შინაარსზე გადასვლა

რს-122

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ზცრს-122)
ქართული წარმოების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა რს-122
რს-122
კლასიფიკაცია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა
დამპროექტებელი სსიპ სსსტც "დელტა"
მწარმოებელი სსიპ სსსტც "დელტა"
ექსპლუატაციის წელი(წლები) 2012-დღემდე
გამოშვების რაოდენობა 3+
ძირითადი ოპერატორები საქართველოს დროშა საქართველო
ზომები
სიმაღლე, მმ 3260
კლირენსი,მმ 390
ჯავშანი
ჯავშნის ტიპი კომბინირებული, მრავალშრიანი, STANAG 4569 level 2
ამაღლების კუთხეები, გრად. 0°/ +60°
მობილურობა
ძრავის ტიპი ЯМЗ 238Д
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. 360
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ 80
ტრასაზე გადაადგილების მარაგი, კმ 500

რს-122ქართული წარმოების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა. სისტემა წარმოადგენს საბჭოთა წარმოების მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული БМ-21 "Град"-ის ქართულ ვერსიას. განკუთვნილია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, ჯავშანტექნიკის, საარტილერიო ბატარეების, გამაგრებული ობიექტების, სამეთაურო პუნქტების და საფორტიფიკაციო ნაგებობების გასანადგურებლად. [1]

შექმნილია 2011 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს მიერ რომელსაც ექვემდებარება ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის საავიაციო ქარხანა. მანქანის თავდაპირველი სახელწოდება იყო რდმ-26, შემდეგ სახელი შეეცვალა დრს-122-ზე, შემდეგ კი — რს-122 ეწოდა.

სისტემა შედგება «КрАЗ-6322» შასისგან, მანქანას გააჩნია დაჯავშნული კაბინა, რომელიც მასში მყოფ ხუთ კაციან გათვლას ტყვიებისა და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისგან იცავს.

საცეცხლე ნაწილი წარმოადგენს მრავალჯერადი გამოყენების 40 ლულიან . საცეცხლე პაკეტს, რომელშიც 122 მმ კალიბრის უმართავი რეაქტიული რაკეტები თავსდება. საბრძოლო მანქანას ცეცხლის წარმოება, პოზიციის წინასწარი მომზადების გარეშე და გათვლის კაბინიდან გადმოუსვლელად შეუძლია, რაც ზალპის განსახორციელებლად საჭირო დროს მინიმუმამდე ამცირებს. პერსპექტივაში მანქანაზე შესაძლებელია დამონტაჟდეს ცეცხლის მართვის ავტონომიური ციფრული სისტემა, ნავიგაციისა და დამიზნების თანამგზავრული სისტემები. ასევე მოდულური საცეცხლე ნაწილი, რომელზეც შესაძლებელი იქნება ერთჯერადი და მრავალჯერადი პაკეტების დამონტაჟება სხვადასხვა ტიპის და კალიბრის რაკეტებით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: