სინათლე
სინათლე — ელექტრომაგნიტური გამოსხივება თვალისთვის ხილული ტალღის სიხშირით, ან ტექნიკური ან მეცნიერული მნიშვნელობით, ნებისმიერი სიხშირის ელექტრონაგნიტური გამოსხივება. ხილული სინათლის ტალღის სიგრძე იცვლება 380–400 ნანომეტრიდან 760–780 ნმ–მდე, სიხშირით 405 ტჰც-დან 790 ტჰც–მდე. ფიზიკაში ტერმინი სინათლე მოიცავს გამოსხივების მოსაზღვრე რეგიონებს: ინფრაწითელს (დაბალ სიხშირეში) და ულტრაიისფერს (მაღალში), რომელიც ადამიანის თვალის მიერ ვერ აღიქმება. ელემენტარული ნაწილაკი, რომელიც განსაზღვრავს სინათლეს არის ფოტონი. სინათლის სამი ძირითადი მახასიათებელია (ანუ ყველა ელექტრომაგნიტური გამოსხივების):
- ინტენსივობა (ამპლიტუდა), რომელსაც ადამიანი სინათლის სიკაშკაშის სახით აღიქვამს;
- სიხშირე (ტალღის სიგრძე), რომელსაც ადამიანი სინათლის ფერით აღიქვამს, და
- პოლარიზაცია (რხევის კუთხე), რომელიც ადამიანის მიერ მხოლოდ სუსტად აღიქმება ჩვეულებრივ ვითარებაში.
მისი სიჩქარე, ვაკუუმში 300 000 000 მეტრი წამში (300 000 კილომეტრი წამში), ბუნების ერთ–ერთი ძირითადი მუდმივაა. სინათლეს ახასიათებს ორივე – ტალღისა და ნაწილაკის თვისებები. ეს მახასიათებელი ცნობილია, როგორც ტალღურ–ნაწილაკური დუალიზმი. მეცნიერებას სინათლის შესახებ ოპტიკას უწოდებენ, ის თანამედროვე ფიზიკის კვლევის მნიშვნელოვანი სფეროა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Thomas Walther, Herbert Walther: Was ist Licht? Von der klassischen Optik zu Quantenoptik. Beck, München 1999, ISBN 3-406-44722-8.