Gibson
ტიპი | კერძო |
---|---|
დარგი | მუსიკალური ინსტრუმენტი |
დაფუძნდა | 1902 ,[1] კალამაზუ, მიჩიგანი |
დამაარსებელი | ორვილ გიბსონი |
სათავო ოფისი | ნეშვილი, ტენესი, აშშ |
პროდუქცია | აკუსტიკური და ელექტრო გიტარები, ბას-გიტარები, მანდოლინები და აუდიო აპარატურა |
შვილობილ(ებ)ი |
სია
|
საიტი | gibson.com |
Gibson Brands, Inc. (ადრე Gibson Guitar Corp) — ამერიკული კომპანია, რომელიც აწარმოებს ელექტრო, აკუსტიკურ და ბას-გიტარებს, ასევე მუსიკალურ აპარატურას. დაარსდა კალამაზუში, მიჩიგანის შტატში. შტაბ-ბინა მდებარეობს ნეშვილში, ტენესში. კომპანიის ადრინდელი სახელწოდება იყო Gibson Guitar Corp., ხოლო ამჟამინდელი სახელი Gibson Brands, Inc. მიიღო 2013 წლის 11 ივნისს.[3][4]
კომპანია დააარსა ორვილ გიბსონმა 1902 წელს სახელწოდებით Gibson Mandolin-Guitar Mfg. Co. Ltd., სადაც თავდაპირველად იწარმოებოდა მანდოლინები.[1] სწორედ მათ შეიმუშავეს პირველი არკტოპ-გიტარები, აგრეთვე 1930-იან წლებში კომპანიამ დაიწყო ფლეტტოპ-გიტარების წარმოება. 1944 წელს გიბსონი შეიძინა კომპანია Chicago Musical Instruments-მა.
კომპანია ყიდის სხვადასხვა სახის გიტარებს, რომელთა შორისაა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გიტარები: Gibson Les Paul, Gibson SG, Gibson ES, Gibson Archtop, Gibson Explorer, Gibson Flying V და ა.შ. ის აგრეთვე ყიდის გიტარებს სხვადასხვა სავაჭრო ნიშნის ქვეშ.[5] გიტარების გარდა, გიბსონი აწარმოებს სამომხმარებლო ტექნიკას მისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით, ისევე როგორც სხვადასხვა აუდიო აღჭურვილობას.
1969-1986 წლებში მას ფლობდა Norlin Corporation. 1986 წელს ის კვლავ წინა მფლობელმა შეიძინა. გიბსონი არის კერძო კომპანია, რომელსაც ფლობს კომპანიის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ჰენრი ჟუსკიევიჩი და კომპანიის პრეზიდენტი დევიდ ბერიმანი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Achard, Ken (1989). The History and Development of the American Guitar. Westport, CT: Bold Strummer Ltd. ISBN 978-0-933-22418-6.
- Bacon, Tony (2002). 50 Years of the Gibson Les Paul. San Francisco: Backbeat Books. ISBN 978-0-879-30711-0.
- Bacon, Tony (2009). The Les Paul Guitar Book: A Complete History of Gibson Les Paul Guitars. San Francisco: Backbeat Books. ISBN 978-0-879-30951-0.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Gibson“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- Gibson Innovations-ის საიტი დაარქივებული 2018-11-06 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Gibson History. Gibson Corporate Press Kit. Gibson Guitar Corp.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 აპრილი, 2012. ციტირების თარიღი: 20 მაისი, 2012.
- ↑ Gisbon Brands at Gibson Press website დაარქივებული 2014-07-05 საიტზე Wayback Machine. , retrieved 10 Dec 2014
- ↑ „Gibson Brands, Inc.: Private Company Information“. Bloomberg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-25.
- ↑ "Drop the guitar Gibson rebrands" on BizJournals.com დაარქივებული 2014-12-25 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Ayala Ben-Yehuda (9 აპრილი, 2007). „Gibson Guitar embraces China, Latin markets“. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება)