 12.0 12.1 KNAW Past Members
  13. 13.0 13.1 13.2 Leidse Hoogleraren
  14. 14.0 14.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  15. 15.0 15.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  16. 16.0 16.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  17. 17.0 17.1 GeneaStar
  18. 18.0 18.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  19. 19.0 19.1 Salzburgwiki
  20. 20.0 20.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  21. 21.0 21.1 21.2 BeWeB
  22. 22.0 22.1 22.2 The Fine Art Archive — 2003.
  23. 23.0 23.1 Albert Einstein / B. Delmas — 2009.
  24. Base biographique
  25. 25.0 25.1 Munzinger Personen
  26. 26.0 26.1 26.2 Эйнштейн Альберт // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1978. — Т. 29 : Чаган — Экс-ле-Бен. — С. 578–579.
  27. Winter FD Jr. Einstein: His Life and Universe by Walter Isaacson. // Baylor University Medical Center ProceedingsTaylor & Francis, 2007. — Vol. 20, Iss. 4. — P. 431–432. — ISSN 0899-8280; 1525-3252doi:10.1080/08998280.2007.11928340
  28. 28.0 28.1 28.2 28.3 28.4 28.5 28.6 28.7 28.8 Catalog of the German National Library
  29. http://www.einstein-bern.ch
  30. 30.0 30.1 30.2 https://www.einstein-website.de/z_information/verschiedenes.html
  31. JSTOR — 1995.
  32. http://www.einsteinsommerhaus.de/index.php?id=539&no_cache=1
  33. http://www.einsteinsommerhaus.de/index.php?id=539
  34. https://newspapers.ushmm.org/events/albert-einstein-quits-germany-renounces-citizenship
  35. Zhou Peiyuan Is Dead; Educator-Scientist, 91
  36. THEATER REVIEW;A Fantasy Meeting of Minds
  37. 37.0 37.1 Sieben Jahre «Schusterhandwerk»
  38. Albert Einstein und das IGE
  39. https://www.library.ethz.ch/en/Resources/Digital-library/Einstein-Online/Einstein-s-Studies-at-the-Polytechnic-Institute-in-Zurich-1896-1900
  40. აინშტაინი ა., Kleiner A. A New Determination of Molecular Dimensions — 1905. — doi:10.3929/ETHZ-A-000565688
  41. http://stolpersteine-fuer-ulm.de/familie/lina-einstein/
  42. The Nobel Prize in Physics 1921Nobel Foundation.
  43. The Nobel Prize amounts
  44. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  45. The Hebrew University awards honorary degrees
  46. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 110.
  47. https://www.carnegie.org/awards/great-immigrants/2009-great-immigrants/
  48. https://www.royalsociety.org.nz/who-we-are/our-people/our-fellows/all-honorary-fellows/
  49. Liste des docteurs honoris causa de l'Université de Paris de 1918 à 1933 inclus — 1934. — Vol. 9, გამ. 1. — P. 90–95. — ISSN 0041-9176