შინაარსზე გადასვლა

ფარადა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფარადა

სტანდარტი: SI სისტემის წარმოებული ერთეული.
სიდიდე: ელექტრული ტევადობა.
სიმბოლო (ქართ):
სიმბოლო (საერთ): F
ეპონიმი: მაიკლ ფარადეი
ეკვივალენტები:
SI სისტემის საბაზისო ერთ. 1 წმ4 2 კგ-1 -2
გაუსის ერთეულებში 10-9 c2სმ

ფარადა (აღნიშვნა: , F) — ელექტროტევადობის საზომი (წარმოებული) ერთეული ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. სახელი ეწოდა ინგლისელი ფიზიკოსის მაიკლ ფარადეის პატივსაცემად.

1 ფარადა არის ისეთი კონდენსატორის ტევადობა, რომელზედაც 1 კულონი მუხტის მოთავსებისას შემონაფენებს შორის ძაბვა იქნება 1 ვოლტი. 1 კულონი არის 1 ამპერი წამში. სხვა ერთეულებით ფარადა ასე გამოისახება:

ფარადა საკმაოდ დიდი ერთეულია. ელექტროტექნიკაში უმეტესად გამოიყენება კონდენსატორები, რომელთა ტევადობა მიკროფარადებში, ნანოფარადებში და პიკოფარადებში გამოისახება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]